ერთ დღესაც შეგხვდება ადამიანი-მოტივაცია და… მერე ადრინდებულად აღარაფერია

როდესაც შეგხვდება ადამიანი, რომელიც ცხოვრების  მოტივაცია და  სტიმული გახდება, .ი ცხოვრების ეს ეტაპი უკვე საინტერესოდ შედგა! და მართლაც…

ცხოვრების გზაზე სვლის დროს,  ჩნდებიან ადამიანები რომლებიც ცვლიან ჩვენს ცხოვრებას და ადრინდებულად უკვე აღარაფერია. რა მნიშვნელობა აქვს ვინ არინ, საიდან მოვიდნენ და რა ადგილი უკავიათ ჩვენს ახალ ცხოვრებაში. უბრალოდ, მათ შემდეგ ჩნდება ახალი გზები, იცვლება ჩვენი ხედვა, გვიჩნდება ახალი მიზნები და განსაკუთრებით ვიწყებთ ბევრ ოცნებას.

მათთან ურთიერთობა საინტერესო იმითაა, რომ ეს ურთიერთობა საკუთარი თავის შეცნობაში და ჩვენში არსებული საუკეთესო თვისებების გამოვლენაში გვეხმარება. ისინი გვეხმარებიან ვიყოთ გულწრფელები, პოზიტიურები და ბედნიერები.  შეიძლება ბოლომდე  ვერც კი ვაცნოებიერებდეთ  რისთვის, რა დანიშნულებით გამოჩნდნენ ისინი ჩვენს ცხოვრებაში მაგრამ ზუსტად ვგრძნობთ იმას, რომ ისინი ჩვენი ცხოვრების კონკრეტულ მომენტში ძვირფასი საჩუქრები არიან… გვაბედნიერებენ, რაღაც აუცილებელ გაკვეთილს გვასწავლიან, გამოცდილებაა  მათთან ურთიერთობა და ცხოვრების პოზიტიური სტიმული ხდებიან…

გადის  თვეები და წლები მაგრამ ეს ადამიანები ჩვენ მიმართ არ იცვლებიან, არასად უჩინარდებიან და ჩვენც არ გვინდა მათი დაკარგვა. ჩვენ მოგვწონს ის, რასაც ერთად ვქმნით, მოგვწონს ერთად სიარული დიდი მიზნებისკენ, მოგვწონს რომ ვენდობით ერთმანეთს და ეს ორივეს გვაძლევს საშუალებას დავრჩეთ თავისუფლები, მოგვწონს როცა ერთმანეთს ვეხმარებით, ყოველდღე ერთად ვითარდებით და ვხდებით უკეთესები ვიდრე გუშინ. გვიყვარს და ვამაყობთ, როგორ საინტერესოდ დაიწყო ჩვენთვის ყველაფერი. მოგვწონს იდეა, რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ყველაფერი რაც წინ გველოდება, ჩვენი უკეთესობისთვისაა.

გვჯეროდეს ერთმანეთის, გვიყვარდეს მცირე დეტალებში და გვიხაროდეს ერთად გატარებული ყოველი დღე.

 

ბედნიერებას და ლამაზ სიყვარულს გისურვებთ!

სიყვარულით – მარიამ შარიქაძე ❤ 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s