8 სარგებელი, რომელსაც მიიღებთ თუ თქვენს ოცნებებს ბოლომდე მიჰყვებით

სამწუხარო რეალობაა, რომ ადამიანთა უმეტესობა იშვიათად აღწევს იმ ოცნებებს, რომლებზეც ჯერ კიდევ ბავშვობიდან ოცნებობდა. გიკითხავთ ოდესმე საკუთარი თავისთვის, რა მოხდებოდა თუ გაბედავდით და გაჰყვებოდით თქვენს ოცნებას?

ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ყოველდღიური რუტინული საქმეები, გადასახადების გადახდა და სამსახურში მუშაობა, ცხოვრების  ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია.ვდარდობთ იმის შესახებ, რა მოხდება ხვალ, იმის ნაცვლად, რომ ვიყოთ ბედნიერები დღეს, დღევანდელი დღით.

იცით, რა მოხდება თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას გავყვეთ ჩვენს ოცნებებს და მათ მისაღწევად ყოველდღე რაღაცას გავაკეთებთ?

გაინტერსებთ რა ცვლილებებს შეგიძლიათ ელოდოთ საკუთარი თავისგან და სამყაროსგან თუ ოცნებებს გაჰყვებით?

1.გექნებათ  ღირებული მიზანი ამ ცხოვრებაში

თქვენ შეიძლება გსმენიათ, რომ  ოცნების ახდენის შესაძლებლობის გამოა ცხოვრება საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლეა, ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ყველასათავის ინდივიდუალურია. რეალურად, რომ გეყოს სიმამაცე და გაჰყვე ოცნებებს ეს გაძლევს ცხოვრებისეულ მიზნებს და შენს ცხოვრებას ღირებული საზრისი ეძლევა. აფასებ სიცოცხლეს და ხვდები, რომ ცხობვრება მშვენიერია.

როდესაც გაქვს ცხოვრებაში მიზნები ეს არის ერთის მხრივ საინტერესო და მეორეს მხრივ საშიში მდგომარეობა. რატომ საშიში? თუ დანებდები და ვერ მიაღწევთ მიზნებს, ყოველთვის გექნებათ სინანულის გრძნობა, რომ შენ რაღაც ვერ შეძელი, მაგრამ რადგან თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, ესე იგი თქვენ განსაკუთრებული ხართ და თქვენ ყველაფერს შეძლებთ. დიახ, თქვენ ხართ განსაკუთრებული, რადგან ჩევულებრივი ადამიანი, ჩვეულებრივ ასეთ სტატიებს გვერდს ჩაუვლიდა და არც არასოდეს წაიკითხავდა…

როცა გაქვთ ცხოვრებაში მიზნები, ესე იგი თქვენ გაქვთ რაღაც კონკრეტული და მნიშვნელოვანი საქმეები, რომელსაც დიდი თავდაჯერებულობით და მოტივირებული აკეთებთ, მაგრამ როგორც კი მიზანს დაკარგავთ, გპირდებით, სწორედ ამ დროს მთვრდება ადამიანის საინტერსო ცხოვრების პერიოდიც. ადამიანები, რომლებიც მიჰყვებიან თავიანთ ოცნებებს, არიან თავდაჯერებულები  საკუთარ თავში და თავიანთ მიზნებშიც. არაფერი დგას მათსა და მათ მიზნებს შორის. ისინი იმარჯვებენ იქ, სადაც სხვებმა ვერც კი გაბედეს ოცნება.

2.გახდებით უფრო თავდაჯერებული

როდესაც გაჰყვებით თქვენს ოცნებას, ყველაფერი რასაც გააკეთებთ იქნება თქვენი თავდაჯერეულობის და სიმამაცის შედეგი. თქვენ ეს შეიძლება თავდაპირველად ვერ შენიშნოთ, მაგრამ ადამიანები თქვენს გარშემო ამას აუცილებლად შენიშნავენ და მათთვის თქვენი  თავდაჯერებულობა და გამბედაობა მამოტივირებელი და შთამაგონებელი იქნება.

გადაწყვეტილებებისადმი  თავდაჯერებულობა არის ის, რაც ჩვენ მეტწილად გვაკლია. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ იმოქმედოთ იმის მიხედვით, თუ სად გინდათ იყოთ წლების შემდეგ, ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულე და მისი გადალახვა, იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, დიდი  მიზნებს მისაღწევად.

3.იქნებით მისაბაძი ადამიანი

თქვენ ალბათ ბევრი რამ გსმენიათ ცნობილი სამოტივაციო და შთამაგონებელი სპიკერების  ნიკ ვუიჩიჩის და რობინ შარმას შესახებ. ეს ადამიანები, სულიერი გურუები არიან, ისინი  დიდი ცხოვრებისეული ტრამვებით მოვიდნენ და მას შემდეგ აღმოაჩინეს  ცხოვრების მთავარი მიზანი. მას შემდეგ ყველაფერი რასაც ისინი აკეთებდნენ, მათ ოცნებებიდან  და მიზნებიდან გამომდინარეობდა.

თუ თქვენ გაჰყვებით თქვენს ოცნებებს და დაიწყებთ ცხოვრებისეული მიზნების წარმატებით მიღწევას, მალე გახდებით სხვებითვის მისაბაძი და მამოტივირებელი პიროვნება, იმ გარემოში სადაც თქვენ მოღვაწეობთ. ადამიანები სხვაგვარად მოიქცევიან თქვენთან და რჩევებისთვისაც თქვენ მოგმართავენ.

ადამიანი, რომელიც ფლობს გავლენას საზოგადოების დიდ ნაწილზე, უნდა იყოს ბევრად ფრთხილი და წინდახედული, რადგან ვალდებული ხარ  ყოველვის და ყველგან შექმნილი იმიჯის და რეპუტაციის მიხედვით იმოქმედო.

4.გაიღვიძებთ ენერგიულად

ვერსად ნახავთ და ვერსად წაიკიხავთ, იმის შესახებ რომ ადამიანი, რომელიც მიჰყვება ოცნებას იღვიძებს  დაღლილი ან  დარდობდეს იმაზე რომ არ იცის რა გააკეთოს  იმ დღეს.

ადამიანები, რომლებიც მიჰყვებიან ოცნებას დილით  ენეგიულად იღვიძებენ და დიდი ენთუზიაზმით მოქმედებენ. ძილი მათთვის მხოლოდ ენერგიის შევსების გზაა, რათა უკეთესად იმუშაონ მიზნის მისაღწევად და უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

ეს შეგიძლიათ თქვენც შეამოწმოთ და ნახავთ, რომ დაღლილი და უხასიათოდ არასოდეს იქნებით თუ გააკეთებთ იმას, რის კეთებაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდით.

 5.იპოვნით საყვარელ საქმეს

როდესაც მიჰყვებით თქვენ ოცნებებს საკუთარ თავში აღმოაჩენთ ახალ ტალანტს, ნიჭს და ახალ საყვარელ საქმეს, ჰობს. რომელიც აქამდე უბრალოდ დაფარული იყო და ეს აღმოჩენა თქვენთვის ძალიან კარგია, რადგან თქვენ აუცილებად დაგჭირდებათ ახალი უნარები და ცოდნა, რომ თქვენი ოცნება რეალობად აქციოთ.

აკეთეთ საყვარელი საქმე და გააკეთეთ ისეთი, რამ რის კეთებაზეც აქამდე არასოდეს გიფიქრიათ. ამით ბევრ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიიღებთ.

და თუ თქვენ უკვე ოცნებობთ რაღაც ახალი და საინტერესოს კეთებაზე, რატომ დღეიდან არ დაიწყებდით?

6.გახდებით სულიერად ძლიერი

თქვენი ოცნებები თქვენმა სულმა შობა და თქვენი მიღწევებისთვის აუცილებელი გენერალური გეგმების საფუძველია.

ოცნებები სულიერი გამოვლინებებია და მათ განსხვავებული მნიშვნელობა  აქვთ მატერიალურ სამყაროში. ადამიანები, რომლებიც სავსეა ოცნებებით და მიჰყვებიან ოცნების გზას, სადაც არ უნდა წავიდნენ ყოველთვის უპირატესობას ფლობენ, მოიზიდონ მატერიალურ ცხოვრებაში ისეთი შანსები, რომლებიც  მხოლოდ იღბლიანი ადამიანების პრივილეიგიაა.

7.შეხვდებით და გაიცნობთ ახალ ადამიანებს

მსგავსი იზიდავ მსგავს ამიტომ, ლოგიკურია მეოცნებე ადამიანი შეხვდეს მეოცნებეს. როდესაც თქვენ მიჰყვებით თქვენ ოცნებებს, დიდია შანსი რომ შეხვდებით ახალ თანამოაზეებს. ადამიანებს, რომლებიც თქვენს მსგავსად ცხოვრობენ, ფიქრობენ და მოქმედებენ. შეხვდებით ბევრ ახალ ადამიანს და შეიძლება ცხოვრების მეგობრებიც კი შეიძინოთ.

ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულნი და შეუპოვრები არიან თავიანთ ოცნებებში, იზიდავენ ერთმანეთს და ეხმარებიან ერთმანეთს ერთი შეხედვით მიულონდელ სიტუაციებში.

8.დაივიწყებ წარსულ იმედგაცრუებებს

ყოველი დღე, ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების შანსია.

საუკეთესო სარგებელი რაც აქვს ოცნებების კვალდაკვალ ცხოვრებას არის ის,რომ თქვენ უბრალოდ დრო და მიზეზი აღარ გაქვთ იდარდოთ წარსულზე, სინანულზე და იმედგაცრუებებზე. სწარაფადვე მიხვდებით, რომ ნებისმიერი უთანხმოებმა ოჯახის  წევრებთან, მეზობლებთან ან მეგობრებთან,  უაზროდ დროის და ენერგიის კარგვაა.

თქვენ ძალიან ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი თქვენი მიზნების მისაღწევად და ოცნების ცხოვრების მისაღებად. ამიტომ დროის და ენერგიის ხარჯვა იმ წყენებზე, რაც წარსულში დარჩა უაზრობაა.

იფიქრეთ და ფოკუსირდით თქვენს მიზნებზე და ოცნებებზე. იაზროვნეთ პოზიტიურად და არავის და არაფერს მისცეთ უფლება დაარღვიოს თქვენი ენთუზიაზმი, პოზიტიურობა და განწყობა.

მომავალი ამოუცნობია

რამ შეიძლება გახადოს თქვენი ოცნება მიმზიდველი თუ არა ისეთმა პოზიტიურმა  მომავალმა, რომელიც აქამდე არასოდეს გქონიათ? როცა თქვენ ყოველ დღე  იღვიძებთ ბედნიერი და ენერგიით სავსე, გიბრწყინავთ თვალები და ხართ ბედნიერი, რომ სწორდ გზაზე ხართ.

მიუხედავად ყველაფრისა მნიშვნელოვანია იყოთ რეალისტი და სწორად შეაფასოთ რეალობა და თქვენი შესაძლებლობები. დასახული მიზნისთვის ყოველ დღე თითო ნაბიჯის გადადგმა და მცირე მიზნების მიღწევა გამოგარჩევთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მხოლოდ ოცნებობდენ და მათ მისაღწევად არაფერს აკეთებენ.

გააქვთ ოცნება? მიჰყვებით მას? ისახავთ მიზნებს? მოქმედებთ გეგმის მიხედვით ყოველდღიურად? თუ ასე, თქვენ ნამდვილად მიაღწევთ წარმატებას, რომელიც ადამიანებისთვის შთამაგონებელ ისტორიად დარჩება. გახსოვდეთ, ყოველდღიური და შეუპოვარი შრომით,მიუღწეველი ჯილდოები არ არსებობს.

აი,  სწორედ ამ მიზეზების გამო უნდა გაჰყვეთ ოცნებებს.

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ  ოცნებები სრულდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბუნება არ დაგვაჯილდოებდა მეოცნებე ხასიათით.

წყარო:www.learning-mind.com

მარიამ შარიქაძე

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s