ეს ყველას არ შეუძლია მაგრამ… ჩვენ ყველა არ ვართ!

ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ზღვარზე აღმოჩნდები. ეს არის ზღვარი წარსულსა და მომავალს შორის და ამ დროს შენში ყველაზე რთული ბრძოლა იწყება, ბრძოლა საკუთარ თავთან და ამ გამოცდას ადრე თუ გვიან ყველა გავივლით.

შეგრძნება, როდესაც შენი ერთი ნაწილი მთელი ძალით გებრძვის, რომ დაუბრუნდე ერთის მხრივ ყველაზე ”ტკბილ” და ”საუკეთესო” წარსულს….(არადა ამ დროს ხვდები რომ ეს ”ტკბილი და საუკეთესო წარსული” უბრალოდ კომფორტის ზონაა და მეტი აღარაფერი) …. და მეორეს მხრივ რაღაც ძალა წინ, მომავალისკენ მიგაქანებს, იმ მომავლისკენ, რომელიც ჯერ უცნობი და საშიშია…. (ყოველ შემთხვევაში ჩვენი გონება უცხოს და ახალს ყოველთვის საშიშად აღიქვამს) … არადა სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი.

ყველამ კარგათ ვიცით, რომ ცხოვრება გადაწყვეტილებებისგან შედგება. ჩვენი რეალობა კი ამ გადაწყვეტილებების შედეგია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი 

ერთი ნაბიჯი…

ერთი გადაწყვეტილება….

ერთი არჩევანი…. 

რომელიც ხშირად მთლიანად განსაზღვრავს მთელ ჩვენ ცხოვრებას და შედეგებს.

მგონია, რომ სწორედ ეს მომენტია ყველაზე რთული გამოცდა ადამიანებში…. აი, რას აირჩევ ზღვარზე მდგომი???

ან უბრუნდები წარსულს, რუტინას, გატკეპნილს თავიდან ტკეპნი და ‘’კომფორტით ტკბები’’ ან იღებ სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე, ხდები მამაცი და გამბედავი, ბრძოლისუნარიანი, თვალებში უყურებ შენ წინ აღმართულ უკიდეგანო შიშს და მიუხედავად შიშისა, მაინც სიამაყით ნაბიჯს დგამ წინ,

წინ ახალი და უცხო მომავლისკენ,

ახალი ცხოვრებისკენ,

ახალი გამოცდილებებისკენ

და აი, ამ დროს გრძნობ, რომ თურმე როგორი ძლიერი ყოფილხარ, მიუხედავად ყველაფრისა. გრძნობ სიხარულს,

საკუთარი თავით სიამაყეს, გრძნობ გამარჯვებას, გამარჯვებას ყველაზე მთავარ ბრძოლაში…. საკუთარ სისუსტეებთან ბრძოლაში… საკუთარ შიშებთან ბრძოლაში, საკუთარ ეჭვებთან ბრძოლაში და მიუხედავად იმისა, რომ ომი ჯერ კიდევ გრძელდება ამაყობ, რომ შენ ეს ერთხელ უკვე შეძელი, შენ გაიმარჯვე, შენ ეს ერთხელ უკვე გამოგივიდა და კიდევ უფრო მეტი ძალით ივსები ცხოვრების ახალი გამოწვევებისთვის….ივსები საკუთარი ძალის რწმენით და გრძობ, რომ თურმე სწორედ ესეთი მომენტები გზრდის და გაძლირებს ადამიანს….

ზოგ ადამიანს ასეთი გამოცდები ყოველ დღე უტარდება ცხოვრებისგან, ზოგმა კი უკვე დიდი ხანია ჩააბარა და დიდი ხანია მიხვდა, არ უნდა გაბედო და უღალოტო საკუთარ გადაწყვეტილებებს. არ გაქვს უფლება საკუთარი თავის ღალატის ან შენი არჩევნის, მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალი უცხოა და ცოტა საშიში.

როდესაც გრძნობ, რომ ბეწვის ხიდზე აღმოჩნდი, ვალდებული ხარ  გაიმარჯვო, უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს… ეს საკუთარი თავის გამო უნდა შეძლო, აჯობო წარსულ ”მე”-ს და ამ გამარჯვებით დამუხტულმა განაგრძო გზა წინ, სულ მაღლა და მაღლა, ზევით და ზევით, ახალ ცხოვრებაში, განაგრძო გზა სიურპრიზებით სავსე, უცხო მომავალში და ეს იქამდე აკეთო სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებ და სასურველი მწვერვალის დაპყრობის შემდეგ, იქედან ხედით არ დატკბები.

წარმატებები!

სიყვარულით  – მარიამ შარიქაძე ❤

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s