როგორ გარდავქმნათ შანსი კანონზომიერებად?

ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ მატერიალური წარმატება გამართლების შედეგია. აქ, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების მარცვალიც ურევია, მაგრამ ის ვისაც მხოლოდ შემთხვევითობის იმედი აქვს, თითქმის ყოველთვის გაწბილებული დარჩება. მათი მთავარი შეცდომა ისაა, რომ ისინი ვერ ხედავენ წარმატების სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომელთა მხედველობიდან გაშვება შეუძლებელია. თუ ნამდვილად გსურთ წარმატება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ცოდნა იმისა, თუ როგორ გარდავქმნათ შანსი კანონზომიერებად.

დეპრესიის ხანაში ცხობილმა კომიკოსმა ლ.მ. ფილდსმა დაკარგა მთელი თავისი დანაზოგი, სამუშაო და მაშასადამე არსებობის საშუალებაც (მაშინ ვოდევილი, როგორც ჟანრი მოკვდა) ამას გარდა, იგი 68 წელს იყო დაგადცილებული და ყველა თვლიდა მას მოხუცად. მაგრამ მას ისე სურდა წინანდელი სიმდიდრის დაბრუნება, რომ დათანხმდა ანაზღაურების გარეშე მუშაობას მისთვის ახალ ამპულაში (კინემატოგრაფიაში), ყველა უსიამოვნებასთან ერთად, ის უხერხულად დაეცა დამოიტეხა კისერი. ბევრი მის ადგილზე ფარხმალს დაყრიდა, მაგრამ ფილდსი დაბადებიდანვე შეუპოვარი იყო. მან იცოდა, რომ თუ ჯიუტად გააგრძელებდა თავის საქმეს ადრე თუ გვიან მიიღებდა თავის შანსს და მან ის მიიღო, ოღონდ ეს არ იყო შემთხვევითობა!

მერი დრესლერი აღმოჩნდა ფსკერზე — ფულის, რაიმე სამუშაოს შოვნის იმედის გარეშე, ის დაახლოებით 60 წლამდე იყო. მაგარმ ის გამოედევნა თავისი ოცნებების »ლურჯ ფრინველს» და აქაც წარმატებას მიაღწია. შეუპოვრობამ მას მოუტანა ისეთი ტრიუმფი, როგორიც არც კი დაესიზმრებოდა მასზე ახალგაზრდასაც კი. მის ასაკში განა ბევრ ვინმეს შერჩებოდა პატივმოყვარეობა და მაღალი მიზნები.

1929 წელს კი ედი კანტორმა დაკარგა მთელი თავისი დანაზოგი საბირჟო კრახის შედეგად, სამაგიროდ შეინარჩუნა შეუპოვრობა და სიმამაცე. მათი და ასევე თავისი შესანიშნავი თვალების წყალობით მან სულ მალე ყოველკვირეულად დაიწყო 10 000 დოლარი შემოსავლის მიღება!

ჭეშმარიტად თუ ვინმეს გააჩნია შეუპოვრობის უნარი, მას შეუძლია ნებისმიერ სუტუაციაში დიდებულად იგრძნოს თავი, სხვა, აყვავებისთვის აუცილებელი, თვისებების უქონლობის შემთხვევაშიც კი.

ერთადერთი შანსი, რომელსაც შეგიძლიათ მთლიანად დაეყრდნოთ — ისაა, რომელიც გაჩნდა თქვენი წყალობით, რომელიც თქვენს მიერაა ნაპოვნი ამისათვის აუცილებელი შეუპოვრობის შედეგად. ოღონდაც უნდა დაიწყოთ ნათლად განსაზღვრული მიზნით.

წყარო: ნაპოლეონ ჰილი ”იფიქრე და გამდიდრდი”

მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s