როგორ არ უნდა მოექცეს ხელმძღვანელი თანამშრომლებს

დღევანდელ სტატიაში მინდა გიამბოთ ერთი საიტერესო ამბავის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ, ჩემს მეგობარს თავის სამსახურში გადახდა თავს. სათქმელად შედარებით მარტივია, თუმცა ეს არის ცოცხალი მაგალითი, რომელიც ტოპ 7 რჩევად გავაერთიანე და მათ მთავარ სათქმელს, ასეთი სათაური შევურჩიე: ანუ ‘’როგორ უნდა წაართვას ხელმძღვანელმა მუშაობის მოტივაცია და საერთოდ რაიმეს კეთების სურვილი თავის თანამშრომელს? ‘’

რჩევა N1_ თანამშრომელს დაავალეთ რაიმეს გაკეთება და დაარწმუნეთ, რომ დავალების შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თქვენთვის ასევე მთლიანად კომპანიისთვის;

რჩევა N2 _ ზოგჯერ გაუკეთეთ უკუკავშირი დაურეკეთ ან მიწერეთ და ჰკითხეთ მუშაობის რა ეტაპზეა, გამოიჩინეთ ელემენტარული ყურდღება იმ საქმის მიმართ, ჰკითხეთ რამე ხომ არ უჭირს და თუ საჭიროა მიეცით გარკვეული რჩევები, აჩვენეთ თანადგომა;

რჩევა N3_ დრო და დრო მიაწოდეთ დამხმარე მასალები, რამაც შესაძლოა გაუადვილოს საქმე, გაუმრავალფეროვნოს ალტერნატივები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

რჩევა N4 _ გუნდის წევრების წინაშე დააფიქსირეთ, რომ ეს ადამიანია ამ დავალებაზე პასუხისმგებელი და წამახალისებლად ‘’უწოდეთ ამ საქმის მენეჯერი’’ განსაკუთრებით თუ დამწყები ახალგაზრდაა ეს გაუზრდის მუშაობის მოტივაციას და სიხარულით განაგრძობს მასზე დელეგირებულ საქმეზე მუშაობას;

რჩევა N5 _ ბოლო წუთამდე აქტიურად ეკონტაქტეთ და აუმაღლეთ პასუხისმგებლობის გრძნობდა, რომ არ დაავიწყდეს, როგორ და რა ვადებში უნდა მოგცეთ საბოლოო შედეგი, აგრძნობინე, რომ არ დაგვიწყებიათ და ელოდებით მისაგნ როგორც შედეგს ასევე ამ ადამიანის პასუხსიმგებლობის დონის განსაზღვრას;

რჩევა N6_ მიახვედრეთ, რომ თქვენ მოლოდინი გაქვთ არა უბრალოდ კარგის არამედ სუპერ შედეგის;

რჩევა N7_ ბოლოს, ერთ დღესაც ყველაფერი დაივიწყეთ! მაშინ როცა დასრულებული საქმე უნდა ჩაიბაროთ და აღნიშნულმა თანამშრომელმა თავისი მუშაობის შედეგები უნდა წარმოგიდგინოთ, დიახ, აი ასე მარტივად, ყველაფრის ახსნა განმარტების გარეშე, მთლიანი გუნდის წინაშე დააფიქსირეთ, რომ ეს კონკრეტული საქმე საერთოდ აღარ არის ასე მნიშვნელოავნი და პრიორიტეტული კომპანიისთვის და რომ ამ საქმის განხილვა, არცერთ დონეზე აღარ არის საჭირო. ხოლო ამ ადამიანის თავიდან მოშორების მიზნით, სხვასთან გადაამისამართეთ.

შედეგი?

შედეგი ყველასათვის ნათელია, ამ დროს ამ ადამიანის ღირსება ილახება, რჩება იმედგაცრუეკბული, ეკარგება შრომის მოტივაცია, რადგან იცის რომ მის შრომას ვერ ხედავენ და არ აფასებენ, ვერ ხვდება სად დაუშვა შეცდომა შესაბამისად რჩება გაურკეველობაში, რადგან ვერ მიიღო ხელმძღვანელის მხრიდან საკმარისი უკუკავშირი, კარგავს მისდამი ნდობას, რომელიც ასე საჭიროა ნებისმირი დონის ურთიერთიეთობისთვის და ა.შ უკიდურეს შემთხვევაში კი ისინი სამსახურს ტოვებენ.

თუმცა სამსახურიდან წავსლა ერთადერთი გამოსავალი არ არის და სხვა ალტერნატივებიც არსებობს. საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც ყველაზე რთული გამოწვევა და ამავე დროს, ახალი შანსი, რომელიც იმდენად ჭკვიანურად უნდა გამოვიყენოთ, რომ ყველაფერი ისევ ჩვენს სასიკეთოდ დასრულდეს.

მსოფლიოს სხვა და სხვა ცნობილი მენეჯერები ასეთი დონის რთული სიტუაციიდან რამდენიმე კრეატიულად გამოსავალს გვთავაზობენ, რომელიც მინდა თქვენც გაგიზიროთ:

*დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა რატომ მოხდა ასე და სად დაუშვით შეცდომა? აჩვენებთ, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ საქმეზე და აანალიზებთ, რომ ჩვენს ცხოვოვრებას და მიღებულ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მართავთ.

*აუცილებლად უნდა გააგრძელოთ თქვენი საქმე, თანაც უფრო მეტი მონდომებით_ აიღეთ ახალ პროექტებზე პასუხისმგებლობა და ისეთი მაღალი შედეგები აჩვენეთ, რომ ყველა გაოცდეს თქვენი შრომისმოყვარეობით და ბრძოლის ჟინით.

*გამოიყენეთ ყოველი ასეთი შემთხვევა კარგ გაკვეთილად _ დაფიქრდით და გაანალიზეთ, რა მოხდა და რატომ? აუცილებლად გააკეთეთ ასეთი შემთხვევების წერილობითი ანალიზი- თქვენი ყოველდღიური მოქმედებების წერილობითი აანალიზი, ყოველი მარცხის ან გამარჯვების აღნიშვნა, სულ მოკლე ხანში ფასდაუდებელ პრაქტიკულ ცოდნას დაგიგროვებთ და დაგეხმარებთ დააჩქაროთ გამოცდილების მიღება

*გარისკეთ გააკეთოთ_ თუ თქვენ რჩებით ამ სამსახურში, მაინც ძალიან აფასებთ თქვენს უფროსს და გსურთ აპატიოთ ესეთი შეცდომა, მაშინ ვალდებული ხართ გადადგათ ერთი გაბედული ნაბიჯი და როგორც ნამდვილ მეგობარს დაანახო მას თავის ასეთი შეცდომა-ნებისმიერი საკითხის მოგვარება სწორი კომუნიკაციით მიიღწევა. მასთან პირისპირ საუბრით თქვენ ძალიან ბევრ რამეში გაერკვევით და მიხვდებით საერთოდ ღირს თუ არა იმ კომპანიაში დარჩენა.

ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ ვართ ადამიანები და მერე ჩვენი წოდებები, ამის გაანალიზება ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ზოგადად, ცხოვრების ხარისხს ბევრი, რამ განსაზღვრავს და ერთ-ერთი ფაქტორი ის ადამიანებია, ვინც ჩვენს გარშემოა, სწორედ ამიტომ, არ აქვს მნიშვენელობა ვინ ვართ და სად, რა თანამდებობაზე ვმუშაობთ, ყოველთვის უნდა ვეცადოთ რომ ჩვენს გვერდით ყოფნა და მუშაობა სხვებისთვის სასიამოვნო იყოს, როგორც ხელმძღვანელისთვის ასევე თანმაშრომლების მხრიდან. ხოლო ამ სტატიაში მოცემული შეცდომები ეცადეთ, რომ თქვენ არასოდეს დუშვათ.

მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s