აღმოაჩინე შენი შთაგონება

შთაგონება ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია. ზოგს შთააგონებს წიგნის კითხვა, ზოგს ფილმის ყურება, მუსიკის მოსმენა, ბუნებაში, სუთა ჰაერზე სერნობა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.რეალურად ისტორიებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათ უმეტესობას უბრალოდ ერთი რამ აერთიანებს – მაღალი ემოცია, რომელსაც ჩვენში რაღაც აჩენს და რაღაცისკენ გვიბიძგებს.

როცა რაღაც ნამდვილად შთაგაგონებს, შინაგანად გიბიძგებს კიდეც რაღაც გააკეთო, შენი ოცნების ან მიზნის რეალიზებისთვის. გარდა ზემოთ ჩამოთვილისა შთაგონება შეიძლება იყოს შინაგანი ან გარეგანი. შინაგანია შთაგონება, რომელიც შენს გულში და გონებაში არსებობს და სწორედ შინაგანი იმპულსები გაძლევენ საკმარის ძალას, მოტივაციას და შეუპოვრობას, მიიღო ის რაც გსურს. შინაგანი შთაგონებააოცნება, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს, მკაფიო მიზანი, რომლის მიღწევაც ყოველთვის გინდოდა, იდეა – რომელიც წარმატებისთვისაა განწირული, რაღაც მდგომარეობა, სასურველი შესაძლებლობა – რომელიც უსაზღვრო შესაძლებლობებს მოგცემს და ა.შ. ეს სია, რათქმაუნდა უსასრულოდ შეიძლება გაგრძლედეს.

ხოლო, რაც შეეხება გარეგან შთაგონებას – ანუ სხვადასხვა საგნებს, მოვლენებს, ამბებს, რომლებიც ჩვენში რაღაც მაღალ ემოციას იწვევს, ეს უბრალოდ დამხმარე საშუალებაა, აღმოვაჩინოთ  და მკაფიოდ გამოვკვეთოთ ჩვენში არსებულ ოცნება, მიზანი, რაღაცის კეთების სურვილი და საბოლოოდ ჩვენი მთავარი მისიაც დავადგინოთ რა არის. 

შესაბამისად, ადამიანების იმ ნაწილს, რომელიმაც ჯერ კიდევ არ იცის, უბრალოდ ვერ გარკვეულა რა უნდა ამ ცხოვრებისგან, რა არის ის მიზნები რისი მიღწევაც უნდა, რა არის მისი ოცნება, რომლის ასასრულებლადაა მოსული ამ ქვეყნად და სურვილი აქვს ეძებოს და აღმოაჩინოს პასუხები ამ კითხვებზე, მან სწორედ შთაგონება უნდა მიაგნოს პირველ რიგში.

როგორ? ეს ძალიან მარტივია. დააკვირით საკუთარ თავს.

რომელმა წიგნმა შთაგაგონათ? კონკრეტულად რა ეპიზოდმა?

როგორი ემოცია დაგიტოვათ და რისკენ გიბიძგათ?

რომელია, ის ფილმი, რომელიც თქვნთვის N1 -ია? რატომ?

რა მოგეწონათ ამ ფილმში? როგორ შეგცვალათ? რაზე დაგაფიქრათ და რაზე გაპოვნინათ პასუხი?

ასევეა ყველაფრზე. მთავრია საკუთარ თავს ჩაუკვირდეთ, მოუსმინოთ თქვენი გულის ხმას და ენდოთ ინტუიციას. როგორც სტივ ჯობსი ამობობს: ”ამ ორმა საიდანღაც იცის რა გსურთ რეალურად.” 

აღმოაჩინეთ თქვენი შთაგონება, ყოველ დღე აკეთეთ საკუთარ თავში და ცხოვრებაში აღმოჩენები, იცხოვრეთ საინტერესო ცხოვრებით და თქვენი საქციელით და პიროვნებით, იქეცით სხვა ადამიანების შთაგონება.

სიყვარულით – მარიამ შარიქაძე

გიზიარებთ ჩემთვის შთამაგონებელ მუსიკას. საოცარი საუნდთრექი ფილმიდან “Inception/დასაწყისი”

გაგვიზიარეთ თქვენი შთაგონებაც 🙂

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s