როდის გვეხმარება სამყარო ოცნებების ახდენაში?

ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია, ‘’როცა გულით გწადია რაღაც, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში’’. მაგრამ  ყველასთან ყოველთვის როდი ხდება ასე.  რადგან ყველამ არ იცის როგორ….

იმისათვის რომ სამყარო დაგეხმაროთ ოცნებების ასრულებაში, თქვენ უნდა იცოდეთ მხოლოდ სამი რამ, სად იმალება ჩვენი ცხოვრების მთავარი ქვაკუთხედი და როგორ უნდა მოვიქცეთ რომ სამყარო ჩვენც ‘’დაგვეხმაროს’’ სასურველის მიღებაში.

image-3-maldives

პირველი და ყველაზე მთავარი. უნდა იცოდეთ რომ სამყარო, ჯაჭვურობის პრინციპს ეფუძნება და ყველამ, ვინც ეს უკვე გააცნობიერა, 80% -ით უკვე ფლობს სასურველს, 20%-ში კი მცირე პერიოდით ელოდება. იცით რატომ? მათ იციან ე.წ. ჯადოსნური ფორმულა, რომელიც ასე გამოიყურება:

  1. იყო
  2. იმოქმედო
  3. გქონდეს

1.იყო— პირველ რიგში გახდით ისეთი ადამიანი, როგორიც თქვენი ოცნების ასრულების შემდეგ იქნებოდით

მაგალითად, გსურთ იყოთ პატივცემული და წარმატებული ადამიანი? ეცადეთ წინასწარ გამოიყურებოდეთ ისე, როგორც წარმატებული ადამიანები არიან, გახდით მათსავით მამაცები, გამოიმუშავეთ წარმატებისთვის საჭირო უნარები, წაიკითხეთ იგივე წიგნები, დახვეწეთ სხეულის ენა და საუბრის კულტურა. აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების სტილი და ეცადეთ განიცადოთ შინაგანი ტრანსფორმაცია და გჯეროდეთ იმ ადამიანის, ვინც გინდათ რომ მომავალში იყოთ

2.იმოქმედო— სამყაროსგან გამოგზავნილი შესაძლებლობები აუცილებლად გამოიყენეთ როგორც კი პირველ საფეხურს წარმატებით გადალახავთ, ანუ როგორც კი წინასწარ მოერგებით თქვენ სურვილებს და  მზად იქნებით ახალი სვლების გასაკეთებლად, სამყარო ოცნების ასრულების სხვა დასხვა გზებს  ანუ ‘’მოქმედების’’ შანსებსგამოგიგზავნით.რადგან ყოველთვის ხდება ის რაც დავიმსახურეთ და რისთვისაც მზად ვართ. რაც იმას ნიშნავს რომ, სასწარფოდ უნდა იმოქმედოთ! რათა საბოლოო ჯამში მიაღწიოთ სასურველს, გახდეთ ახალი ადამიანი და ფლობდეთ მას, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდით.

1280x960_table-for-two-on-lit-pool

3.‘’გქონდეს’’— ანუ როგორც უკვე ავღნიშნეთ, მიიღოთ ის რაზეც ამდენ ხანს ოცნებობდით და იყოთ მადლიერი ყველაფრით რაც გაქვთ.

ახლა უკვე თქვენ იცით, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია. როგორც ბრაიან თრეისი ამბობს, რომ ‘’თქვენ ხართ ცოცხალი მაგნიტი, თქვენივე აზრებით ცხოვრებაში იზიდავთ ადამიანებს, სიატუაციებს თუ გარემოებებს. ცნობიერებაში, როგორი აზრებიც გაქვთ, ადრე თუ გვიან თქვენს ცხოვრებაში მსგავსი რამ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას და ოცნებების ყველაზე ლამაზი გზით ახდენას!

სიყვარულით

მარიამ შარიქაძე

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s