ჰარმონიული ურთიერთობების მთავარი საიდუმლო

ჩაკრა – ადამიანის ენერგეტიკული ცენტრი (ადამიანს აქვს 7 ენერგეტიკული ცენტრი –ჩაკრა, და თითოეულს აქვს თავისი დანიშნულება)

ჰარმონიული ურთიერთობები ქალსა და მამაკაცს შორის – ბედნიერების ფუნდამენტია. დღეს ჩვენ განვიხილავთ ამ ურთიერთობებში არსებულ მთავარ საიდუმლოებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მის სწორად აღქმაზეა დამოკიდებული მთლიანად ჩვენი ბედნიერება, წარმატება, კეთილდღეობა და ჯანმრთელობა. ბევრ ქალს, როდესაც წაიკითხეს რომ მამაკაცებთან ურთიერთობებში ისინი ასრულებენ “გამცემის“ როლს, განაწყენდნენ. რათქმაუნდა, შეიძლება იფიქროთ, რომ ქალი მხოლოდ „გასცემს“  და მამაკაცი მხოლოდ „იღებს“ და ეს არასამართლიანია. მაგრამ ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ მხოლოდ იმის გაცემა მოგიწევთ, რაც ბუნებისგან ჭარბი რაოდენობით გხვდათ წილად, სამაგიეროდ უკან მიიღებთ უზღვავ ბედნიერებას და კეთილდღეობას. ყველაფერი რაც შემოქმედმა შექმნა ჰარმონიულია და საჭიროა უბრალოდ ეს გაიგოთ და მიიღოთ.

წაიკითხეთ ეს თემა რამოდენიმეჯერ, სანამ სიღრმისეულად არ აღიქვამთ ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას. ამ პრობლემის გაცნობიერებით თქვენ შეძლებთ ჰარმონიული ურთიერთობების აწყობას თქვენს მეორე ნახევართან. ამასთანავე, ბევრს აინტერესებს საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაიხსნას ე.წ.  ჩაკრები (ენერგეტიკული ცენტრი), რადგან სწორედ ამ ენერგეტიკული ბიოველების სწორად რეალიზაციაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა ყოფიერების ყველა ასპექტში. ასე რომ, ამ ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება „ჩაკრების“ გახსნის და პიროვნული ზრდის ერთერთი საუკეთესო გზაა.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ კაცობრიობის განვითარებისათვის შემოქმედმა შექმნა ორი ნახევარი – ქალი და მამაკაცი. იმისთვის, რომ ეს ორი ნახევარი მუდმივად იღწვოდნენ ერთმანეთისკენ მოფიქრებულ იქნა ბრძნული „მექანიზმი.’’ ქალებს, სექსუალური ენერგეტიკული ჩაკრა მუდმივად სავსე აქვთ ენერგიით, მამაკაცებს კი ეს ჩაკრა მუდმივად „მშიერი“ აქვთ და მისი გამოკვება შეუძლია მხოლოდ ქალს. ამიტომ  მამაკაცებს ქალების გარეშე სრულფასოვნად ცხოვრება და განვითარება საერთოდ არ შეუძლიათ. მათ მუზა ჭირდებათ. რატომ აქვთ ქალებს  სექსუალური ენერგია მუდმივად სავსე? იმიტომ რომ მათ ჭირდებათ მამაკაცის მიზიდვა, გამოკვება, შთაგონება, შთამომავლობის ჩასახვა, გაჩენა და გაზრდა. ამიტომ ქალს მჭიდრო კავშირი აქვს დედა–მიწასთან, რომელიც მას ამ ძლიერი ენერგიით ამარაგებს.

სწორედ იმის გამო, რომ ქალს დაბადებიდანვე სავსე აქვს სექსულური ენერგეტიკული ჩაკრა, ისინი შეიძლება ჩაითვალონ თვითკმარ არსებებად. თუმცა არ იჩქაროთ და არ იფიქროთ, რომ ქალებს მამაკაცის გარეშეც მშვენივრად შეუძლიათ ცხოვრება. შეუძლიათ. თუმცა ასეთი ცხოვრება გაცილებით რთული იქნება, ჭეშმარიტ ბედნიერებას ვერ ეწევიან, და სული დასნებოვნდება სამყაროს მიმართ შეუსრულებელი ვალდებულების გამო.

გამომდინარე იქიდან, რომ მამაკაცები ითვლებიან სამყაროს გარდამქმნელებად, მათი ცარიელი სექსუალური ენერგეტიკული ჩაკრა მუდმივად საჭიროებს შევსებას.  მამაკაცი მუდმივად „დანაყრებული“ უნდა იყოს ამ ენერგიით. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას განვითარდეს და განავითაროს კაცობრიობა. არ მისცემს ენერგიას ერთი ქალი, შეავსებს სხვა. გარდა ამისა, მამაკაცი კაცობრიობის შექმნის თვალსაზრისით პასუხისმგებელია შთამომავლების რაოდენობაზე. ამისათვის მის სპერმაში მუდმივად არსებობს დიდი რაოდენობით აქტიური სპერმატოზოიდი. ყველა ეს ფაქტორი კაცს სექსუალურად დაუცველს ხდის. მამაკაცი თავისი ბუნებით პოლიგამიურია. გინდათ გყავდეთ ერთგული თანამეგზური? კარგად „გამოკვებეთ“ იგი, ნუ დაიწყებთ საკუთარი აღმატებულობით მანიპულირებას. თქვენ ერთადერთი არ ხართ ბუნებისგან დაჯილდოებული.

ქალების სექსუალური ჩაკრა კი მხოლოდ ერთზეა მიმართული, თუ ქალი აირჩევს თავისთვის მამაკაცს, მხოლოდ მასზე იქნება მიმართული მთელი თავისი ენერგიის ნაკადი. მის ორგანიზმში თვეში ერთხელ მწიფდება მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი და ამგვარად, ქალი პასუხისმგებელია შთამომავლების ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ქალს ბუნებისგან ყოველთვის აქვს საჭირო ენერგიის მარაგი და მისი მოძიება არ უნდა გახდეს თვითმიზანი. ქალი თავისი ბუნებით მონოგამიურია. თუ დგება ერთგულების პრობლემა, ეს არ უკავშირდება მის ბიოენერგეტიკას. ეს საკითხი ფსიქოლოგიის პრობლემაა და დღეს ჩვენ მას არ განვიხილავთ. ეს ცალკე თემაა. სამაგიეროდ მამაკაცი მაშინვე იგრძნობს რომ ქალმა საკუთარი ენერგია სხვისკენ მიმართა, როგორც არ უნდა შენიღბოს ეს. ამ დროს ხომ წყდება კაცის „კვება“ ენერგეტიკული წყაროთი. ქალს შეუძლია მხოლოდ ერთი მამაკაცი ასაზრდოოს თავისი ენერგიით, იმ შემთხვევაშიც კი როცა მას რამოდენიმე მამაკაცთან აქვს სექსუალური ურთიერთობა.

როდესაც ქალი და მამაკაცი წყვილდებიან, რასაც საფუძვლად უდევს მიზიდულობა, მათი ბიოველები ერთიანდებიან და აძლიერებენ ერთმანეთს. ისინი ქმნიან საერთო ენერგეტიკულ სტრუქტურას, რაც აძლიერებს ერთმანეთის პოტენციურ შესაძლებლობებს. მაგრამ იმისათვის რომ ეს სისტემა გამძლე იყოს და შეიქმნას ჰარმონიული კავშრი, ენერგეტიკული ცენტრების მუშაობაში ზუსტად უნდა გადანაწილდეს ფუნქციები. უკეთესად აღქმისთვის მოდით გადავხედოთ ამ ყველაფერს სქემატურად.

პირველი ჩაკრის მიხედვით მამაკაცი უნდა იყოს „გამცემი.’’ მას ყოველთვის საკმარისად სავსე აქვს ეს ენერგეტიკული ცენტრი, რათა მოახდინოს მის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტა და რეალიზება. ამის წყარო არის მისი ფიზიკური ძალა. ქალებს ამ ჩაკრაში მხოლოდ გადარჩენისთვის საჭირო ენერგია აქვთ. ამიტომ მამაკაცმა უნდა უზრუნველყოს ქალი ცხოვრებისთვისთვის აუცილებელი პირობებით, კომფორტითა და უსაფრთხოებით.

მიაქციეთ ყურადღება: ზუსტად იმ ადგილას, სადაც პირველი ჩაკრა მდებარეობს, მამაკაცს აქვს გამომხატველი სასქესო ორგანო (ასო),  ქალებს კი ამ ადგილას ჩაღრმავება აქვთ. ხალხში ამბობენ: „კაცმა უნდა ააშენოს სახლი, დარგოს ხე და აღზარდოს შვილი.“ ამასთან, მამაკაცი აძლევს ქალს არა თვითონ ენერგიას, არამედ ცხოვრებისეულ მატერიალურ პირობებს, რომელსაც ამ ენერგიით ქმნის, ის ხომ სამყაროს გარდამქმნელია. ქალს კი ამ ჩაკრაში არსებული ენერგია სავსებით ჰყოფნის მოუაროს და იზრუნოს სიყვარულის ბუდის კეთილმოწყობაზე, რომელიც მამაკაცმა ააშენა.

თუკი მამაკაცი არ უზრუნველყოფს ქალს ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობებით და უსაფრთხოებით, ასეთი მამაკაცისგან უნდა გაიქცეთ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება შორს. დაუხარჯავი, არარეალიზებული ენერგია გახდის მას აგრესიულს, ეჭვიანს, დაუწყებს ძებნას სექსუალურს ნუგეშებს, ან მიეტანება ალკოჰოლს. ენერგეტიკული ჩაკრა დაიბლოკება და პერსპექტივაში მოსალოდნელია მამაკაცის უნაყოფობა (სპერმატოზოიდები შემცირდება და ნაკლეად აქტიურები იქნებიან სრულფასოვანი განაყოფიერებისთვის), ასევე ადრეული იმპოტენცია. გინდათ ეს თქვენ?

მეორე ჩაკრის მიხედვით „გამცემი“ უნდა იყოს ქალი. ამ ცენტრში მას აქვს ენერგიის დიდი მარაგი. ქალი ამ ენერგიას აძლევს მამაკაცს არამხოლოდ სექსის საშუალებით (თუმცა სექსით ყველაზე დიდი რაოდენობით გაიცემა), არამედ ალერსით, ჩახუტებით, კოცნით, უბრალოდ საყვარელ ადამიანზე ფიქრითაც კი, სადაც არ უნდა იყოს იგი. თუკი ქალს არ უნდა მამაკაცისთვის ენერგიის საჭირო რაოდენობით მიცემა, ასეთ შემთხვევაში ამ ენერგეტიკულ ცენტრში დაგროვილი ენერგია გამოიწვევს გინეკოლოგიურ პრობლემებს (კისტა, მიომა, კიბო), ან მიიყვანს ქალს ნიმფომანიამდე (ჰიპერსექსუალობა, მუდმივი აგზნებადობა). მამაკაცს კი მოუწევს სხვა „მასაზრდოებლის“ მოძებნა. სხვათაშორის ქალს ამ ენერგეტიკულ ცენტრში აქვს გამობერილობა – მუცელი. თუკი მოხდება ისე, რომ ქალი მარტოა, არ ყავს პარტნიორი და ვერ აძლევს ენერგიას ვერავის, მან ეს ენერგია უნდა გადაუშვას მომდევნო ჩაკრაში და იქ მოახდინოს მისი რეალიზება. ამ გზით დაიხარჯება მოჭარბებული ენერგია, შეინარჩუნებს ჯანმრთელობას და მიაღწევს დიდი წარმატებებს სოციალურ ცხოვრებაში. თუმცა არ უნდა დაივიწყოს უფრო რაციონალური ჰარმონიის შესახებ. ქალი დიდ ხანს მარტო არ უნდა იყოს.

მესამე ჩაკრის მიხედვით მამაკაცი უნდა იყოს „გამცემი.“  მაგრამ ამას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ქალისგან მიიღებს სექსუალური ენერგიის საკმარის რაოდენობას. ასე აქტიურდება კაცის მესამე ენერგეტიკული ცენტრი, იღვიძებს მისი ნებისყოფა, მიზანმიმართულობა, გამტანობა და უფრო მეტად იპყრობს სოციალურ სიმაღლეებს. ეს ხელს უწყობს პროფესიულ ზრდაში, კარიერაში, ძალაუფლებაში, პატივისცემასა და აღიარებაში. ასეთ მამაკაცს შემოსავალი მიაქვს სახლში და შეუძლია უკვე ისეთი სურვილები შეუსრულოს ქალს, რომელიც მარტივი არსებობის პირობებს აღემატება: ლამაზი ავეჯი, ტანსაცმელი, სამკაულები, მანქანა, დასვენება და ა. შ. ასე აბრუნებს მამაკაცი სამაგიეროს ქალისაგან მიღებულ ენერგიაზე და განვითარების პერსპექტივაზე. მამაკაცს ამ ენერგეტიკული ცენტრის ადგილზე აქვს გამობერილობა – მუცელი. აღმოსავლეთში ითვლება რომ რაც უფრო დიდია მუცელი,მით უფრო მდიდარი და გულუხვია ადამიანი.

თუკი კაცს არ უნდა ქალისთვის სამაგიეროს დაბრუნება, დაგროვილი ენერგია და ამპარტავნება მიიყვანს მას სიძუნწემდე, გახდება სასტიკი, ანგარიშსწორებიანი და შედეგად – დაემართება კუჭნაწლავის დაავადებები.

მეოთხე ჩაკრის მიხედვით ენერგია უნდა გასცეს ქალმა. მისი გულის ცენტრში ხომ ღვთაებრივი სიყვარულის ულევი წყაროა. ამასთანავე, რაც უფრო ბევრ ენერგიას გასცემს, მით უფრო ბევრს იღებს შემოქმედისგან და დამატებით სხვადასხვა საჩუქრებით აჯილდოვებს მას ცხოვრება. ქალმა ეს სიყვარულის ენერგია არამხოლოდ მამაკაცს უნდა მისცეს, არამედ გაავრცელოს მის გარემომცველ სამყაროში. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელ დროში, ქალის მისია სწორედ ამაში მდგომარეობს. ქალები ზოგჯერ სვავენ კითხვას: „როგორ უნდა გასცე სიყვარულის ენერგია, თუკი ქმარი არ გიყვარს?“ თუ ქმარი არ გიყვარს და გარკვეული მიზეზის გამო გინდა შეინარჩუნო ეს კავშირი, მაშინ გიყვარდეს ის როგორც მეგობარი, როგორც ძმა, როგორც უფროსი ვაჟი. მხოლოდ ასე შეასრულებს ქალი სამყაროს წინაშე დაკისრებულ ვალდებულებას.

მამაკაცს გაეხსნება გულის ცენტრი და სიყვარულის ენერგია გააღვიძებს მასში ისეთ თვისებებს, როგორიცაა გულისხმიერება, თანაგრძნობა, თანადგომა. ისწავლის სიყვარულს და ეს ძალა გაათავისუფლებს მას ინსტინქტების ზეგავლენისგან. კაცს, რომელსაც გულით უყვარს ვერ იქნება არაერთგული. მერწყულის ეპოქაში უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახები სწრაფად დაინგრევა, სიყვარულით შექმნილი კი გაძლიერდება.

სიყვარულის ენერგიას ქალი სხვადასხვა გზით გასცემს: აურის საშუალებით, ალერსიანი და ნაზი მზერით, შინაგანი ღიმილით, ალერსიანი სიტყვებით, თანაგრძნობით, თანადგომით და მიტევებით. სიყვარულის ენერგიით მუხტავს ყველაფერს რასაც შეეხება, იმ სიყვარულით რომელიც პირდაპირ გულიდან მოდის. ის საკუთარი ხელით სიყვარულით უკეთებს მამაკაცს საჩუქრებს, სიყვარულით უმზადებს საკვებს და ა.შ. და ერთმანეთისგანს შორს ყოფნის დროს ფიქრებით შეუძლია გაუგზავნოს კაცს სიყვარულის ენერგია, სადაც არ უნდა იყოს იგი.

მეხუთე ჩაკრის მიხედვით ენერგიას უნდა გასცემდეს მამაკაცი. კაცს ამ ცენტრში აქვს ხორხის გამობერილობა, რაც ქალს არ აღენიშნება. ამგვარად ბუნებაც კი გვანიშნებს ვინ უნდა „გასცეს.“ თუკი ქალმა გულუხვად დაასაჩუქრა ქმარი ღვთაებრივი სიყვარულის ენერგიით, კაცს ეხსნება ყელის ჩაკრა და მასში იღვიძებს შემოქმედებითი უნარები. თუკი კაცი პირველი ჩაკრის რეალიზაციით ქალისთვის შექმნის გამძლე სკამს, მეხუთე ჩაკრის რეალიზებით ის გააკეთებს უფრო მოხერხებულ და კომფორტულ დასაკეც სავარძელს.

გარდა ამისა, აჩუქებს  მას ლამაზ და ჰარმონიულ ურთიერთობებს და ქალს აღარ დაჭირდება ენერგიის ხარჯვა და ფსიქოლოგების რჩევების გამოყენება ამ ურთიერთობების ასაწყობად. პრაქტიკულად თავისით დალაგდება ყველაფერი. ქალს კი საშუალება მიეცემა ეს თავისუფალი ენერგია საკუთარი შემოქმედებისთვის გამოიყენოს.

ამ ხუთი ენერგეტიკული ცენტრის გააქტიურებით ორივეს ეხსნება დანარჩენი 2 უმაღლესი ცენტრიც, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო მეტად გაიზარდონ და განვითარდნენ პიროვნულად. გარდა ამისა, ასეთი ჰარმონიული კავშირის დროს მათი ემოციური სივრცე ივსება სიყვარულისა და ბედნიერების ენერგიით, და ეს სივრცე თანდათან ფართოვდება ზედა მიმართულებით, რომელიც სწორედ კოსმოსიდან წამოსული ენერგიით ძლიერდება. ეს ენერგია აძლევს ადამიანებს სიყვარულის, წარმატების, ბედნიერების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სიუხვეს. ასეთი კავშირი უბრალოდ განკუთვნილია საკუთარი ბედნიერების მთლიანი რეალიზაციისთვის.

ნება მიეცით თქვენს მამაკაცს იყოს მეფე, თქვენ კი დედოფალი გახდებით. და დაუკვირდით, ამისთვის სულაც არ დაგჭირდებათ განსაკუთრებული ძალისხმევა, მხოლოდ უნდა აღასრულოთ სამყაროსგან მონიჭებული ვალდებულება. თქვენ ხომ ბუნებამ ყველაფერი მოგცათ ამისთვის, უბრალოდ გამოიყენეთ ის საჭირო მიმართულებით.

თუკი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში მიღება–გაცემის მექანიზმი სწორად არ სრულდება, იქმნება არაჰარმონიული კავშირი. მოდით ვნახოთ რას მოუტანს ეს თითოეულს. ამასთან, ერთ პატარა დამატებას გავაკეთებ „ჩაკრარულ“ სისტემასთან დაკავშირებით. პირველსა და მეორეს, ასევე მესამე და მეოთხე ჩაკრას შორის არსებობს დამცავი სარქველები ენერგიის გადასადენად ერთიდან მეორეში თუ ამის საჭიროება შეიქმნება. მაგალითად, თუკი მამაკაცს დიდი ხნის მანძილზე არ ყავს ქალი, ენერგიის ნაწილი ერთი ცენტრიდან გადადის მეორეში და ორგანიზმი ინარჩუნებს ნორმალურ ფუნქციონირებას.

თუკი მოხდება ისე, რომ მამაკაცი ზარმაცია და არ სურს დაიძაბოს პირველი ენერგეტიკული ცენტრის ამუშავებით, ამ დროს ქალი იძულებული ხდება თვითონ დაკავდეს ცხოვრებისეული პირობების უზრუნველყოფით. მისი ბუნებრივი ენერგია ამისთვის არასაკმარისი იქნება და დაიწყებს სექსუალური ენერგიის ხარჯვას და ამ ცენტრში დარჩება მხოლოდ ენერგიის ის ნაწილი რაც  გამრავლებისთვის არის საჭირო. ასეთ შემთხვევაში ქალი კარგავს თავის სექსუალურობას და კაცისთვის არამიმზიდველი გახდება. მისი ლიბიდო დაიწყებს ვარდნას და გაუჩნდება სასქესო ორგანოების სხვადასხვა ანთებითი დაავადებები, აერევა მენსტრუალური ციკლი. მისი ქმარი პირველი ცენტრიდან ენერგიას მეორეში გადაუშვებს და დაიწყებს „გულავს.“ საკუთარი ცოლი ხომ აღარ „კვებავს“ მას სექსუალური ენერგიით. თითოეულის შემდგომ ზრდასა და განვითარებაზე კი ზედმეტია საუბარი, ეს პრაქტიკულად არ მოხდება. ეს ყველაზე უარესი შემთხვევაა.

ამიტომ, პარტნიორის არჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ არა მიმზიდველ გარეგნობას და ფიგურას, ან ლამაზ კომპლიმენტებს, არამედ შეძლებს თუ არა მამაკაცი თქვენთვის ნორმალური ცხოვრების პირობებისა და უსაფრთხოების უზრუნველოყოფას. რამეთუ ეს არის საფუძველი წყვილს შორის ჰარმონიული ურთიერთობისა.

თუკი თქვენ არ მისცემთ მამაკაცს საკმარის ენერგიას მესამე ენერგეტიკული ცენტრის გასახსნელად, ან ის არ უზრუნველყოფს თქვენთვის ამ ცენტრის გახსნის შემდეგ შესაბამის ცხოვრებას, მაშინ თქვენვე მოგიწევთ ყველა თქვენი ოცნების ასრულება, ახვიდეთ ზედა სოციალურ საფეხურზე და ამისთვის ენერგია ისესხოთ გულისა და სექსუალური ცენტრებიდან. სიყვარულის ენერგიის ხანგრძლივი არამიზნობრივი ხარჯვის გამო დაიხურება მისი მიღების წყარო. თქვენ შეძლებთ თქვენი ამბიციების რეალიზებას, მაგრამ იქცევით უხეშ და უგულო ქალად. თქვენს ოჯახში დაიწყება გაუთავებელი სკანდალები, საქმის გარჩევები „ვინ უფრო მაგარია,“  შემდეგ დაიწყება გულთან დაკავშირებული პრობლემები, შემდეგ დაავადებები. როგორ დიდ პოზიციასაც არ უნდა მიაღწიოს საზოგადოებაში ან მატერიალურ შემოსავალს, ასეთი ქალი თავს ბედნიერად მაინც ვერ იგრძნობს. სულიერ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებს, რადგან არ სრულდება მისი მთავარი დანიშნულება სამყაროში – არ ასაზრდოებს დედამიწას სიყვარულის ენერგიით. გარდა ამისა,  სოცილური სიმაღლეების დასაპყრობად მამაკაცური წესებით უნდა ითამაშო, ამიტომ ასეთი ქალი ნელნელა განლევს თავის ქალურობას და აივსება მამაკაცური ენერგიით. როგორც ქალი რეალიზებული ვერ იქნება და მისი მამაკაცურობაც გარკვეულ დონემდე განვითარდება. საბოლოო ჯამში დარჩება დედოფალი, რომლის გვერდით მეფის ნაცვლად პაიკია, ან ეს მამაკაციც წავა იმ ქალთან ვინც მზად არის ის მეფედ აქციოს.

ასეთ შემთხვევაში ენერგეტიკული სივრცე ქვედა მიმართულებით გაფართოვდება და შეივსება ნეგატიური გრძნობებით და ემოციებით. ეს წყვილი კეთილდღეობის ენერგიას კოსმოსიდან ვერ მიიღებს, ყველაფრისთვის ბრძოლა გახდება საჭირო, დიდი ძალისხმევა და ენერგიის ხარჯვა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად. შუძლებელი იქნება მათი შემდგომი პიროვნული ზრდა და განვითარება. ასეთი კავშირი სჭიროებს ან კორექტირებას, ან უნდა დაიშალოს თითოეულის ბედნიერებისათვის. შესანარჩუნებლად კი საჭირო იქნება ორივესგან დიდი ძალისხმევა და გამოცდილი ფსიქოლოგების ან ენერგოთერაპევტების კვალიფიციური დახმარება.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამ პრობლემის სქემატური განლაგებაა, თუმცა ეს სქემა დაგეხმარებათ გაიგოთ რა მთავარი პრინციპებია საჭირო ჰარმოიული ურთიერთობების აწყობისთვის. საკუთარი სიტუაციის გაანალზებით შეგიძლიათ იპოვოთ სუსტი რგოლი თქვენი ურთიერთობების სქემაში და გამოასწოროთ იგი. ყველაფერი ხომ თქვენს ხელშია, ასევე თქვენი ბედნიერებაც. ამ ცოდნის გამოყენებით თქვენ შექმნით წარმატებულ კავშირს თქვენს მეორე ნახევართან და მოიპოვებთ სრულყოფილ ბედნიერებას!

წყარო: www.louisehay.com

სიყვარულით – მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s