როგორ იწყებენ დილას ყველაზე წარმატებული ადამიანები – ელონ მასკი, რიჩარდ ბრენსონი, ჯოფ ბეზოსი და სხვები

ალბათ დამეთანხმებით, რომ ბედნიერი დღის საწინდარი, სწორად დაწყებული დილაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ამ სტატიაში გაგაცნოთ მსოფლიოში ყეველაზე წარმატებული ადამიანების დილის რიტუალები და ამით კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ,რომ წარმატებულ ადამიანებს წარმატებული ჩვევები ახასიათებთ. მაგალითად, მარკ ტვენის თქმით უმჯობესია, თუ დილიდანვე ცოცოხალ ბაყაყს მივირთმევთ და შემდეგ, მთელი დღე აღარაფერზე აღარ ვინერვიულებთ, რადგან ამაზე უარესი უკვე აღარაფერი მოხდება.

Richard Branson_იგი განმარტავს თუ რატომ დგება ყოველ დღე დილის 5 საათზე: ‘’ ამ დროს მე შემიძლია ვივარჯიშო და მეტი დრო გავატარო ჩემი ოჯახის წევრებთან. ყველაფერი ეს ჩემის საქმის დაწყებამდე საოცარ განწყობას მიქმნის.’’

Jack Dorsey_ ‘’Square’’ და ‘’Twitter’’ -ის დამფუძნებელს დილა 5 საათზე იწყება, 30 წუთი მედიტაციას უთმობს და ვარჯიშის დასრულების შემდეგ ყავას იმზადებს და მიირთმევს. მისი თქმით, ეს საკუთარ თავზე, მიზნებსა და გეგმებზე ჰარმონიულად ფიქრში ეხმარება.

Tory Burch_ მისივე სახელობის მარკის დამფუძნებლის დილა 5:45 წუთზე იწყება. დილიდანვე ამოწმებს მეილებს, ზრუნავს თავის 3 ვაჟზე და 45 წუთი ვარჯიშს უთმობს. დილით იგი სწრაფად მომზადებას ანიჭებს უპირატესობას, ამიტომ სახლიდან ხშირად ნოტიო თმითაც კი გადის. თმა ბუნებრივად შრება და ასე უფრო ბუნებრივადაც გამოიყურება…

Arianna Huffington_ იგი სრულფასოვან ძილის ერთგულია. იმისათთვის, რომ არიანამ კარგად დაისვენოს და გამოიძინოს მას სრული 8 საათი სჭირდება. დილას კი ყოველთვის მედიტაციით იწყებს.

Steve Jobs_ 2005 წლის სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამოსვლისას მან თქვა თუ რას ეკითხება ყოველ დილით საკუთარ თავს: ‘’ დღეს რომ ჩემი ბოლო დღე იყოს, მომინდებოდა თუ არა იმის გაკეთება რასაც დღეს ვაპირებ? და როდესაც ამ კითხვას მიყოლებით ბევრი დღის მანძილზე უარყოფითი პასუხი აქვს, ვხვდები რომ რამე უნდა შევცვალო.’’

Benjamin Franklin_ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი დამფუძნებელი და მეცნიერი. 1791 წელს როდესაც მან თავის ბიოგრაფია დაწერა, აღნიშნა, რომ ყოველ დილით უნდა: ‘’ადგე, დაიბანო და მადლიერი სიტყვებით ღმერთს მიმართო’’ მას მიაჩნია, რომ ადრე ადგომა-ეს ბუნებრივი, სოციალური დ რელიგიური მოვალეობაა.

Michelle Phan_ ინტერნეტ ვარსკვლავი და კომპანია ‘’IPSY’’- ის დამფუძნებელი ამბობს, რომ დილის 5:30 წუთიდან იწყებს და თავიდანვე youtobe არხზე მომხმარებლების მიერ დატოვებულ კომენტარებს ინდივიდუალურად პასუხობს.

Elon Musk_ცნობილი Space X-სა და Tesla-ს დამფუძნებელი თავის დროს ლოს-ანჯელსა და Bay area-ს შორის ატარებს. დილის 10 საათიდან უკვე მისი პირველი ზარები ჟურნალისტებთან და სამსახურის კადრებთან იწყება.

Gary Vaynerchuk_ Vayner Media-ს დამფუძნებელი დილას 6 იწყებს და აბაზანის შემდეგ იგი სიახლეებს ეცნობა. სახლიდან გასვლამდე 5 წუთით შვილებს ემშვიდობება და მანქანის მართვისას, ოჯახის წევრებს ესაუბრება.

და ბოლოს, Jeff Bezos_ ამაზონის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ყოველ ღამე 8 საათი სძინავს ხოლო დილით შეხვედრების ნაცვლად მეუღლესან ერთად საუზმეს ამჯობინებს.

მარიამ შარიქაძე
წყარო:www.businessinsider.com

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s