როგორ გვეხმარება რწმენა

ყველაზე გამოუვალი სიტუაციიდან, მაშინ როცა ვერანაირ გამოსავალს ვეღარ ვხედავთ, ერთადერთი გამოსავალი არის რწმენა. რწმენა, რომ შენ შეგიძლია გამოსავლის მოძებნა.

ბარიერები, შემაფერხებელი ფაქტორები და პრობლემები, რომლის არსებობისაც ჩვენ გვჯერა, ეს ხშირად ჰგავს წარმოსახვით კარებს, რომელიც მუდამ ცხრაკლიტულით დალუქული გვგონია. რეალურად, ცხრაკლიტულით ჩაკეტილი კარები, მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებული მცდარი რწმუნებულებაა. ჩვენ გვწამს, რომ იგი არსებობს. ჩვენ ვქმნით მისი არსებობის ილუზიას.

გაიხსენეთ: ‘’მანამ სანამ ჩვენ გვჯერა რომ არ შეგვიძლია, ჩვენ მართლაც არ შეგვიძლია.’’ მაგრამ როგორც კი ამ კარებს მივუახლოდებით და ოდნავ მივაწვებით, ჩვენ გავოცდებით როცა აღმოვაჩენთ, რომ კარები არა მხოლოდ ღიაა, არამედ ის არც კი არსებობს, რადგან ის, მხოლოდ ჩვენი გონების ილუზიის ნაყოფია.

როდესაც პრობლემებზე ვაკთებთ ფოკუსირებას, ისინი ხდებიან ჩვენი მთავარი მზერის კუთხე და შესაბამისად, ისინი უფრო გამრავლდება და გაძლიერდება.

მისტერ ვოლტსი ამბობს ‘’ვერასოდეს შეძლებთ ნათელი და ჭეშმარიტი ხედვის შენარჩუნებას, თუ ყურადღებას მუდმივად საპირისპირო მხარეზე, გარეგან უარყოფით გარემოებებზე ან წარმოსახვით დაბრკოლებებზე გაამახვილებთ… დაიმახსოვრეთ, რომ  არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდი დაბრკოლება შეგხვდებათ გზაზე, თუ გზას მაინც განაგრძობთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, იგი გაქრება. გაქრება მაშინვე, როგორც კი მასთან მიახლოებას დაიწყებთ. ამიტომ იარეთ, წინ, იარეთ შეუჩერებლად!”

სიყვარულით – მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s