შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა, წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ — ბრაიან თრეისი

»არ არის საჭირო იყოთ ვუნდერკინდი წარმატების მიღწევისთვის. მთავარია, ზუსტად განსაზღვროთ სად გსურთ იყოთ წარმატებული, რა სფეროში და ამისათვის რისი ცოდნაა საჭირო. თუმცა, ზოგჯერ ეს არც თუ ისე ადვილი საქმეა.» ნათქვამია ბრაიან ტრეისის წიგნში »მიზნები», სადაც მოცემულია რამდენიმე საჭირო შეკითხვა, რომელზეც  წერილობითი პასუხის გაცემა, წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ:

»გაარკვიეთ რისი ცოდნა გჭირდებათ» შეგიძლით უპასუხოთ ყველა ამ შეკითხვას?
უპირველეს ყოვლისა დაუსვით თავს ასეთი შეკითხვა: რა დამატებითი ცოდნა და უნარი დამჭირდება, რათა წინ გავუძღვე ჩემი საქმიანობის სფეროს ხანგრძლივი პერიოდით?

წარმოიდგინეთ საკუთარი თავი 3, 5 წლის შემდეგ, თქვენ ხართ ყველაზე საუკეთესო და ყველაზე მაღალშემოსავლიანი ადამიანი თქვენს მიერ არჩეულ სფეროში. რა უნდა გქონდეთ და როგორ უნდა მოქმედებდეთ, რომ ეს მართლაც მოხდეს 3-5 წლის შემდეგ? რა უნდა გააკეთოთ დღეს ამისთვის? რა უნდა ისწავლოთ ან რა უნდა სრულყოთ საკუთარ თავში, რომ მიაღწიოთ წარმატების ასეთ ნიშნულს?

დაფიქრდით, რა უნარების გაუმჯობესება დაგჭირდებათ ამისათვის თქვენ სფეროშიდა გაცნობიერებული ფიქრის შემდეგ, ფურცელზე ჩამოწერეთ ყველაფერი, გაითვალისწინეთ, სია მინიმუმ 20 პასუხს უნდა შეიცავდეს. როდესაც დაასრულებთ წერას, ეს იქნება თქვენი განვითარების გეგმა, ამიტომ შემდეგ ეტაპზე საჭიროა ამ სამოქმედო გეგმის დახვეწა. დაყავით პრიორიტეტებად თქვენი სია, მიუწერეთ მათ შესრულების ვადები და წერის დასრულებისთანავე შეუდექით მუშაობას!!»

მართალია სამუშაო ბევრი გექნებათ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ საერთაშორისო დონის პროფესიონალიზმის მიღწევისთვის საჭიროა 10 000 საათიანი მუშაობა და პრაქტიკა, ამიტომ გაბედეთ და აიღეთ სრული პასუხისმგებლობა თქვენ ცხოვრებაზე და სრულიად შედეგებზე, გამოიჩინეთ ნებისყოფა და გქონდეს რწმენა იმისა, რომ თქვენ იმსახურებთ წარმატებას და შეგიძლიათ ყველა  დასახული მიზნის მიღწევა. 

ბრაიან ტრეისის წიგნი — »მიზნები»

გისურვებთ წარმატებებს!

მარიამ შარიქაძე 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s