მთავარი განასხვავება წარმატებულ და საშუალო ადამიანებს შორის

რისგან შედგება ჩვენი ცხოვრება? ეს არის ჩვენი ჩევები და პასუხისმგებლობები, ხოლო იმის მიხედვით სად ვართ დღეს და რა შედეგებს მივაღწიეთ ან ვერ მივაღწიეთ გამომდინარეობს ამ ორი კომპონენტიდან. ამ სტატიაში მსურს ვისაუბრო წარმატებული და საშუალო ადამიანების ერთ-ერთ მნიშვნელოვან განმასხვავებელ ნიშანზე – თუ როგორ უყურებენ ისინი ცხოვრებას, როგორი განწყობით და მოლოდინებით ხვდებიან ყოველ გათენებულ დილას, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს მათი ცხოვრების ხარისხს.

ადამიანთა ერთი კატეგორია თვლის, რომ ცხოვრება შედგება პრობლემების და მათი გადაჭრის გზებისგან. მათთვის ყოველი ახალი დღე იწყება დარდით, წინა დღეს დაგროვებული და მოუგვარებელი საკითხების გამო. ამას ემატება კიდევ ახალი შესასრულებელი საქმეები და ყოველდღიური რუტინა. ასეთი ადამიანები როგორც წესი მთელი დღე გაურბიან რთული და ამვე დროს მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას და ცდილობენ გადადონ სხვა დროისთვის ეს კი მალე გადადის მავნე ჩვევაში, რომელიც აფერხებს ადამიანს მიაღწიოს რამე წარმატებას ცხოვრებაში. დღის ბოლოს მათ აქვთ ძალიან ცოტა შესრულებული საქმე და არაპროდუქტიულად დახარჯული დრო. 

სად არის გამოსავალი? გამსავალი დრის სწორად განაწილებასა და  ჯანსაღ დასვნებებაშია. დასვენებაში იგულისხმება არა სამუშაოს არ გაკეთება, არამედ გარემოს, ჰაერის, ყოველდღიური მოქმედებების რადიკალური შეცვლა. აიღე თუნდაც ორი დღე, გაემგზავრეთ შორს სახლიდან, სამსახურიდან, გადით ბუნებაში, გამორთეთ ტელეფონი, მოშორდით სოციალურ ქსელებს, მიირთვით ის რაც გიყვართ, გამოიძინეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და აჩუქეთ საკუთარ თავს ორი ბედნიერი დღე. ადამიანებს ჰგონია, რომ რაც უფრო მეტს იმუშავებენ, მით უფრო მეტს მიაღწევენ, თუმცა წარმატებულ ადამიანებს კარგად ესმით, რომ დასვენება ისეთივე მნიშვნელოვანია წარმატების მიღწევაში, როგორც შრომისმოყვარეობა.

წარმატებულ ადამიანებს თუ კარგად დავაკვირდებთ, ვნახავთ რომ ისინი პრობლემას ახალ გამოწვევად თვლიან, ყოველი ახალი დღე მათთვის შანსია ახალი მიღწევებისთვის და ახალი გამარჯვებებისთვის. ასეთი ადამიანები შესასრულებელ საქმეებს პრიორიტეტებად ჰყოფენ და მთელ გონებრივ და ფიზიკურ ენერგიას მათ შესრულებაზე ხარჯავენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წარმატებულებს საშუალო ადამიანებისგან განსხვავებული მოლოდინები აქვთ. მოელიან მეტს საკუთარი თავიდან და არასოდეს ავიწყდებათ იყვნენ მადლიერნი იმის რაც აქვთ.

თუ თქვენ არ გაკმაყოფილდებთ თქვენი არსებული მდგომარეობა, ცხოვრების რომელიმე სფეროში ცვლილებებისკენ საუკეთესო ნაბიჯი მადლიერიერებაა. მადლიერების საოცარ ენერგიას შეუძლია შეცვალოს თქვენი განწყობა, მოლოდინები, ემოციები და დაგიბრუნოთ საკუთარი სიძლიერი რწმენა. ამ ეტაპის წარმატებით გადალახვას მოჰყვება პოზიტიური აზროვნების ტალღაზე გადასვლა და მხოლოდ ამის შედეგ იწყება დიდი გარღვევები და წარმატებების მიღწევა ცხოვრებაში.  

გახსოვდეთ, ჩვენი რელობა ჩვენივე წარსული ფიქრების, ჩვევების და გადაწყვეტილებების შედეგია. არსებულის შეცლას კი დღეიდან ცვლიელებების დაწყებას შეუძლია. ცვლილებების დაწყებისთვის საუკეთესო დრო ახლაა. 

მარიამ შარიქაძე

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s