5 საათის წესი, რომელსაც იყენებს: უორენ ბაფეტი, ბილ გეითსი და ოპრა ვენფრი

კვლევებით დამტკიცებული ფაქტია, რომ საერთაშორისო დონის პროფესიონალიზმის მიღწევისთვის საჭიროა 10 000 საათიანი მუშაობა და პრაქტიკა. თუმცა, ახალმა კვლევებმა ცხადყო, რომ საერთაშორისო დონის პროფესიონალიზმის დონის მიღწევისთვის, რეალურად სხვადასხვა სფეროში, განსხვავებული დროა საჭირო.  თქვენ ახლა ალბათ ფიქრობთ, თუ 10 000 საათის წესი არ ვრცელდება ყველა სფეროზე,  მაშინ  რეალურად რა გვაქცევს ექსტრა კლასის პროფესიონალად?

რამდენიმე წლის უკან, შეისწავლეს ყველასთვის ცნობილი ბიზნეს ლიდერების პირადი ისტორიები: ელონ მასკი, ოპრა ვენფრი, ბილ გეითსი, უორენ ბაფეტი და მარკ ცუკენბერგის და სცადეს  გაერკვიათ რა პრინციპები აქვთ  მათ დანერგილი პრაქტიკაში.

მიუხედავად, იმისა რომ უმეტესობა ამ ლიდერებისა ძალიან დაკავებულია, გამოყოფილი აქვთ დღეში მინიმუმ ერთი საათი ( ან კვირაში ხუთი საათი) მათი კარიერული საქმიანობისგან დამოუკიდებლად,  რომელიც განკუთვნილი  აქვთ მიზანმიმართული სწავლისთვის და პრაქტიკისთვის და ამ ფენომენს 5 საათის წესს უწოდებენ.

აი, როგორ მისდევენ საუკეთესო ლიდერები 5 საათის წესს:

  1. კითხვა

ოპრა ვენფრის წარმატება დიდწილად წიგნებს უკავშირდება. ‘’წიგნები იყო მთავარი  გადასასვლელი ჩემ პერსონალურ თავისუფლებაში.’’   იგი გვიზიარებს როგორც თავისი, ასევე მსოფლიო წიგნების კლუბის  წევრების კითხვის განსაკუთრებულ ჩვევებს. მოდით,  ერთად განვიხილოთ როგორ იყო მილიარდელი მეწარმეების  კითხვის ჩვევები:

  • Mark Cuban ყოველ დღე 3 საათზე მეტს კითხულობს;
  • Arthur Blank მეწარმე, კითხულობს დღეში 2 საათს;
  • მილიარდელი მეწარმე David Rubenst კვირაში კითხულობს 6 წიგნს;
  • მილიარდელი Dan Gilbert-ი ‘’Cleveland Cavaliers’’ დამფუძნებელი დღეში 1 დან 2 სააამდე კითხვას უთმობს.
  1. ფიქრი

მეორე შემთხვევაში 5 საათის წესი გამოხატავს ფიქრის დროს.  

‘’AOL’’ -ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ არმსტრონგი, თავის გუნდს უწესებს კვირაში 4 საათს მხოლოდ ფიქრისთვის.

ლინკდინის აღმასრულებელი დირექტორი Jeff Weiner-ს დაგეგმილი აქვს დღეში 2 საათი მხოლოდ ფიქრისთვის და ახალი გეგმების მოსამზადებლად.

Brian Scudamore 250 მილიონ დოლოარიანი კომპანიის (O2E Brands)  დამფუძნებელი, კვირაში  10 საათს უთმობს ფიქრს და  როცა სჭირდება იდეებზე ფიქრში დახმარება, ის ურეკავს მის ერთ-ერთ მეგობარს: Peter Thiel, Max Levchin, or Elon Musk.

მილიარდელი მეწარმე Sara Blakely ერთ-ერთ ინტერვიუში გვიზიარებს, რომ მას აქვს 20-ზე მეტი წიგნაკი, რომელშიც აღნიშნული აქვს ყველაფერი საშინელება და საოცრება რაც კი გადახდენია ცხოვრებაში  თავს და რა შედეგები მოჰყვა მათ. ამგავრად ის აგროვებს გამოცდილებას, რომელსაც მომავალში გამოიყენებს.

  1. ექსპერიმენტი

საბოლოოდ, 5 საათის წესი ფორმირდება ექსპერიმენტად. მთელი თავისი ცხოვრება ბენ ფრანკლინმა გადადო დრო ექსპერიმენტისთვის და თანამოაზრეების მართვისთვის. ცნობილია, რომ გუგლი თავის თანამშრომლებს უფლებას აძლევს თავისი სამუშაო დროს 20%  ახალი პროექტებზე ექსპერიმენტებს დაუთმონ.

Facebook ხელს უწყობს ექპერიმენტებს შემდეგი სახით:  თანამშრომლებს თვეში ერთხელ უსაქმურად ყოფნის შესაძლებლობის მიცემით.

                                  5 საათის წესის ძალა: დროის გაუმჯობესება

იმ ადამიანებმა, ვინც პრაქტიკაში დანერგა 5 საათის წესი,  ცხოვრებაში საინტერესო თავგადასავლები აქვთ.ზოგიერთ ადამიანს ეს იდეა ხშირად ასოციაციას უქმნის მხოლოდ მძიმე მუშაობასთან. პროფესიონალების უმეტესობა კი ფოკუსირებულია პროდუქტიულობაზე და ეფექტურობაზე და არა მის გაუმჯობესებაზე. შესაბამისად მოცემული 5 საათის წესი შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ სწავლისთვის, პროფესიული განვითარებისთვის.

ჩვენ უნდა შევხედოთ ხუთი საათიის წესს იმავე გზით როგორც  ვარჯიშს. ვარჯიში ეს მუდმივი პროცესია ისევე როგორც სწავლა. თუ გინდა მაღალი შედეგები ეს უნდა გახდეს ცხოვრების მუმივი წესი.

კომპანია  AT&T აღამასრულებელი დირექტორი, ნიუ-იორკ თაიმსთან ინტერვიუში მკაფიოდ ამბობს: ’’ვინც კვირის განმავლობაში  5დან 10 საათი არ დახარარჯა სწავლაზე, ის უკვე ‘’მოძველებული ტექნნიკაა.’’

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s