უნდა გაბედოთ და გარისკოთ, რადგან…

არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ასაკას, წარმომავლობას, სოციალურ სტატუს, მიღწევებს და მისაწრაფებებს. ცხოვრების ყოველი დღე, ახლი შენაძენია. კიდევ ერთი დღით ნაკლები გრჩება ამ ქვეყნად ცხოვრებისთვის. მაგრამ ამ ყველაფრის შეგრძნებას და დაფასებს  მხოლოდ მაშინ ვიწყებთ როცა ის გამოგვეცლება ხელიდან რაც აქამდე თურმე გვაბედნიერებდა, სიცოცხლის სურვილით გვავსებდა, არ გვკალდა მოტივაცია, ენთუზიაზმი და ძალა, ახალი ოცნებების რეალობად ქცევისთვის.

როცა დაფიქრები და იტყვი: ‘’თურმე მაშინ რა ბდენიერი ვყოფილვარ, რამდენი შესაძლებლობა მოუცია სამყაროს ჩემთვის და მე კი ვერ შემიმჩნევია’’ო – მერწმუნეთ უკვე ძალიან გვიანი იქნება. მანამ სანამ კიდევ ერთი ახალი დღე და ახალი შესაძლებლობები არ გამოჩნედება ცხოვრების ჰორიზონტზე.

რა არის ცხოვრებაში ბედნიერება? მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს არის ნებისმიერი ადამიანის N1 მიზანი და მისწარაფება. ხოლო ვინ როგორ ცდილობს ბედნიერად ვხოვრებას ეს კიდევ ცალკე საკითხია. რატომაა რომ ზოგჯერ ცხოვრება 1 წამით შეგაჩერებს? იქნებ იმიტომ, რომ უფრო მეტად დავინახოთ რამდენი დადებითი ყოფილა ჩვენს გარშემო და ჩვენ მას ისე  მივეჩვეთ და გავაუფასურეთ რომ სრულიად დაგავავიწყდა მისი რეალური ფასეულობა. ვინ იცის რამდენი ადამანის ოცნებაა ის რაც  თქვენ უკვე მოიწყინეთ და დადებით ემოციას აღარ იწვევს? თუნდაც ასეთი მეგობრები, ასეთი შემოსავალი, დასვენება ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან  ერთად გართობა, ისეთი ადამიანის არსებობა რომელიც გიყვართ, უყვარხართ და თვლით, რომ ის თქვენი ცხოვრების საჩუარია. თქვენ შეგიძლიათ დაფიქრდეთ, გაიხსენოთ ის ტკიბლად გატარებული დღეები, რომელსაც წარსულში ვინახავთ. გავიხსენოთ და მადლიერები ვიყოთ, რომ ის ყველაფერი იყო და თქვენი ცხოვრებს ნაწილი გახდა.

უნდა გაბედო და იოცნებო. ოცნება გარღვევაა ამ ყოველდღიური, რუტინული ცხოვრებიდან. მხოლოდ არ დაგავიწყდეთ რომ ოცნებას მოქმედება უნდა მოჰყვეს  იმ დღესვე, იმავე შესაძლებლობებით, იმავე რესურსებით. უნდა გადადგათ ყოველ დღეს თქვენი შესაძლებლობების 100% რადგან სხვა შემთხვევაში, თუ კი ლოდინს დაიწყებთ, ის არასოდეს მოვა. ამასობაში კი თქვენი ოცნება – იმ აუსრულებელ ოცნებად დარჩება, რომლის ასრულებას წლების მერე თქვენთვის მნიშვნელეობა საერთოდ აღარ ექნება. ასე რომ  სანამ თვლით, რომ თქვენი ოცნება კაშკაშებს, გავსებთ სიცოცხლის ძალით, გაძლევთ იმედს, რომ ცხოვრება მშვენიერია, ცხოვრება თუნდაც ამ ოცნების ასასრულებლად ღირს, თუ თვლი, რომ ამ ოცნების ასრულებაა თქვენი მისია- მაშინ იმოქმედეთ ისე, თითქოს წაგების შანსი არ არსებობს, იმოქმედეთ ისე თითქოს დღეს ბოლო დღე და ბოლო შესაძლებლობაა ამ ოცნების ასარულებლად. ეს უფრო გამოგაფხიზლებთ და დაგეხმარებათ დააფასოთ თითოეული დღის მნიშვნელობა.

გახსოვდეთ, რომ ბოლო დღე ერთ დღეს მართლაც დადგება და აქციეთ ის გამარჯვების დღედ და არა სინანულის დღედ.

გაბედეთ და გარისკეთ ყველაფერი-რაც თვლით, რომ ოცნების ასრულებაში დაგეხმარებათ, ხომ გახსოვთ დღეს ბოლო დღეა, ეს ბოლო შანსია- ასე რომ გამოიყებენთ ის 100%-ით. დამარცხდით? ე.ი დღეს ბოლო დღე არ ყოფილა, ე.ი ხვალ კიდევ გაქვთ შანსი ახალი ქმედებებისთვის. ნუ გეშინიათ. უბრალოდ გწამდეთ.

სიყვარულით – მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s