ფიქრობ რომ დანებდე? მაშინ ეს სტატია შენთვისაა

»როგორ ფიქრობ, ადამიანი რომელიც ცდილობს მიაღწიოს დასახულ მიზანს და ნებდება მიზნის მიღწევამდე, რამდენი ნაბიჯი უკლია წარმატებამდე? _ ჩვეულებრივ მხოლოდ ერთი ნაბიჯი. სწორედ მაშინ, როცა ყველაზე ახლოს არის მიზანთან.

ადამიანთა უმეტესობა, ნებდება მაშინ როცა, როცა მხოლოდ ერთი მცდელობაა კიდევ საჭირო. ამის მიზეზი კი არის დაბრკოლებები, სირთულეები, პრობლემები და ის » ეკლიანი გზა», რომელიც ჩნდება იმწამსვე, როგორც კი მივიღებთ გადაწყვეტილებას გავაკეთოთ რაღაც, რაც აქამდე არასოდეს გაგვიკეთებია. ფაქტია, რომ წარმატებული ადამიანებისთვის, მარცხი უფრო მეტად შორს არის ვიდრე წარუმატებელი ადამიანებისთვის. წარმატებულები ცდილობენ უფრო მეტჯერ, დაბლა დაცემის შემთხვევაში ფეხზე დგებიან და ასე ყოველ ჯერზე, მანამ სანამ არ გაიმარჯვებენ და არ მიაღწევენ დასახულ მიზანს. წარუმატებლები კი როგორ იქცევიან? _ მხოლოდ რამდენიმე წარუმატებელიმცდელობის შემდეგ,ტოვებენ წარმატებისკენ მიმავალ გზას და ბრუნდებიან იქ, სადაც მანამდე იყვნენ.

უნდა გვახსოვდეს , რომ დროებითი მარცხი ყოველთვის წინ უძღვის წარმატებას. მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ბევრჯელ დამარცხებას და დროებით დაცემას ყოველთვის უნდა ელოდო. თვალი უნდა გაუსწორო ამ უსიამოვნო მომენტს და მარცხმა უნდა გაგაძლიეროს. როგორც ჰენრი ფორდი ამბობს: » მარცხი არის უბრალოდ შესაძლებლობა , რათა უფრო ჭკვიანურად დაიწყო თავიდან». ერთხელ როცა გადაწყვეტ დაისახო მიზანი, ჰკითხე შენს თავს: უკვე რატომ არ მაქვს მიღწეული ეს მიზანი? რატომ არ ვარ უკვე იქ, სადაც მინდა რომ ვიყო? პასუხის შემდეგ დაფიქრდი და მკაფიო გახადე ყველა ის ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც დგას შენსა და შენს მიზანს შორის. ჩამოწერე ყველაფერი, რაც ფიქრობ რომ ხელს გიშლის შენი მიზნის მიღწევაში და ყოველდღიურად  იმუშავე რათა გადალახო ეს დაბრკოლებები.»

წყარო: ბრაიან ტრეისის წიგნი »მიზნები»

ყველას წარმატებას გისურვებთ!

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s