რა ღუპავს და აიძულებს ადამიანებს იცხოვრონ უბედურად?

არაფერს იმდენი ადამიანი არ დაუღუპავს როგორც სოციალურ წნეხს-და აი, რას ვგულისხმობ. ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან, ხშირად გვევლინებიან დიდი წინაღმდეგობის და დარკოლების სახით, რადგან ისინი ჩვენი ინდივიდუალურობის გამოხატვის და თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევენ. აი, ამის მარტივი მაგალითი:

ერთ დღეს, რომ სრულიად შეცვლილი ჩაცმის სტილით ან სრულიად განსხვავებული თმის ვარცხნილობით რომ გამოვეცხადოთ ჩვენს მეგობრებს, აბა დავფიქრდეთ, რა რეაქცია ექნებათ მათ და რას იზამენ ისინი? ჩაიცინებენ, ჩაიღიმილებენ, გაგვაკრიტიკებენ, ‘’ჯანსაღ შეფასებას» და »რჩევებს» მოგვცემენ რაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ დათრგუნვას, სირცხვილის შეგრძნებას და საკუთარ თავში ჩაკეტვას გამოიწვევს. ავიღოთ მეორე მაგალითი: ჩვენ მეგობრებს ერთ დღესაც ვეუბნებით, რომ ვაპირებთ გავხდეთ მილიონერი…დარწმუნებული ვარ ყველასათვის ადვილი წარმოსადგენია ამ იდეას რა გამოხმაურება მოჰყვება: ჩახითხითება, ჩაღიმილება, ‘’გამხნევება’’ — ფრაზები: რა სისულელეა და ა.შ. უსასრულოდ…

გიფიქრიათ, რომ ეს ერთი შეხედვით უნიშვნელო დეტალი — რასაც  სოციალური წნეხი ჰქვია, როგორ ღუპავს და აიძულებს ადამიანებს, რომ მთელი ცხოვრება იცხოვრონ უბედურად? ჩავიცვათ ის, რაც ყველასათვის მეტ-ნაკლებად მისაღებია და არა ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვიდა და მოფვწონს, ვაკეთოთ ის, რაც ‘’კეთისლის მსურველებმა’’ გვირჩიეს ან რაც მოცემულმა რეალობამ გვაიძულა, ვისწავლოთ ის, რაც დადგენილია ‘’უნდა ვისწავლოთ’’, ვიცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომლითაც ადამიანთა უმეტესობა ცხოვრობს, უფერული, უინტერესო და ღარიბი ცხოვრებით.

დღევანდელობაში ხშირია რომ ინიციატივის გამოჩენის პირველივე მცდელობაზე სოციალური წნეხი მას სამუდამოდ ართმევს არსებობის საშუალებას და ეს წნეხი ჩვენამდე ჩვენი მეგობრების, ოჯახის წევრების ან კოლეგების სახით მოდის. მოდი, ვიფიქროთ სად არის გამოსავალი?

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ გადის წლები და ზოგიერთი ადამიანი ვერც კი აცნობიერებს რომ საკუთარი ცხოვრებით კი არ ცხოვრობს, არამედ ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით მეგობრების ცხოვრებით, მშობლების ცხოვრებით, კოლეგების ცხოვრებით, სხვების ცხოვრებით და ამის ერთ-ერთი მაგალითია სწორედ ის, რომ ადამიანი შესაძლოა უსმენდეს იმ მუსიკას, რაც მისი არჩეული არაა, უბრალოდ ეს მოსწონს მის სამეგობრო წრეს და რადგან ისინი თვლიან, რომ ეს კარგია, ჩვენც ამას ვუსმენთ-რა თქმა უნდა გაუცნობიერებლად. ისინი ფიქრობენ, რომ რომელიმე უნივერსიტეტში  სწავლა კარგია და ამიტომაც დღეს ჩვენც იქ ვსწავლობდეთ ან ვგეგმავდეთ ახლო მომავლაში… და ამ დროს შესაძლოა ჩვენი ინდივიდუალური სურვილი იყოს სრულიად სხვა რამ: ხატვა,  ცეკვა ან სიმღერა  და ეს რეალური სურვილები დაბლოკილი გვქონდეს და ვერც კი ვაცნობიერებდეთ რა გვსურს ნამდვილად. ანუ გამოდის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სხვისი ცხოვრებით, მივყვებით სხვა ადამიანებიდან თავს მოხვეულ მოსაზრებებს, სურვილებს და მერე გვიკვირს- რატომ არ  ვართ ბედნიერები?

მსურს, კიდევ დავფიქრდეთ შემდეგ მდგომარეობაზე, როცა ადამიანები მოიჩვენებენ თავს, რომ თითქოს და არიან ბედნიერები და სხვების ცხოვრება კი არა არამედ ეს მათი ინდივიდუალური სურვილით არჩეული ცხოვრების სტილია და ყველაზე უარესი ისაა, რომ მათ არ აქვთ არათუ ცვლილებების სურვილი, არამედ ფიქრშიც არ აქვთ რომ რაღაცის შეცვლაა საჭირო. მათ არ  უნდათ აღიარონ რომ სხვების ჭკუაზე დადიან და არ უნდათ გამოამჟღავნონ თავიანთი ინდივიდუალური სურვილები, აზრები, მიზნები, მიდრეკილებები და მიზეზი, რატომ ხდება ეს, მე ვფიქრობ, კიდევ ცალკე საკითხია, თუმცა აქ რომ პიროვნების არასრულფასოვნების კომპლექსი და საკუთარ ცხოვრებაზე 100% პასუხისმგებლობის არ აღების პრობლემა რომ იკვეთება აშკარაა.

დიახ, ცვლილებები გეთანხმებით ძნელია-კარიერული, პირადი თუ განვითარების მიმართულები, მაგრამ სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი გადაწყეტილება მისაღები უნდა გაბედო და შეიცვალო, გაბედო იყო ის ვინ ხარ, გაბედო აკეთო ის რაც გსურს, გაბედო საკუთარი აზრი იყოს ისე მყარო, რომ სხვების ხმამ ვერ გადაფაროს და ბოლოს გაბედო იმ ცხოვრებით ცხოვრება, რომლითაც ნამდვილად შენ გსურს, რომ იცხოვრო და იყო ბედნიერი ამ რეალობით.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s