როგორ ცვლის დრო მეგობრობას?

სამსახურით, რომ ცხოვრება არ იწყება და არ მთავრდება ეს ყველას მოგეხსენებათ, მაგრამ…არსებობენ ადამიანების ისეთი კატეგორია, რომლებიც სამსახურის მიღმა ცხოვრებას და ადამიანებს სამწუხაროდ ვეღარ ამჩნევენ. 

არადა ხშირია, რომ კოლეგები, ჩვენი საუკეთესო მეგობრები და ზოგჯერ ოჯახის წევრებიც კი გამხდარან. დაკვირვებიხართ ამ დროს, რა უცებ იძენენ გარკვეულ მნიშვნელობას ჩვენს ცხობრებაში თითქოს და თითქოს არსაიდან მოსული ადამიანები? მე ხშირად.

თუმცა

ასეთი ადამიანები მცირე ნაწილია მათ შორის, რომლებისთვისაც მეგობრობის დეფინიცია ძალიან შორსაა და მე მათ მედროვეებს ვუწოდებ, მედროვე ადამიანებს.

ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საჭიროებებიდამ გამომდინარე გვემეგობრებიან ან სარგებლობენ ჩვენი დახმარებით. მაგრამ როგორც კი სამსახურებრივი გზები იყოფა და მათთვის საჭირო აღარ აღმოჩნდები, სამწუხაროდ საკმარისი მიზეზი ხდება ძველი არ არსებული ‘’მეგობრობა’’ იმ მაშინვე დასრულედეს.

თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ დღესდღეისობით, ეს აღარ უნდა გამიკვიდეს, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, როცა უკან იყურები და აცნობიერებ, რომ რამდენი სიტყვა გაქვს ნათქვამი მათთვის, ვისთვისაც თურმე არაფერი არ უნდა გეთქვა….საერთოდ! რთულია როცა ადამიანებს ნდობას გამოუცხადებ, გვერდით დაუდგები, გულწრფელობას აირჩევ  პირფერობის ნაცვლად, მეგობრად ჩათვლი და როგორც კი მათთვის საჭირო რესურსი აღარ ხარ,  ამ დროს იმსხვრევა მათი ყალბი მეგობრობის ნიღბები….და ხედავ მათ რეალურ სახეს. რეალობა გაჩვენებს, რომ ისინი მედროვეები ყოფილან.

მათი რეალურად გაცნობის შემდეგ ხვდები, რომ მათში იკვეთება კიდევ ერთი, საინტერესო თვისება, ზედ გადავლის თვისება! ანუ  ყველას და ყველაფერს რომ შეუძლიათ სინდისის გარეშე გადაუარონ, რათა  სხვებზე ‘’ჭკვიანების’’ და ‘’გამორჩეულის’’ რეპუტაცია შეიქმნან საზოგადოების თვალში.  მომენტი, როცა  ოღონდ ”რეპუტაცია” არ შეინარჩუნონ და ყველას, რომ გადაუვლიან… ასჯერ. რა მნიშვნელობა აქვს რა გზით.. ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე რა თქმა უნდა. ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის გარდა სხვებს არვის აღიარებენ და ამ დროს მათ  ავიწყდებათ,  ერთი რამ, რომ ტალახში ჩავარდნილი ბრილიანტი, ყოველთვის ბრილიანტად რჩება, ხოლო ცამდე ასული მტვერი ისევ ისეთი მტვერია…! ავიწყდებათ, რომ  ცხოვრებას ბუმერანგის პრიციპი მართავს და ადრე თუ გვიან  გაცემული ნებისმიერი საქციელი უკან გაასმაგებულად გვიბრუნდება.

ადამიანების კატეგორია მედროვეები და ყველაფერზე წამსვლელები, არიან საუკეთესო მაგალითი ჩვენთვის, თუ როგორები არ უნდა ვიყოთ ჩვენ არასოდეს. თუ გვინდა, რომ ცხოვრების მანძილზე ყოველთვის გვემაყობოდეს საკუთარი საქციელის და ვიყოთ სამართლიენები სხვების წინაშე.  თუ გვინდა, რომ ქუჩაში ვინმეს დანახვის არ შეგვრცხვეს, ჩვენი წარსული საქციელით, მაშინ დავრჩეთ ყოველთვის ისეთ ადამიანებად, რომელებსაც ნამდვილი მეგობრობა, სამართლიანობა და ღირსება ყველაზე პრიორიტეტეულია.  ხოლო იმ ადამიანებს, ვინც მედროვეების კატეგორიაში ამოიცნობს  საკუთარ თავს, უბრალოდ შევახსენებ ყველასათვის ცნობილ ფრაზას: ”არავინ იცის დრო ვის რად აქცევს, დრონი მეფობენ და არა მეფენი.’’

მარიამ შარიქაძე

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s