რატომ და რისთვის ვწერ…

მე ყოველთვის ვწერ ადამიანებზე, რომლებიც ჩემს სულს შეეხნენ და ვისაც რა შეეძლო ის დამიტოვა…მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ არსებობთ და გამოჩნდით ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

სწორედ თქვენ ყოფილხართ და ხართ ჩემი შთაგონების და წერის სტიმულის წყარო და თქვენ რომ არა, არ მეცოდინებოდა არც სიყვარულის და არც მრავალფერადი ღალატის გემო… არც მეგობრობის და არც უამრავი იმედგაცრუების სახე.

უთქვენოდ, მე ვერ მივიღებდი ცხოვრებისგან იმ გაკვეთილებს, რომელმაც გამზარდა და დღევანდელ დღემდე ასე მომიყვანა… თქვენ, და კიდევ ბევრი უცნობი ჩემი მკითხველი, ხართ სწორედ ის ადამიანები, რომლებისთვისაც ყოველ ღამე ვფიქრობ, როგორ დავალაგო სიტყვები და მოვიტანო ჩემი სათქმელი ისე, რომ მოვიდეს გულთან ახლოს, დაიმუხტოთ პოზიტივით და ცხოვრების სტიმული შეგემატოთ. დილა იწყება ფიქრით – როგორ, და რის გაზიარებით ვიყო მეტად სასარგებლო თქვენთვის და მათთვის, ვინც მწერთ, რომ თუნდაც ჩემმა ერთმა სიტყვამ რაღაც სასიკეთო გავლენა მოხდინა თქვენში.

მინდა ასევე მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანებს მიმართ, რომლებმაც ბრძოლა და წინსვლა აირჩიეთ, მაშინ როცა ყველას ეგონა რომ საბოლოოდ დამარცხდით და ყველაფერი დამთავრდა. ვინაც გაუძელით და ცხოვრების სირთულეებმა ვერ დაგაჩოქათ.
ვისთვისაც სიტყვა ‘’არა’’ არ არსებოს და ხართ ბრწყინვალე მაგალითი, რა ხდება როცა ცხოვრებაში არასოდეს ვნებდებით!

დღეს სწორედ თქვენნაირები სჭირდება სამყაროს რაც შეიძლება მეტი და საბედნიეროდ მე ვარ მრავალთაგან ერთ-ერთი ის, ვინც თქვენ შესახებ ამბები სხვებს უნდა გაუზიაროს და შთააგონოს მკითხველები იმოქმედონ, გაჰყვნენ ოცნებებს და ირწმუნონ თუ შეძლეს სხვებმა, შეძლებენ ისინიც!

მიყვარხართ ❤

სამოტივაციო ბლოგერი
– მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s