წარმატებული ადამიანების 10 შთამაგონებელი აფირმაცია

წარმატებულ ადამიანებს წარმატებული ჩვევები აქვთ. მათ კარგად იციან, რომ პოზიტიურად დილის დაწყება, წარმატებული დღის საწინდარია. ამიტომ დილიდანვე პოზიტიურად ამხნევებენ საკუთარ თავს და ყოველ დილით ამ სხვადასხვა შინაარისი აფირმაციას იმეორებენ.

გთავაზობთ 10 ყველაზე შთამაგონებელ აფირმაციას:

        1. მე დღეს უკეთეს შედეგებს მივიღებ, ვიდრე გუშინ!

რჩევა: ყოველდღიურად იზრუნეთ გააუმჯობესოთ საკუთარი თავი რათა  შეძლოთ დიდი მიზნების დიდებულად მიღწევა. პიროვნული ზრდა N1 პრიორიტეტია ყველა წარმატებული ადამიანისთვის.

     2. მე წარმატებულად შევასრულებ ყველა მნიშნელოვან და პრიორიტეტულ ამოცანას!

რჩევა: ეფექტურად მართავთ საკუთარ თავს = იღებთ მაქსიმალურ შედეგებს. გადაანაწილეთ დასახული ამოცანების პრიორიტეტები და დისციპლინირებულად იმუშავეთ მასზე.

3. მე მაქვს და მექნება პოზიტიური ურთიერთობები ყველასთან!

რჩევა: იყავით კომუნიკაბელური. ოჯახთან, მეგობრებთან თუ კოლეგებთან თვენი ურთიერთობები გაამყარეთ: უანგარო სიკეთით, გულწრფელი კომპლიმენტებით და პოზიტივზე ფოკუსირებით. პოზიტივი და დადებითი განწყობა აქციეთ თქვენ სინონიმად.

4. მე მაქვს ენთუზიაზმი და სტიმული. ვარ მოტივირებული და ბედნიერი!

რჩევა: თუნდაც  ეს ასე არ იყოს, მაინც უთხარით ეს საკუთარ თავს. გაამხნევეთ და მიეცით სტიმული რათა დროთა განმავლობაში მართლაც გახდეთ ისეთი, როგორიც გინდათ რომ იყოთ.

     5. მე ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ მაქვს უსაზღვრო შინაგანი ძალა და რესურსები!

რჩევა: გაცდით საზღვრებს და შეზღუდვებს. გახსოვდეთ, ვერავინ აღწევს წარამატებას სტერეოტიპეპისგან დადგენილ საზღვრებში. გაეცალეთ უსაფრთხო სადგურს და თავი დააღწიეთ კომფორტის ზონას.

      6. მე ცხოვრებისგან ვიღებ შესანიშნავ გაკვეთილებს და წარმატებულად ვსწავლობ მას!

რჩევა: არ არსებობს მარცხი! დროებით ჩავარდნებს უწოდეთ გაკვეთილი, გამოცდა, დასმული ამოცანა ან სხვა რამ. უბრალოდ სამუდამოდ დაივიწყეთ სიტყვა მარცხი.

    7. მე დავეხმარები იმდენ ადამიანს რამდენიც შემიძლია!

  რჩევა: წარმატებულმა ლიდერებმა იციან, რომ დაეხმარო სხვას ნიშნავს დაეხმარო საკუთარ თავს. ამიტომ თუ კი შეგიძლიათ ვინმეს დახმარება ან უბრალოდ მხარდაჭერა გააკეთეთ ეს უანგაროთ. ცხოვრება ბუმერანგია და სიკეთე ასმაგად უკან დაგიბრუნდებათ.

    8. მე პატივს ვცემ ჩემ თავს, ვაფასებ ადამიანებს და მაქვს მადლიერების გრძნობა!

    რჩევა: საკუთარი თავისთვის მაღალი სტანდარტების დადგენა და მათი დაცვა მხოლოდ წარმატებული ადამიანების პრივილეგიაა. საკუთარი თავის შემდეგ, პატივი ეცი სხვა ადამიანებსაც და საჭირო დროს ყოველთვის გამოხატეთ მათ მიმართ მადლიერება. ”დიდი მადლობა”- ამ სიტყვების ძალით ისინი თავს მნიშვნელოვნად და საჭირო ადამიანებად იგრძნობენ თავს და კიდევ მეტი კეთილი საქმის გაკეთება მოუნდებათ.

   9. ყველაფერი რასაც ვაკეთებ არის სამართლიანი და პატიოსანი!

  რჩევა: იყავით პირველ რიგში საკუთარ თავთან მართალი და პატიოსანი. ეს დიდ შინაგან ძალას მოგცემთ.

    10. მე ყოველ დღე წინ მივიწევ ჩემი მიზნისკენ და მადლიერი ვარ იმის რაც დღეს მაქვს!

 რჩევა: ყველას, ვისაც რამე მიუღწევია ამ ცხოვრებაში, ჰქონდა მკაფიო მიზანი, რწმენა რომ მას აუცილებლად მიაღწევდნენ და მუდამ აფასებდნენ და იყვნენ მადლიერები იმის რაც იმ მომენტში ჰქონდათ.

გისურვებთ პროდუქტიულ დილას და წარმატებულ დღეს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s