უბის წიგნაკიდან…2016

ხშირია, რომ ადამიანები, მხოლოდ საკუთარ პრობლემებს თვლიან ყველაზე რთულად და კატასტროფულად და ვფიქრობთ, რომ ასეთ ტკივილს მხოლოდ ჩვენ განვიცდით, მხოლოდ ჩვენ გვაქვს ესეთი პრობლემა და  სხვა ადამიანებს ამაზე წარმოდგენაც კი არ აქვთ….არადა, რეალურად ჩვენ ყველას ერთი და იგივე პრობლემები და ტკივილები გვაქვს და გვტკივა…

ეს ჩანაწერი ძველ უბის წიგნაკში ვიპოვე, რომელიც 12.10.2016 წლით თარიღდება. მიყვარს ჩემი ძველი ჩანაწერების გადაკითხვა, მიყვარს ძველი ამბების გაცოცხლება, მიყვარს ძველი გრძნობების კვლავ განცდა და აი, დღეს, ამ ჩანაწერმა ისეთ საჭირო დროს გამამხნევა და სიცოცხლის ძალა შემმატა, რომ ვიფიქრე ბლოგზეც ავტვირთავ, ვინ იცის, იქნებ სხვასაც  მიელამუნოს გულზე, წარსულის რამე სასიამოვნო ემოცია გაუღვიძოს, რამეზე დააფიქროს ან საკუთარ თავში ჩაღრმავება გაუადვილოს…მოკლედ მე სიყვარულით გაგიზიარებთ, რა ვიცით რა ხდება……… 🙂

”რაც არ უნდა გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვიყო, იმას ვერ დავივიწყებ რაც აქამდე მახარებდა, მაბედნიერებდა. ყველაფერი ხომ რაღაც მიზეზით ხდება ჩვენს ცხოვრებაში და როგორც ამბობენ, ყველაფერი ჩვენი უკეთესობისთვის. 

ჩვენ მაშინ ვბრაზობთ და გვწყინს როცა იმას ვერ ვიღებთ რაც გვინდა და ამ დროს გვავიწყდება, გავაანალიზოთ რა შედეგი მოჰყვება ყველა ჩვენი ოცნების ასრულებას. ”ყველა ჩვენი ოცნება, რომ სრულდებოდეს, ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსებოდა”-ო ნათქვამია, ხოდა ის რაც უკვე აგვიხდა მას სიკეთის მეტი არაფერი მოუტანია და ამიტომაც შეგვიწყო ხელი მთელმა სამყარომ მის რეალიზებაში. ხოლო რაც აქამდე ჯერ კიდევ არ ასრულებულა ე.ი. ან ჯერ გვიანია, ან ასეა უკეთესი  _ რომ დარჩეს ოცნება ოცნებად… ამიტომ როცა ვიწყებთ რაიმე სასურველზე ფიქრს იქნებ უკეთესი იქნება თუ ვკითხვათ უფალს, სამყაროს…                ” უფალო დამეხმარები ამ ოცნების ასრულებაში? ეს გამხდის მე ბედნიერს? ეს მიზანი სწორად შერჩეუია? უფალო, მომცემ ძალას, შესაძლებლობას და გზებს, რომ შევძლო ჩემი ოცნების ახდენა? დაე, იყოს უფალო ნება შენი.”

პასუხი ყოველთვის იქნება _ან არაფერი არ მოხდება, რაც ნიშნავს, რომ ეს არ გაგვაბედნიერებს და ისევ უფალი გვიცავს მოსალოდნელი უბედურებისგან ან მეორე შემთხვევაში _ გამოგიჩნდება ერთი ან რამოდენიმე გზა, შესაძლებლობა, რომელსაც საბოლოოდ  ოცნების რეალიზებამდე მიჰყავხარ.

ასე, ეს და ხშირად ეს გზა იმდენად გრძელია და იმდენად იღლები, რომ ფიქრობ, ეს ის არაა, იქნებ შეცდომას ვუშვებ, იქნებ შემეშალა…!? არა, ჩემო კარგო, რადგან შენ უკვე ამ გზაზე ხარ, რასაც დღეს შენ გადიხარ, ეს უკვე უფლის მიერაა დაშვებული და გამოგზავნილი. ამ გზას ან  შენი ოცნებისკენ მიჰყავხარ ან პირიქით, ცხოვრების სხვა მიმართულებას გაძლევს, რომელიც უკეთესი მიზნებისკენ, უკეთესი ოცნებების და ცხოვრებისკენ მიგაქანებს.

მთავარია საკუთარ ფიქრებს ჩაუღრმავდე, მოუსმინო გულის ხმას და პასუხის სწორად გარკვევა შეძლო. მიხვდე, არსებული სირთულეები და პრობლემები იმის მანიშნებელია რომ არჩეული მიზნები არასწორია  თუ ეს სირთულები, ისაა რაც ყველა ადამიანს ხვდება ოცნებებისა და მიზნების მიღწევის დროს.”

გირთულდება პასუხის გაცემა? მაშინ დაუსვი საკუთარ თავს შეკითხვა: ” მე რომ ვიცოდე უკვე პასუხი, რა იქნებოდა ეს ? ” მოუსმინე შენს გულს, ის აუცილებლად გიპასუხებს, რაღაცით მიგანიშნებს. მიენდე შენს გულს. 

სიყვარულით – მარიამ შარიქაძე ❤

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s