როგორ გამოვიყენოთ პრობლემები ჩვენ სასიკეთოდ – ეს მარტივია!

როცა აცნობიერებ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ჩვენთვის ხდება და არა ჩვენს წინააღმდეგ, მერე გაცილებით ‘’მარტივია’’ ნებისმიერი წინაღმდეგობის და სირთულის გადალახვა.

ადამიანებს ყოველთვის გვაქვს გარკვეული მოლოდინები და არც საკმაოდ მორიდებული. მოლოდინი – უკეთესი ცხოვრები, მოლოდინი – სიტუაციის თავისით გამოსწორების, მოლოდინი – ურთიერთობების თავისთავად დალაგების, მოლოდინი იმისა, რომ ‘’ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად ყველაფერი შეიცვლება’’ მეგობრები, ოჯახის წევრები და ნათესავები მარტივად, უსიტყვოდ გაგვიგებენ, გაიზიარებენ ჩვენს მდომარეობას და ა.შ… თუმცა რა გასაკვირია, რომ ესეთი მოსაზრებები არ მართლდება და ხშირ შემთხვევაში სრულიად აცდენილია რეალობას, რასაც იმედგაცრუება  და ტკივილი მოსდევს.

მოლოდინი და იმედი უკეთესობითვის რათქმაუნდა უნდა გვქონდეს და ამის გარეშე შეუძლებელია მაგრამ ჩვენ აქ ვგულისხმობთ, როცა ამ მოლოდინებს გადაჭარბებული ფორმა აქვთ და იმდენად ილუზიებში ვხოვრობთ, რომ რეალურად მოქმედებაზე არასდროს გადავდივართ. ეს მომენტი მხოლოდ ტკივილს გვაყენებს, მაგრამ  ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ ქვემოთ

მოცემული  5 რჩევა გაითვალისწინოთ:

1. შეწტვიტეთ, გადაჭარბებული მოლოდინი!  მომავალი მას ეკუთვნის ვინც დღეს მოქმედებს, თუმცა იმედი იმისა, რომ ყველაფერი ზუსტად ისე, იქნება როგორც თქვენ გაწყობთ არასწორია. იყავით მომთმენი და აკეთეთ ის, რაც სწორად მიგაჩნიათ. მიეცთ დროს დრო. დანარჩენს სამყარო მიხედავს.

2. იფიქრეთ პოზიტიურად და შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი იმ შემთხვევაშიც თუ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ელოდით და გეგმავდით. მერწმუნეთ, გავა დრო და მიხვდებით თუ რატომ -დააგვიანეთ, რატომ ვერ მიაღწიეთ მიზანს, რატომ დაუშვით ასეთი შეცდომა, რატომ არ გაგიმართლათ და ა.შ ცხოვრება გრძელდება სწავლობთ და ძლიერდებით.

3. შეწყვიტეთ გარანტიების ძებნა და ერთ კონკრეტულ შედეგზე მიჯაჭვულობა! ასეთი მიდგომით თქვენ საშუალებას არ აძლევთ სამყაროს, რომ მეტი კრეატიულობა, სიურპრიზი და მრავალფეროვნება შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში. მეტიც, თუ კი ადამიანი ზედმეტად მკვეთრად წარმოიდგენს როგორი ურთიერთობა და ცხოვრება სურს, დიდი შანსია, რომ იგი ამ წარმოდგენის ტყვე გახდეს.

4. ნებისმიერ შემთხვევაში გქონდეთ გეგმა ‘’B’’ – როცა ყველაფერი ისე, არ მიდის როგორც გეგმავდით, მინუმუმ თავის გადარჩენა და სიტუაციის გაუარესების შეჩერება უნდა შეგეძლოთ. ასე, რომ წინასწარ დაფიქრდით თუ რას გააკეთებთ თუ არ გაამრთლებს გეგმა ‘’A’’. იყავით ყურადღებით მცირე დეტალების მიმართ და მოქნილი ცვლილებებზე. ეცადეთ სწრაფად მოერგოთ შექმნილ სიტუაციას.

5. რაც არ გვკავლავ გვაძლიერებს – გახსოვდეთ, ყველაფერი, კარგიც და ცუდიც ხდება იმისათვის, რომ ჩვენ ამით რაღაც ცხოვრებისეულ გაკვეთილს ვიღებთ და შესაბამისად რაღაც ახალს ვსწავლობთ, ვძლიერდებით და ვიგროვებთ ფასდეუდებელ გამოცდილებას. მთავრია როგორ შევხედავთ ჩვენს ცხოვრებას, რას ვისწავლით დაშვებული შეცდომებიდან და როგორ გამოვიყენებთ ამ გამოცდილებას მომავალში.

 

მე ვფიქრობ, ცხოვრება ყველაზე საინტრესო და საოცარი რამაა თუმცა, ‘’ზოგჯერ ისეც ხდება, რომ იგი თქვენს გამძლეობას გამოცდის. ნუ შეგაშინებთ გაცრუებული იმედები და ვერ მიღწეული მიზნები. თქვენ სწორედ ამ დროს იზრდებით. თქვენი პრობლემები – თქვენი მასწავლებლები არიან. სწორედ ამ დროს გმართებთ თქვენი სულიერების და ხასიათის საუკეთესო თვისებების გამოვლენა. როდესაც ცხოვრება ოკეანის სიღრმეებში ცურვას გაიძულებთ, თამამად გაცურეთ. გახსოვდეთ, აკვარიუმში ყველა თევზი ლამაზია და უსაფრთხოდაა. გამოცდით კი სწორედ ოკეანეში გამოიცდებით!’’

 

სიყვარულით – მარიამ შარიქაძე ❤

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s