რწმენა თუ ეჭვები? რას აირჩევ?

დღევანდელ სტატიაში მსურს გაგიზიაროთ ჩემი  გაცნობიერება ერთ საინტერესო საკითხზე და ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო და სასარგებლო იქნება მოცემული საკითხის განხილვა.

ცხოვრებაში  როცა რამე ჩვენი სურვილების წინააღმდეგ ხდება, გვიპყრობს იმედგაცრუება და  ადამიანთა უმეტესობა იწყებს ნეგატიურად ფიქრს საერთოდ ყველაფერზე. კარიერა, პირადი ცხოვრება, ფინანსები, ჯანმრთელობა და ა.შ.  ზოგი ადამიანი ამას ”ცივი გონებით” ფიქრს ან რეალიზმის უწოდებს.  მოდით, შევხედოთ რა ხდება ამ დროს.  ჩვენი გონება, ფიქრები და აზროვნების მიმართულება სრულიად იცვლება ნეგატივისკენ. ამ დროს ზუსტად ვართ დარწმუნებული, რომ დღეს, ზუსტად მილიონი კილომეტრით შორს ვართ ჩვენი ოცნებებისგან და იმ დიდებული მიზნებისგან, რომლებზეც ყოველ დღე და ღამე გვეფიქრება. გვაქვს მილიონი ეჭვი და არგუმენტი რატომაც არ შეიძლება გამოვიდეს ეს ყველაფერი, მილიონი არგუმენტი, რომ ეს შეუძლებელია, ათასი იმდეგაცრუება წარსული გამოცდილებისგან,  უამრავი მარცხი,  ”სასტიკი” რეალობა და დღევანდელი ცხოველური კონკურენცია…

მოკლედ, დაუსრულებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ მიზეზები და მტკიცე არგუმენტები რატომაც შეუძლებელია ოცნების ასრულება, მიზნის მიღეწევა და თუ ამ კუთხით მივუდგებით, უსასრულოა სია ეჭვის, რომ არაფერი გამოვა, რომ ეს შეულებელია და  საინტერესო ისაა, რომ ეს ნეგატიური ფიქრი  ღრმავდება და ძალას იკრებს, მხოლოდ მაშინ როცა ყურადღების ფოკუსს ერთი წამით მაინც მოვაშორებთ ჩვენს ოცნებებს და მიზნებს ხოლო რწმენას, ეჭვით ჩავანაცვლებთ.

ყველაფერი ძალიან სწარფად ხდება გონებაში. გჯერა, რომ ყველაფერი გამოვა – ხედავ გზებს, როგორ შეიძლება გამოვიდეს ეს ყველაფერი, გემატება ძალა და მოტივაცია გადადგა მთები.  ჩნდება ეჭვი და ჩნდება მილიონი მიზეზი, მილიონი იმედგაცრუების მომენტი ამოტივტვდება წარსულიდან ….ვფიქრობთ, რომ  არაფერი გამოვა და მერე ისევ თავიდან. ეს მოჯადოებული წრეა თითქოს. გადის დროს და თუ დავუფიქრდებით მივხვდებით, რომ ხშირ შემთხვევაში ცხოვრება ამ ფიქრებთან ჭიდილში, ბრძოლაში გადის… ბრძოლა ”რწმენა -ეჭვების წინააღმდეგ!”

რას აირჩევ? რას დაიჯერებ? რას მიანიჭებ მნიშვნელობას? რას გააძლიერებ შენ ცხოვრებაში? რისი რწმენით გააკეთებ არჩევანს ყოველ დღეს? აი, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყეტილება ჩვენს ცხოვრებაში.

მე, ჩემის მხრივ, ყველას გისურვებთ, რომ ყოველთვის გქონოდეთ თქვენი თავის, თქვენი ოცნების და თქვენი მიზნების ისეთი მყარი რწმენა, რომ ვერავინ და ვერაფერმა შეძლოს თქვენთვის ხელის შეშლა.  ვერც ერთმა დამარცხებამ, ვერანაირმა ტკივილმა და ვერანაირმა შიშმა. რაც არ უნდა რთული იყოს ჯერ აირჩიეთ რწმენა!  რწმენა ჩაინერგეთ იმდენი, რომ  ეჭვების  ადგილი აღარ დაგრჩეთ აღარც გულში, არც სულში და სხეულის არცერთ ნაწილში. შეიარაღდით ურყევი რწმენით და ყოველ დილით აირჩიეთ შეუძლებლის შესაძლებლად გადაქცევა. აირჩიეთ გახდეთ გამარჯვებული ყველაზე ღირსეულ ბრძოლში, საკუთარ თავთან ბრძოლაში.   მიიღეთ პოზიტიური გადაწყვეტილება და გჯეროდეთ, რომ თქვენი რწმენის დახმარებით, სასწაულების გაკეთება შეგიძლიათ! ირწმუნეთ, რომ თქვენ ამას შეძლებთ, რადგან რისიც გჯერათ, იმის მოლოდინიც გაქვთ, ხოლო თქვენ მოლოდინს თვითაღსრულებადი ფუნქია გააჩნია. ასე, რომ ყოველ დღე ელოდეთ საუკეთესოს და გახსოვდეთ რომ ”თუ შეუძლია სხვას ე.ი შეგიძლიათ თქვენც.”

მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s