3 თვისება, რომელიც შეუჩერებელს გაგხდით დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე

ნებისმიერ ჩვეულებრ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გახდეს არაჩვეულებრივი.მიაღწიოს ყველაფერს რაც სურს: ახალი ცოდნა და უნარები, ფინანსური კეთილდღეობა, ჰარმონიული ურთიერთობების აწყობა, ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ა.შ ამისათვის კი რეალურად ყველაზე მთავარი, 3 საკვანძოდ მნიშვნელოვანი პრინციპისგათვალისწინებაა საჭირო, რომლის შესახებ, დარწმუნებული ვარ აქამდეც გსმენიათ, თუმცა მანამდე, მე  მოგიყვებით ერთ საინტერესო ისტორიას, რომელიც განსხვავებულად დაგაფიქრებთ ყველაფერის შესახებ.

» ამბავი ახალგაზრდა ბიჭზეა, რომელსაც ბევრი ფულის შოვნა სურდა და ცნობილ გურუსთან ერთი შეკითხვით მივიდა  და ჰკითხა:  -‘’მე მინდა ვიყო ფინანსურად იმავე დონეზე, სადაც თქვენ ხართ. მითხარით, რა გავაკეთო. გურუმ უპასუხა:  -თუ გსურს ფინანსურად იმავე დონეზე ყოფნა, სადაც მე ვარ, მაშინ ხვალ, დილის 4 საათისთვის ზღვის სანაპიროზე შევხვდეთ.

ბიჭს პასუხი გაუკვირდა, თუმცა მეორე დღეს დათქმულ დროს და დათქმულ ადგილას შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მივიდა. გურუმ ახალგაზრდა ბიჭს  ჰკითხა: — რამდენად ძლიერ გსურს რომ იყო წარმატებული?

-ძალიან ძლიერ! ბიჭმა ომახიანდ უპასუხა.

-მაშინ ახლავე  წყალში უნდა შეხვიდე. ბიჭს გაუკვირდა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა და ზღავში შევიდა. გურუ,  ბიჭს, წყალში უფრო და უფრო ღრმად  შესვლას სთხოვდა, ბიჭის  შეკითხვებს კი უპასუხოდ ტოვებდა.

-მე ფულის შოვნა მინდა, მან კი აქ საცურაოდ მომიყვანა. თქვა იმედგაცრუებულმა ახალგაზრდამ და მალე ნაპირისკენ გამოცურვა დააპირა.

-მე მეგონა, შენ მართლა გინდოდა ბევრი ფულის შოვნა! დაუძახა გურუმ და ბიჭს ღრმა წყალში შეჰყვა. თავზე ხელი მოკიდა და წყალში ღრმად და დიდხანს ჩააყოფინა. მცირე ხნის შემდეგ, როდესაც ბიჭი  უკვე დახრჩობის ზღვარზე იყო, გურუმ ბიჭის ხელი გაუშვა, გაათავისუფლა და ჰითხა: -როდესაც წყლის ქვეშ იყავი, რა გინდოდა ყველაზე მეტად? მან პირდაპირ  უპასუხა- მხოლოდ სუნთქვა! მაშინ, უთხრა ბიჭს გურუმ:  — როდესაც ისე მოინდომებ მეტი ფულის შოვნას, როგორც ახლა სუნთქვა გსურდა, მხოლოდ მაშინ შეძლებ მიაღწიო სასურველს.’’

ასეა, ყველა ადამიანის ცხოვრებაშც. ნებისმიერი წარმატების მისაღწევად, ზუსტად ასეთი ძლიერი სურვლი უნდა გქონდეთ და გამოძრავებდეთ როგორც ამ ბიჭს, სურდა იმ მომენტში სუნთქვა. მიზნების ბოლომდე მიღწევას დიდი შრომა და ძალა სჭირდება, ასეთი ძლიერი სურვილის გარეშე კი, თქვენ პირველივე დამარცხებაზე  დანებდებით. წარმატება  კი სურვილის სიძლიერეშია.

მეორე ფაქტორია ფოკუსირება, რადგან თუ ბევრი რამ გსურს ერთდროულად, გაგიჭირდება რომელიმეს ბოლომდე მიღწევა. როდესაც ეს ბიჭი წყალში იხრჩობიდა, მას არ ადარდებდა რა ხდებოდა დანარჩენ სამყაროში, რას აშუქებდნენ ტელევიზიები და როგორ ერთობოდნენ მისი მეგობრები. მისთვის მთავარი და პრიორიტეტული მხოლოდ სუნთქვა იყო. დანარჩენზე არც კი ფიქრობდა.

მესამე საფასურის გადახდა- ‘’განსაჯეთ თქვენი წარმატება შემდეგი პრინციპით: რა გაიღე, რომ ამ მიზნისთვის მიგეღწიათ?’’ უნდა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ კომფორტის ზონას. ‘’იქონიოთ მზადყოფნა ნებისმიერ მომენტში, შესწიროთ თქვენი ახლანდელი ‘’მე’’ იმად ყოფნას, ვინც გსურთ რომ იყოთ მომავალში’’.

ძლიერი სურვილი, მიზანზე ფოკუსირება, საფასურის გადახდა და ამასთან, საკუთარი თავის რწმენა, თქვენ გაქცევთ ისეთ ძლიერ პიროვნებად, რომელიც შეუჩერებელი იქნება დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე.

გისურვებთ წარმატებებს!

მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s