როგორია ცხოვრება როცა გიყვარს შენი საქმე და მიზნები

წლების წინ, როცა  მკითხეს ყველაზე მეტად რა გიყვარსო? პასუხად ბევრი რამ გავამზადე… მაგრამ კარგად რომ დავფიქრდი, დიდი სიამაყით ვუპასუხე, ”ყველაზე მეტად ჩემი საქმე და ჩემი მიზნებითქო” და ასეა დღესაც. რადგან, სწორედ ჩემი ცხოვრებისეული მიზნებია რაც ჩემს ცხოვრებას რეალურად მთავარ საზრისს აძლევს და ამ მთავარი მიზნის გარშემოა შემოკრებილი ყველა ჩემი ფასეულობა, მომავლის ხედვა და პერსპექტივებიც, ამ მიზნის გარშემოა ფოკუსირებული ჩემი გონება, გული, სული და მთლიანად ჩემი ენერგია.

სწორედ ეს მაძლევს მომავლის დიდ იმედს, ამ მიზნის გამოა, რომ მიხარია ყოველი ახალი დღე-ახალი და სასიამოვნო გამოწვევების დრო… ამ მიზნების მიღწევის გამო ღირს დავთმო ჩემი ახლანდელი ცხოვრება, რომ მომავალში მივიღო ის, რაც მინდა და მომწონს…

ალბათ, იცით რა სასიამოვნოა, როცა ყოველდღე ხდება პატარ-პატარ სასწაულები, რომლებიც პრინციპში ისევ და ისევ შენს მიზანს გაახლოებს და როცა აცნობიერებ, რომ შეგიძლაი ამ პატრ-პატარა სასწაულების დანახვა, დაფასება და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა…

ეს ის მიზანია, დილით ლოგინიდან სიხარულით და ენერგიით სავსეს რომ წამოგახტუნებს….და აკეთებ საყვარელ საქმეს… და ამით კიდევ უფრო უსაზღვროდ ბედნიერი ხარ…  ჩემი მიზანმიმართული, ყოველდღიური მოქმედება ჩემი ახლანდელი და მომავალი ცხოვრების მთავარი დამაკავშირებელი ხიდია… დიახ, მე იგი მიყვარს და გადაჭარბებულად თუ არ ჩამითვლით გეტყვით, რომ მე ეს სიყვარული და მისდამი ერთგულება მაძლიერებს! ხომ გახსოვთ ენტონ რობინსის სიტყვები: ”თუ არის მიზანი, იქნება ენერგიაც, რესურსებიც და შთაგონებაც…” სწორედ ეს არის ყველაზე მაგარი, როცა გაქ ღრმად სასურველი მიზანი, არასოდეს იგრძნობ ენერგიისადა შთაგონების ნაკლებობას… და გამოდის რომ, მე და ჩემი მიზანი ყოველთვის ერთმანეთს ვაძლიერებთ. თავის მხრიდან ის მაძლევს ყველაფერს: შთაგონებას, რესურსებს, დრაივს და ყოველდღე პატარ-პატარა შანსებს, ჩემი მხრიდან კი რჩება ერთადერთი რამ – მ ო ქ მ ე დ ე ბ ა!!! მოქმედება ყოველდღე, მოქმედება და გუშინდელის გაუმჯობესება…

და რომ არა ჩემი დიდი მიზანი, ეს ყოველივე მერწმუნეთ ჩემთვის უბრალოდ რუტინა გახდებოდა.  მე მიყვარს ჩემი ცხოვრებისეული მიზანები და  ადამიანები, ჩემი საყვარელი საქმის  გარშემო. მიყვარს და მის ერთგულად ვრჩები დღემდე და ვთვლი, რომ ჩვენიდან გაცემული  სიყვარულიც და პოზიტივიც ყოველთვის უკან გვიბრუნდება ბუმერანგივით.  წარმატებულ და სიყვარულით სავსე დღეებს გისურვებთ ძვირფასო მკითხველებო. ❤ 

სიყვარულით

სამოტივაციო ბლოგერი – მარიამ შარიქაძე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s