ტოპ 6 მიმართულება, რომელშიც ღირს ინვესტირება

არსებობს ბევრი ისეთი რამ, რომელსაც შეუძლია დააჩქაროს თქვენი განვითარება და გაგიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი. ამ სტატიაში კი მოცემულია 6 ყველზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელშიც ღირს ინვესტირება ღირს  უკეთესი ცხოვრებისთვის 

1. პერსონალური შემოსავალი – პირველ რიგში, თუ თქვენ არ ზრუნავთ, თქვენს პირად შემოსავალზე, მაშინ ყველაფერი რისი მიღწევაც გსურთ გართულდება, იმიტომ, რომ თქვენ ვერ დაიკმაყოფილებთ პირველად მოთხოვნილებებსაც კი. განავითარეთ უნარი, რომ მართოთ თქვენი საკუთარი ბიუჯეტი, ხარჯები და დანაზოგები. თანხების დაზოგვა მოგცემთ საშუალებას იზრუნოთ თქვენს ოჯახზე, გადაიხადოთ გადასახადები და ჩადოთ ინვესტიაცია ისეთ რესურსებში, რომელიც თავის მხრივ დაგეხმარებათ მათ გაფართოებაში. ფული არ არის ერთადერთი, რაც თქვენ გაგხდით ბედნიერს ცხოვრებაში, მაგრამ ის არის მოქმედების ძირითადი საფუძველი და დამხმარე, მიაღწიოთ იმას, რაც თქვენ გსურთ.

2. ჯანმრთელობა – ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად აგრეთვე მნიშვნელოვანია გონებრივი ჯანმრთელობაზე ზრუნვა.  ძალიან ბევრი ადამიანიასთვის, ჯანმრთელობა არის მეორე ან მესამე ხარისახოვანი, მაშინ როცა ეს უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტული. დარწმუნებული იყავით, რომ ჯანმრთელი გონება და სხეული არის წარმატების მიღწევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები. ისინი დააჩქარებენ თქვენი მიზნების მიღწევას. ჯანმრთელობა გაძლევთ ენერგიას და ფუკუსირებას მკაფიო ფიქრებზე.

3. მენტორი – მენტორს შეუძლია თქვენი ცხოვრების მიმართულება და ტრაექტორია
შეცვალოს. თქვენ უნდა იპოვოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც დღეს არიან იქ, სადაც თქვენ გინდათ მოხვედრა. ეს არის ფასდაუდებელი რამ და მათ შესახვედრად, ქვეყნის საზღვერების გადაკვეთაც რომ დაგჭირდეთ, თქვენ ეს უნდა გააკეთოთ და იპოვოთ ისინი.
რაც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი, ბიზნესის დაწყება, საოცნებო სამსახურში გადასვლა, ან უბრალოდ ცხოვრების დანიშნულების პოვნა, ამ შემთხვევაში ინვესტიციის ჩადება მენტორის მოძიებაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მენტორი შეიძლება იყოს რომელიმე გმირის ბიოგრაფია, ონლაინ პროგრამები და წიგნები, რომლებიც გაძლევენ საშუალებას ისწავლოთ, როგორ ფიქრობდენენ და იღებდნენ გადაწყევეტილებებს ისინი, ვინც შექმნა წარმატებული კარიერა.

4. წიგნები – წიგნები ყოველთვის ძალიან სასარგებლოა. თუ თქვენ არ გაქვთ პირდაპირი წვდომა მენტორთან, მაშინ წიგნებში ინვესტირება მით უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელია თქვენთვის. ჩადეთ ინვესტიცია წიგნებში, რომლებიც გაპოვნინებთ საკუთარ თავს და ნახავთ, რომ გყავთ რამდენიმე, მენტორი, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომია თქვენთვის. წიგნებში ინვესტირება არის ერთ-ერთი მეთოდი, როდესაც მათი ყიდვით თქვენ უფრო მდიდარი ხდებით და იღებთ უდიდეს უკუგებას.

5. ენების შესაწავლა – გლობალიზაციის ზრდასთან ერთად. ერთი ან ორ ენაზე
საუბარი უკვე საკამრისი აღარაა. მიზეზი, რის გამოც ადამიანთა უმატესობა არასოდეს სწავლობს ენას ესაა – დროის ნაკლებობა. ჩვენი რჩევაა, რომ შეამოწმოთ ენის შემსწავლელი საიტები, რომელიც სპეციალურად შექმნილია ძალიან დაკავებული ადამიანებისთვის. სხვადასხვა ონლაინ პროგრამები, საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს, ნებისმიერი ენა, ონლიან გაკვეთილების მეშვეობით სახლიდან გაუსველად.

6. ცხოვრების ან ბიზნეს ქოუჩი – ქოუჩი ( მწვრთნელი) მენტორისგან განსხვავდება.
მენტორთა უმეტესობას არ შეუძლია გამოყოს ინტენსიურად დრო, რომ დაგეხმაროთ თქვენი მიზნების მიღწევაში, ხოლო ქოუჩი  სპეციალური ტექნიკების მეშვეობით 100% -ით გეხმარებათ დასახული მიზნის მიღწევაში.

ქოუჩის კიდევ ერთი სარგებელი არის ის, რომ შეუძლია სრულიად მიკერძოების გარეშე, გარედან დაგანახოს პერსპექტივები, რომელსაც შესაძლოა თქვენ ვერ ხედავდეთ და რომლის დანახვაც ხშირად ძალიან რთულია მუშაობის დროს. თქვენი ინვესტირებული თანხა ბრწყიბნვალე ქოუჩში, ყოველთვის უკანვე დაგიბრუნდებათ გაორმაგებული სარგებელით.

ქოუჩინგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ცხოვრებით და კარიერით, მას ასევე შეუძლია დაგეხმაროთ სწორად მართოთ თქვენი ბიზნესი, გაზარდოთ გაყიდვები, დაგეხმაროთ გააუმჯობესოთ თქვენი ჯანმრთელობა და ფიტნეს მდგომარეობა.

წყარო: http://www.lifehack.org
მარიამ შარიქაძე

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s