30 ფრაზა, რომელსაც თქვენი აზროვნების და ბედისწერის შეცვლა შეუძლია

მაჰათმა განდი ამბობს: ”დაუკვირდით საკუთარ აზრებსდაე, თქვენი აზრები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი აზრები აყალიბებენ თქვენს სიტყვებს…

დაუკვირდით საკუთარ სიტყვებს, დაე, თქვენი სიტყვები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი სიტყვები აყალიბებენ თქვენს მოქმედებებს…

დაუკვირდით საკუთარ მოქმედებებს, დაე, თქვენი მოქმედებები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი მოქმედებები აყალიბებენ თქვენს ჩვევებს…

დაუკვირდით საკუთარ ჩვევებს, დაე, თქვენი ჩვევები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი ჩვევები აყალიბებენ თქვენს ფასეულობებს…

დაუკვირდით საკუთარ ფასეულობებს, დაე, თქვენი ფასეულობები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი ფასეულობები აყალიბებენ თქვენს ბედს

მაჰათმა განდის სიტყვების თანახმად, ჩანს რომ ყოველი ჩვენი აზრი, ქცევა თუ გადაწყვეტილება არა მხოლოდ წამიერი და წარმავალია, არამედ ბედისწერულიცაა.

შესაბამისად, იმისათვის, რომ ჩვენი ბედისწერის მართვის სადავეები ხელში ავიღოთ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ აზროვნების სწორად მართვა. თავიდან ავიცილოთ ნეგატიური და პესიმისტური აზროვნება და ვთესოთ ისეთი აზრები, რაც ჩვენთვის სასურველ რეალობას მოგვიტანს.

მაშ, ასე ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული 30 ფრაზა და დაიმახსოვრეთ, მათ თქვენი აზროვნების, ანუ ბედისწერის შეცვლა შეუძლია:

  1. არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ დაეცემი, მთავარია საბოლოო გამარჯვება;
  2. არასოდეს დაივიწყო თუ რატომ დაიწყე;
  3. გახსოვდეთ, გზა იქნება გრძელი მაგრამ ამად ღირს;
  4. ყველამ იცის, რომ რაღაც შეუძლებელია, მაგრამ მოდის ვიღაც, ვინც ეს არ იცის და სწორედ ის აკეთებს ამას;
  5. სხვისი აზრი თქვენს ცხოვრებაზე, არ უნდა იქცეს თქვენს რეალობად;
  6. ის, თუ როგორ ეპყრობით საკუთარ თავს, აწესებს სტანდარტებს სხვებისთვის;
  7. ზოგჯერ უბრალოდ არ იქნება სხვა დრო, სხვა შანსი. ზოგჯერ არის ან ახლა ან არასოდეს;
  8. როდესაც წყვეტ მცდელობას, ღალატობ საკუთარ თავს;
  9. ოდესღაც იყო ოცნება, მაგრამ დროა უწოდო მიზანი;
  10. განგსჯიან, გაკრიტიკებენ, დაგცინებენ, მოგბაძავენ – მაინც გააგრძელე;
  11. როდესაც შეწყვეტ არასწორი მიზნისკენ სვლას, სწორ მიზანს მიეცემა შანსი, რომ გიპოვოს;
  12. შენ ფიქრობ, რომ საკმარისად კარგი არ ხარ, მაგრამ ხარ. შენ გგონია, რომ არ შეგიძლია, მაგრამ შეგიძლია. შენ თვლი, რომ საკმარისად გვიანია ამისთვის, მაგრამ არ არის;
  13. გახსოვდე, ვინც თქვა, რომ შენ არ შეგიძლია, გიყურებს;
  14. თუ ყველაფერი რთულდება, ესე იგი სწორ გზაზე ხარ!
  15. დღეს, შეუძლებელს უნდა შეაძლებინო!
  16. არ იცხოვრო წარსულით, მაგრამ ისწავლე მისგან!
  17. თუ ადამიანები შენს მიზანს არ დასცინიან, ესე იგი ის საკმარისად დიდი არ არის;
  18. არ დანებდე, დასაწყისი ყოველთვის რთულია;
  19. დანებება ყოველთვის არჩევანია და არა გამოსავალი!
  20. არასოდეს დაკარგო იმედი. შეიძლება შენი ცხოვრება 2 წუთში შეიცვალოს;
  21. ყველას აქვს რთული დღეები, მაგრამ ზოგიერთი აქცევს მათ ცხოვრების კარგ გაკვეთილად;
  22. ზოგჯერ, უნდა დაივიწყო რას გრძნობ და გაიხსენო რას იმსახურებ!
  23. ისაუბრე ადამიანებთან, რომლებიც გეხმარებიან შეხედო სამყაროს განსხვავებულად;
  24. შეცდომები, ნიშანია იმის რომ ცდილობ!
  25. არასოდეს დანებდე და ვერავინ დაგამარცხებს;
  26. 19-26 წელი არის ასაკი, როდესაც შენ შეგიძლია ააშენო შენი მომავალი ან დაანგრიო ის. ყველაფერი შენს შრომაზეა დამოკიდებული;
  27. ‘’ზოგს’’ არ მოეწონები, მაგრამ ‘’ზოგი’’ არ არის მნიშვნელოვანი;
  28. სასწაულები ხდება, მაშინ როდესაც ოცნებას იმდენ ენერგიას უთმობ, რამდენსაც შიშს;
  29. გახსოვდეს, შენ ხარ შენი ცხოვრების მწერალი და არა სხვისი ცხოვრების მკითხველი;
  30. როდესაც გჭირდება ბიძგი, უთხარი საკუთარ თავს: მე გავიმარჯვებ ან მოვკვდები მცდელობაში!

მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s