როგორი ლიდერი სჭირდება თანამედროვე მსოფლიოს?   

დეკემბრის სასიამოვნო საღამო იყო.  უნივერსიტეტიდან ჩაფიქრებული გამოვედი და სახლამდე გზა,  2016 წელის შეჯამებას დავუთმე…აღმოჩნდა, რომ ამ წელს აქამდე ყველაზე მეტ ტრენინგს, მასტერკლასს, საჯარო ლექციას, ფორუმს და სხვა დასხვა კურსებს დავეწარი. ბედნიერებისგან მახსოვს თვალები მიბრწყინავდა, სიხარულის და პოზიტივის ვიბრაციებს ვასხივებდი და სამყაროსგანაც იგივეს ვგრძობდი… და სწორედ ამ დროს ვიგრძენი თუ რას ნიშნავდა საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიულად ცხოვრება…. ამ წელს მივხვდი , რომ ჩემთვის არაფორმალური განათლება და პერსონალური განვითარება ჩემი ცხოვრების პრიორიტეტებში N1 უნდა ყოფილიყო. ტრენინგები, მასტერკლასები და საჯარო ლექციები კი ჩემთვის არაფორმალური განთლების და პერსონალური განვითარების ერთ-ერთი სასიამოვნო გზა იყო და ამასთან ეს იყო საუკეთესო საშუალება პირადად გამეცნო  საქართველოში წარმატებული ლიდერები და მათი სახით ძვირფასი მეგობრები შემეძინა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ნებისმიერ წარმატებულ ადამიანთან ურთიერთობისას მათი პოზიტივი და მაღალი ვიბრაციები ჩემთვის გადამდები იყო და მათთან ურთიერთობა საოცარ პოზიტიურ გავლენას ახდენდა ჩემზე.

იმ დღეს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში (საბაუნში) პირველად ჩატარდა დავით კენჭაძის მასტერკლასი და ეს დღე აღმოჩნდა საკმარისი ინსპირაცია ჩემი აზრები დამეწერა ყველა დიდ ლიდერზე და ზოგადად, წარმატებულ ადამიანებზე. მოკლედ, რისი თქმაც იმ დღეს მსურდა მათზე, ასე გავაერთიანე და  ახლა, 2018 წლის 1 იანვარს, დიდი სიხარულით, ჩემი ბლოგის მკითხველებსაც გიზიარებთ.

საზოგადოებას ყოველთვის სჭირდება წინამძღოლები, კონკრეტული მიმართულება, შთაგონება, მოტივაცია, აზრიანი და ჭკვიანური ორიენტაციის მიმცემი პიროვნებები… ჩვენ
გვჭირდება ლიდერები! რა თვისებებია საჭირო ბრწყინვალე ლიდერობისთვის, ან რა არის თანამედროვე ლიდერების უმთავრესი გამოწვევები და საერთოდ რატომ ან რისთვის არის ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანი? ჩემი დაკვირვებით, ლიდერობა მოითხოვს ხედვისა და მიზნების ჩამოყალიბებას, ეთიკურ ქცევას, ცნობისმოყვარეობას, დაუოკებელი ჟინის ქონას, იუმორის გრძნობას, ულევ პოზიტიურ ენერგიასა და კომუნიკაციის კარგი უნარების ქონას. ვფიქრობ, რომ ლიდერობა არის პასუხისმგებლობა და არა ძალაუფლება, პრესტიჟი ან რაიმე მაღალი წოდება თუ პოზიცია. ის მხოლოდ გულისხმობს არა რა უნდა გააკეთო, არამედ ვინ უნდა იყო!!!. ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდები წარმატებულ ადამიანებს და ვამჩნევ , რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ლიდერი იყოს ნამდვილი, ანუ ყოველთვის იყოს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიმღები. ამასთან ჩვენ ვხედავთ,რომ ზუსტად ამ სინამდვილისკენ მისწრაფების სურვილი არის ძალიან პოპულარული თანამედროვე მსოფლიოში.

დავინახე, რომ ამ ადამიანებს აქვთ სწორედ ისეთი თვისებები, რომელიც აუცილებელია ჰქონდეს ნებისმიერი ლიდერის.

ისინი არიან ადამიანური ურთიერთობის და კომუნიკაციის ნამდვილი ვირტუოზები. მათ შეუძლიათ მესიჯის მკაფიოდ გადაცემა პიროვნებებისა და გუნდისთვის. მათ მსგავსად, ლიდერი უნდა იყოს პირდაპირი, გაბედული, მკაფიო და უშიშარი.

მათ თითქმის ყოველთვის შეუძლიათ ორი ურთიერთდაპირისპირებული მხარის, საკუთარი ეგოსა და ეთიკის ნორმების, სწორი მართვა.

ჩემი აზრით, ეს არის ლიდრის ერთ-ერთი საკვანძოდ მნიშვნელოვანი თვისება და ესაა საკუთარი მიმდევრების გაერთიანების უნარი საერთო მიზნის ქვეშ. მათ შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა ფართო საზოგადოების წევრებისთვის, რომლებსაც ყოველთვის აქვთ მიდრეკილება დაწევრიანებისა და დაშლისკენ.

ვაკვირდები და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ლიდერს უნდა შეეძლოს გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქრი და სწორედ ასე მოქმედებენ ნამდვილი ლიდერები. — მათ იციან, რომ მთავარი აქცენტის მხოლოდ მოკლევადიან მიზნებზე გაკეთება ხელს უშლის დასახული მიზნის კარგად შესრულებას.

ჩემი აზრით, საზოგადოებას სჭირდება არა სუპერ ვარსკვლავები, არამედ სწორედ ასეთი პიროვნებები, რომლებიც ფასეულობას ქმნიან თავიანთი ქმედებებით. ახალგაზრდებს, მათ ვინც ახლა იწყებს კარიერას, ან მათ ვინც უბრალოდ დაინტერესებულია პიროვნული და კარიერული განვითარებით, აუცილებლად სჭირდება პირადად იცნობდეს მინიმუმ ერთ ბრწყინვალე ლიდერს მაინც, რადგან მათ ძალიან კარგი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ჩვენზე.  ჩემს შემთხვევაში ტრენინგებზე სიარული ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ვფიქრობ და ღრმად მჯერა, რომ საუკეთესო ლიდერები ძალიან დიდ შრომას და ძალისხმევას დებენ იმაში, რასაც აკეთებენ და არასდროს ავიწყდებათ, თუ როგორ უნდა გააკეთონ ეს. ასეთი ადამიანები ჩემთვის ყოველთვის მისაბაძია და მათთან ურთიერთობა ჩემთვის ერთგვარი სასიამოვნო გამოცდილებაა.

მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s