11 გზა, რომ გახდეთ უფრო შეუპოვრები

შეუპოვრობას და მარცხს ერთად თანაარსებობა არ შეუძლია. დამარცხდები მაშინ, როცა შეწყვეტ მოქმედებას. როდესაც შეუპოვრობას გამოავლენ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ამას მოიხსენიებენ, როგორც ”ულიმიტო წარმატების გარანტს” და დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ თვისების გარეშე რთულია დანიშნულების ადგილზე მისვლა.

ეს ყველაფერი ჰგავს ველოსიპედის მართვას. თუ გინდა ბალანსი შეინარჩუნო, სვლა უნდა განაგრძო და არასოდეს გაჩერდე. მარცხი მოდის მაშინ, როცა მცდელობას ვწყვეტთ.

მაგალითად, მსოფლიო სავსეა იმ ადამიანებით, რომლებმაც ‘’სცადეს’’ ბიზნესის დაწყება და სირთულეების შეხვედრისთანავე შეწყვიტეს ნებისმიერი მცდელობა. მათ უბრალოდ მარცხი აღიარეს და ამით მიატოვეს არა ბიზნესი, არამედ საკუთარი თავი, ეს კი ყველაზე ცუდი მდგომარეობაა.

როგორ უნდა იყოს ბიზნესსში წარმატების მიღწევა უფრო ადვილი ვიდრე ეს თხილამურებით სრიალის და ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლაა? თავდაპირველად ჩვენ ყველანი ვბორძიკობთ მაგრამ სწალების პროცესი ეს ერთ-ერთ ეტაპია ამ გზაზე. საბოლოო ჯამში, მათ ვინც ამ დაბრკოლებების მეშვეობით რამე ისწავლა, საკმაოდ წარმატებული გახდა. როცა იცით რა გინდათ და რატომ, ამ შემთხვევაში შეუძლებელია ყველაფერი კარგად არ დამთავრდეს.

როდესაც მოგვინდება შეუპოვრობის ტექნიკის დანერგვა ჩვენს ცხოვრებაში, გავიხსენოთ ქვემოთ მოყვანილი 11 გზა, რომელსაც ‘’შეუპოვრობისკენ მიმავლი გზაც” შეგვიძლია ვუწოდოთ. მაშ ასე:

1 გზა

პირველ, რიგში გახდით დამოუკიდებელი ადამიანი! – აიღოთ სრული პასუხესმგემბლობა საკუთარ თვზე, საკუთარ ქმედებებზე, სიტყვებზე, შეცდომებზე და საერთოდ, სულ გახსოვდეთ, რომ თქვენ ცხოვრებზე პასუხისმგებელი, მხოლოდ თქვენ ხართ, იმიტომ, რომ საუბარია თქვენს ცხოვრებაზე.
როდესაც თქვენ გადადგავთ ნაბიჯის, გარისკავთ და მიაღწევთ გარკვეულ წარმატებას, ამ დროს ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა თქვენი შეშურდეს და შეეშინდეს თქვენი ტრანსფორმაციის შემდეგად თქვენი დაკარგვის. თქვენმა ახალმა გეგმებმა და შთაგონებამ შესაძლოა სხვების კრიტიკა გამოიწვიოს. მაგრამ, იცოდეთ, რომ ისინი თქვენი ‘’ოცნებების ქურდები არიან’’. გაითვალისწინეთ, თუ თქვენ ძალიან კონცენტრირებული იქნებით თუ რას იტყვიან თქვენი მეგობრები, ოჯახის წევრები და ნათესავები, თქვენ დაკარგავთ შეუპოვრობას და დრაივს და თქვენი ოცნებებიც ნელ-ნელა გაუფერულდება და გაქრება.
ასეთ დროს საუკეთესო გადაწყვეტილებაა დაიმეგობროთ ახალი ადამიანები, რომლებიც მხარს დაუჭერენ თქვენს ოცნებას და თქვენთნ ერთდ აღნიშნავენ მათ ასრულებას. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ძველი მეგობრების სრულიად მიტოვებას. მიეცით მათ იმის შანსი, გაიგონ თქვენი ბედნიერების და წარმატების შესახებ.

2 გზა

ყოველთვის ეძიეთ პოზიტივი. ფილმები, წიგნები და სტატიები, ყველაფერი რასაც აირჩევთ, ეცადეთ მათ გაგაძლიეროთ და გაგმხენვოთ. აირჩიეთ ისეთი, რომელიც ”გამოკვებავს” თქვენს სულს და გაზრდის შეუპოვრობის მუხტს. თქვენზე პოზიტიური გავლენის მოხდენას შეძლებს.
მაქსიმალურად მოერიდეთ ნეგატიურ ინფორმაციას ან მოვლენებს. რატომ უნდა წაიკითხოთ ისეთი სტატია ან რატომ უნდა უყუროთ ისეთ სატელევიზიო შოუს, რომელიც გთრგუნნავთ და დეპრესიულს გხდით? და თუ მაინც ნეგატივი შემოიჭრება თქვენში, გააკონტროლეთ თქვენი შინაგანი საზღვრები, რომლებიც შეაფერხებენ თქვენში უარყოფითის შემოსვლას.

3 გზა

იცხოვრეთ ჯანსაღად. გაგიკვირდათ რა შუაშია ეს შეუპოვრობასთან? ენერგია და სიცოცხლისუნარიანობა არსებითად აუცილებელია შეუპოვრობისთვის. თქვენ ეს გჭირდებათ ფოკუსირებისთვის , ენერგიისთვის, მდგრადობისთსთვის, ოპტიმიზმისთვის, თვითრწმენისთვის, სიცხადისთვის და სიძლიერისთვსი.

4 გზა

ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა არის სიმართლე? და არა ‘’სხვები რას ფიქრობენ, რა არის მართალი .‘’ იმისათვის, რომ იყოთ შეუპოვრები უნდა გქონდეთ საკმარისი ფიზიკური და შინაგანი ენერგია, იმისათვის რომ ეს ენერგია იპოვოთ, უნდა მიიღოთ ეფექტური გადაწყვეტილება, ანუ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, აკეთოთ ის რასაც თქვენ თვლით რომ ნამდვილად ღირს და თქვენი მოწოდებაა.
აიღეთ პასუხისმგებლობა და რეალობაც აღიქვათ ისე, როგორიც რეალურადაა. არასოდეს მიიღოთ გადაწყვეტილებები ისე, როგორ გავრცელებულია ადამიანთა უმეტესობისთვის. ეს არ არის იმის გარანტი, რომ რასაც ყველა ფიქრობს, ეს სიმართლეს შეესაბამება.როდესაც თქვენ მოძებნით სიმართლეს, მართალი იქნებით საკუთარ თავთან. როდესაც მართალი იქნებით საკუთარ თავთან, თქვენ თქვენში შეუპოვრობას გააძლიერებთ.

5 გზა

როდესაც მიიღებთ რჩევას, ყურდაღება მიაქციე წყაროს.
თუ თქვენ გსურთ მანძილი შეამციროთ სურვილიდან სასურველ შედეგამდე დიდი შეუპოვრობის დახმარებით, გახსოვდეთ, რომ მოგიწევთ მანამდე ისწავლოთ სხვისი შეცდომებიდან, სანამ თქვენც იგივეს გაიმეორებდეთ.

თქვენ უნდა აიღოთ მაგალითი ისეთი მეთოდებიდან და იდეებიდან, რომელებმაც წარმატება უკვე მოუტანა სხვას. მეტაფორულდა რომ გადმოვცეთ, ესეთ რამეს გეტყვით: თუ თქვენ ევერესტზე ასვლას გეგმავთ, ვის უინდა ჰკითხო რჩევა? საუკეთესო წყარო რა თქმა უნდა იქნება ის, ვინც უკვე ეს გააკეთა. თუ თქვენ გსურთ თვითმფირნავის მართვა, ”დეიდა მატილდას” რჩევას მოუსმენთ? მას ვისაც არასოდეს არაფერი გაუკეთებია თავის ცხოვრებაში? თქვენს ბუღალტერს ჰკითხავთ? თუ თქვენს საუკეთესო მეგობარს? რა თქმა უნდა ჰკითხავთ იმას, ვინც უკვე წარმატებული პილოტია.
თუ მცირე ბიზნესის დაწყება გსურთ, ვის უნდა ჰკითხოთ რჩევა? რა თქმა უნდა მას, ვინც ამ ბიზნესში უკვე მიაღწია წარმატებას და ა.შ როდესაც მიიღებთ რჩევას, ყურდაღება მიაქციე წყაროს.

მაგრამ, თუ თქვენ ეძებთ თავის დანებების გზას, მიზეზებს, რომ წინ სვლა შეწყვიტოთ, მაშინ თქვენ აუცილებლად უნდა ესტუმროთ არ შემდგარ მატილდას, თქვენს ბუღალტერს და იმ ადამიანებს, რომლებიც მეგობრებში დღემდე იმ შანსებზე ტრაბახობენ, რომელიც ცხოვრებამ მათ მისცა და არასოდეს გამოყენეს. აი, ასეთი ადამიანებისგან თქვენ აუცილებდალ მიიღებთ ყველაზე უარყოფით წახალისებას, ყველაფერს რაც კი საჭიროა თქვენი ოცნებების გასაქრობად და მათ თაროზე შემოსაწყობად, მტვრისთვის განწირულს.

6 გზა

თავი აარიდეთ ‘’უმიოქმედობას’’. ჩვენ ყველა დამნაშავე ვართ დროის ჩვენთვის სულელური გამოყენებისთვსი, ნაცვლად იმისა, რომ ის შეუპოვრად მოქმედებაზე და მუშაობაზე დავხარჯოთ.
ერიკ ჰოფერი ძალიან კარგად ამბობს შემდეგ სიტყვებს: ‘’ ძალიან ბევრი ადამიანი იპოვის სადღაც სხვა ადგილს, სხვა რამეს, ბევრად უფრო ”მიმზიდველს და უსაფრთხო” ვიდრე წარმატების მიღწევაა. თუ ჩვენ რაღაც მიზეზ გვაქვს წარმატების არ მიღწევისთვის, ჩვენ ყოველთვის გაჩერებულები ვიქნებით და უბრალოდ ცხოვრების შესახებ ვსაუბრობთ…..
ძალიან ცოტასთვისაა გასაკვირი ის ფაქტი, რომ დახარჯული ძალისხმევა და სასჯელი იმისა, რომ უნდა რაღაცას უნდა გაუძლო რომ მიაღწიო სადღაც, რაღაც კარგ ადგილს, ხშირად ძალიან აღემატება აღნიშნული წარმატების მიღწევის შედეგს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ წარმატება ეს გზაა და არა მიზანი. როცა ყოველ დღე თითო ნაბიჯს დგამ შენი ოცნების რეალობად გქცევისთვის ეს უკვე ბედნიერებაა, როცა ამის კეთებას არ წყვეტ, ეს უკვე გამარჯვებაა, საკუთარ თავთან გამარჯვება.”
ყველაზე მთავარია, საკუთარ თავთან იყოთ მთლიანად მართალი და გააცნობიეროთ, რა არის შენი ცხოვრების გზა. მიიღოთ გადაწყვეტილება!

7 გზა

შეწყვიტეთ არაპოდუქტიული ჩვევები და აზრები, რომლებიც გაფერხებენ და უკან გხევენ. ნაგავში მოისროლეთ ახლავე.
ჩვევები და ფიქრები, რომლებიც აფერხებენ თქვენს წისვლას, უნდა მოხდეს მათი მენტალურად და ემოციურად გათიშვა, რაც გულისხმობს, რომ ისინი აღარ გემსახურებათ თქვენ და ისინი თქვენში აღარ იწვევს იმედგაცრუებას, არაპროდუქტიულობას და იდეების განუხორციელებელობას.

მოცემულია მაგალითები არაპროდუქტიული ჩვევების, რომლებმაც შესაძლოა შეამციროს თქვენ შეუპოვრობა:
— ბუზღუნი პოლიტიკაზე, სამსახურზე, ან მეგობრებზე!!!
— პატარა გართულებებზე დიდი აფორიაქება და აფეთქება!!!
—წარსულით ცხოვრება!!!
—წვრილმანებზე წუხილი და დარდი იმაზე, რაც შეიძლება არც კი მოხდეს და რისი კონტროლიც არ შეგვიძლია!!!
—საკუთრი თავი მსხვერპლად ჩათვალო!!!
—დარდი სხვების მოქმედებებზე და სხვები ქონება/არ ქონებაზე!!!

იყავი მართალი საკუთარ თავთნ.
ფოკუსირდი რისი გაკეთებაც შეგიძლია და არა პირიქით. შეინარჩუნეთ აღებული ტემპი. და გახსოვდეთ თქვენი სიარულის ტემპი სრულიად განსხვავდება სხვების სიარულის ტემპისგან.

წარამტებისკენ მიმავალ გზაზე ნუ დაკარგავთ საკუთარ თავს. ძალიან კარგია სხვების მაგალითის აღება და წარატებული ადამიანის რჩევების მოსმენა, მაგარამ თქვენ უნდა შეინარჩუნოთ თქვენი თავი და მათმა გავლენამ თქვენი ინდუვიდუალურობა არ უნდა დაგაკარგვინოთ.

აქ ორის ვარიანტი ან ადვილად დაემსგავსებით სხვას, შეიცვლებით სრულიად, როგორც პიროვნება, მაქსიმალურად დაემსგავსებით თქვენ მისაბაძ მაგალითს ( რაც ძალია რთულ და ხანგრძლივ პროცეს გულისხმობს) და მართლაც მიაღწევთ დასახულ მიზანს და იმ წარამტებას, რასაც თქვენ თვლით რომ წარმატებაა. მაგრამ თქვენ ხშირად მოგენატრებათ ნამდვილი, საკუთარი თავი, თქვენი ნამდვილი ‘’მე’’ და ეს ძალიან რთული და მტკივნეული მომენტი იქნება. იგრძნობთ დაღლილობას სხვა და სხვა ნიღბის მორგებით. ეს რთულად შესაგუებელი იქნება, თუმცა ესეც ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთვის.

მეორე ვარიანტში კი გაანალიზებთ რომ, თქვენ მათ არ გავხართ, თქვენ ხართ ინდივიდუალური და მათი რჩევებს, წარამტების ფორმულებს თქვენს ცხოვრებაზე მოარგებთ და ისე მიაღწევთ წარმატებას თქვენი ნამდვილი ‘’მეს’’ შენარჩუნებით. თქვენ იქნებით ბედნიერი, რომ აღმოაჩინეთ თქვენი მთვარი ნიჭი, იპოვეთ თქვენი მისია და თქვენი უნარების განვითარებით და საკუთარი ღირებულებების და სურვილებვის გათვალისწინებით აღწევთ დიდ წარმატებას. ამ დროს მუშაობაც კი სასიამოვნო პროცესია.

იცხოვრე იმ ცხოვრებით, როგორც გინდა იცხოვრო; იშოვე იმდენი, რამდენიც გინდა რომ იშივო. აკეთე ის, რისი კეთებაც გინდა. ნუ იდარდებთ დიდად იმაზე, თუ სხვები როგორ ცხოვრობენ. დაეხმარე შენს თავს აღმოფხვრა არაპროდუქტიული აზრები, რომლებითაც თქვენ შესაძლოა ერთობიც კიდეც.

8 გზა

თქვენი ნებით მიუტევეთ საკუთარ თავს და სხვებს. გააკეთეთ ეს თქვენი გულისათვის, სამყაროსთვის, საკუთარი სიმშვიდისთვის.
მტრობა, უიმედობა, სიძულვილი და უკმაყოფილების გრძნობის ტარება წამლავს თქვენი სულის შეუდრეკელობას და სიძლიერეს. არ აქვს მნიშვნელობა რა არის ან ვინ არის ამის მიზეზი. რეალურად მაინც თქვენ გრძნობთ ამ ტკივილის.
ნუ ატკენთ სხვას, მაშინაც კი როცა ისინი აკეთებენ ამას. ამით ისევ თქვენ დაზარალდებით და უფრო გაუსაძლისი გახდება ეს ტკივილი, როცა ტკივილი თქვენს ცნობიერში გადავა. თუ თქვენ ერთდროულად ვერ გადაგაქვთ სიბრაზე, როგორმე შეიცვალეთ გარემო. იმხიარულეთ.

9 გზა

გააკეთეთე გონივრული რისკები. რისკის გარეშე არ არსებობს ჯილდო.რისკის თავიდან აცილება დაასამარებს თქვენს სულს და ჯიუტად შემობრუნდება პრობლებლემები თქვენკენ. ყველაზე სარისკო არასოდეს გარისკო. ასე, რომ!

10 გზა

მიიღეთ მხარდაჭრა. თქვენს გარშემო, თქვენი მხარდამჭერი და თქვენთვის შთაგონების მომცემი ხალხი უნდა იყოს. კარგი ფსიქოლოგები, მრჩეველები, ქოუჩები და მასწავლებლებლები რასაც კი გეტყვიან, თქვენზე პოზიტიურ ზემოქმედებას უნდა ახდენდნენ და შთაგაგონებდენ. ნაპოლეონ ჰილი ამას ვირტუოზების გუნდად მოიხსენიებდა.

11 გზა

არ დენებდე!
შეუპოვრობა არის ერთგვარი ”სადაზღვეო პოლისი” წარმატების მიღწევისთვის. ხომ იცით, ძლიერ შეუპოვრობასთან წარუმატებლობას არ შეუძლია არსებობა. როგორც ედისონს დასჭირდა ათასი მცდელობა რომ ანთებულიყო ნათურა… მან თქვა: ‘’ მე არ დავმარცხებულვარ, მე უბრალოდ აღმოვაჩინე 10,000 გზა რომელიც არ მუშაობდა’’.

Charles Schulz, Arnold Schwarzenegger, Colonel Sanders, Thomas Edison, Ayn Rand
ეს დასურულებელი სია გვიჩვენებს დიდ მიღწევებს, რომელთა მიღწევა ყველა ადამიანს შეუძლია. მოდით, ვისწავლოთ იმ ადამიანებისგან, ვინც უკვე ეს შეძლო და გააკეთა.

დავრჩეთ შეუპოვრები ჩვენი ოცნებებისთვის და ვაქციოთ ისენი რეალობად. აკეთეთ ის რისი კეთებაც გიყვართ. მყარად იდექი ფეხზე, როცა რაღაცის გჯერა. აქციე ეს შენი ცხოვრების ნაწილად. იმუშავე მისთვის ყოველ დღე და გახსოვდეს ყოველი ‘’არა’’ უფრო მეტად გაახლოვებს ‘’კისთან’’ ისწავლე ყოველი დამარცხებიდან რაღაც, დარჩი შეუპოვარი და წარმატება გარანტირებულია!..

გისურვებთ შეუპოვრობას და სასურველი წარმეტების მიღწევას!

სიყვარულით – მარიამ შარიქაძე ❤

P.S. I Know, You Can  Do Anything!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s