არ უნდა დაგეთმო! შენს ოცნებებს უნდა გაჰყოლოდი! ბრძოლა არ უნდა შეგეწყვიტა!

”შენ არ უნდა დაგეთმო! შენს ოცნებებს უნდა გაყოლოდი! ბრძოლა არ უნდა შეგეწყვიტა!”წარმოიდგენეთ, რომ  დღეიდან 10, 20 ან 30 წელია გასული და ამ სიტყვებს ვიღაც გეუბნებათ. თქვენ უკვე ცხოვრების ნახევარზე მეტი  გაიარეთ და იცით, რომ წარსულის უკან დაბრუნება აღარ შეიძლება.


შეგიძლიათ დეტალურად აღწეროთ ის რასაც იგრძნობთ ამ სიტყვების მოსმენის დროს? როგორ განიცდით თითოეულ უქმად გაფლანგული დღეს, როგორ ნანობთ, რომ არ გარისკეთ, კიდევ ერთხელ აღარ სცადეთ, სათანადოდ არ დააფასეთ არცერთი შესაძლებლობა და შანსი, რომელსაც ცხოვრება გჩუქნიდათ? თქვენ ყოველთვის ხვალისთვის გეგმავდით დღევანდელ გასაკეთებელს და ამასობაში დღეები წლებად იქცა. თქვენი განუხორციელებელი ოცნებები და მიზნები მტვერ დადებული, სადღაც თაროზე შემორჩა და ყველაფერი მხოლოდ უმოქმედობამ გამოიწვია.

წარმოიგინეთ თქვენი თავი ასეთ მომავალში, რომ თქვენს გვერდით არაა ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ასე ძალინ გიყვარდათ. დარჩით იქ, სადაც ყველაფერი მოსაწყენ რუტინად იყო ქცეული, ვალდებულების გამო აირჩიეთ დარჩენა იმ ადამიანებთან, რომლებთანაც სიყვარული გამქრალი იყო. არ იბრძოლეთ თქვენი ნამდვილი ბენიერებისთვის, დანებდით პირველივე დაბრკოლეაზე, იგი მარტივად დაუთმეთ სხვას, არ იბრძოლეთ ურთიერთობების დასაცავად, არ გაუფრთხილდით ერთმანეთს, არ თქვით საჭირო სიტყვები, მაშინ როცა ასე საჭირო იყო, არ მოუსმინეთ, არ აპატიეთ და თქვენ საერთოდ არაფერი გააკეთეთ სიყვარულის და ბედნიერების მოსაპოვებლად, მაშინაც კი, როცა ყოველთვის ხვდებოდით, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა თქვენი ახალი ცხოვრების საჩუქარი იყო.

დღეს კი, თმაში ჭაღარა შერეული, სახეზე ნაოჭებისგან დაღონებული, თავს დაბლა ხრით და ნანობთ ყველაფერს რაც არ გააკეთეთ, რაც არ გარისკეთ, რაც არ თქვით, რა შეცდომებიც არ დაუშვით ახალი ბედნიერების აღმოსაჩენად.

მოდით, ვაღიაროთ, ეს ის მძიმე მომავალია, რომლიც ყველა იმ ადამიანს ელოდება სიბერის ჟამს, რომელიც დღეს არ მოქმედებს, რომელიც უბრალოდ ზის და ოცნებობს, რომელიც ყოველთვის ხვალინდელ დღეს და »შესაფერის მომენტს» ელოდება, რომელსაც ყოველთვის სხვისი გადარჩენის იმედი აქვს, რომელიც არასოდეს რისკავს და მარცხის ეშიანია, რომელიც არ იბრძვის სიყვარულისთვის, არ ზრუნავს საკუთარ ბედნიერებაზე, არ ფიქრობს მომავალზე, არ მისდევს საკუთარ ოცნებებს, საჩუქრად არ თვლის ყოველი მზის ამოსვლას, არ აფასებს მეგობრობას, არ გასცემს მეტ სიყვარული, სითბოს და ყველაფერს ყოველთვის სხვისგან ელოდება, რომელისაც თავის სიცოცხლე უსასრულო ჰგონია…

მაგრამ გახსოვდეს, კანი ჭკნება, თმა თეთრდება, დღეები კი წლებად იქცევიან. ამიტომაც არასოდეს მისცეთ საკუთარ უსუსურობას, შიშს და სიზრმაცეს ოცნებები განუხურციელებლად დატოვოთ.

ვიდრე ცოცხალი ხართ, იცოცხლეთ! წადით წინ მაშინაც კი, როცა უკვე ყველას ჰგონია, რომ დაეცემით!… იმოქმედეთ, სცდადეთ დასურულებლად, ეძიეთ, გარსკეთ და თქვენი ცხოვრება სიამოვნების თავგადასავალს დაამსგავსეთ.
გახსოვდეთ, რომ მომავალი მას ეკუთვნის, ვინც დღეს მოქმედებს. იცხოვრეთ არა სიკვდილის შიშით, არამედ, სიცოცხლის სიყვარულით!და არავის, არასოდეს მისცეთ უფლება, რომ გითხრან: შენ არ უნდა დაგეთმო! შენს ოცნებებს უნდა გაყოლოდი. ბრძოლა არ უნდა შეგეწყვიტა!

სიყვარულით – მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s