აი, რატომ დგება კრიზისი წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში

შენთვის გართულდა ცხოვრება, რადგან დაგავიწყდა საიდან დაიწყე და დაივიწყე როგორ მოხვედი იქ, სადაც დღეს ხარ. დაივიწყე ყოფილიყავი მადლიერი, იმის რაც ცხოვრებამ კარგი მოგიტანა.

გართულდა ცხოვრება, რადგან დაივიწყე ის ადამიანები, ვინც შენს გვერდით იყო მაშინ, როცა შენ გჭირდებოდა და დაივიწყე მაშინ, როცა საჭირო აღარ აღმოჩნდნენ შენს ცხოვრებაში.

გართულდა შენი ცხოვრება, რადგან გეგონა მუდმივად გაანათებდა მზე. ვიცი, ფიქრობდი ყოველთვის თბილი, მზიანი დღები გექნებოდა ცხოვრებაში და შორს მოისროლე ის ადამიანები, რომელთა გვედრში დგომით მოხვდი მზის ნათელ მხარეს.

გართულდა ურთიერთობები ხალხთან, რადგან დაივიწყე რა არის ნამდვილი ამ სამყაროში…. ნამდვილი და წმინდა გრძნობები, მეგობრობის, სიკეთის, სიყვარულის….

გართულდა ცხოვრება, რადგან ვერ აჯობე საკუთარ ეგოს. გეპატიებინა, მათთვის ვინც გულწრფელად ნანობდა ანდა თავად გეთქვა: ”მაპატიე, მე შენთან შევცდი.”

გართულდა ცხოვრება, რადგან ვერ შეძელი შეგენარჩუნებინა ის, ვინც შენში საუკეთესო მხარე იპოვა, გაამრავლა და გაგრძნობინა ნამდვილი ბედნიერება და სიყვარულის ლამაზი სურნელი…

დღეს შენს რეალობას უყურებ და ფიქრობ, რატომ? ან რისთვის? სად დავუშვი შეცდომა….? თუმცა შეცდომა შენი ერთადერთი შანსია გამოასწორო რეალობა, თქვა ის რაც არასოდეს გითქვამს… გააკეთო ის, რაც წლებია გაშინებს და ნაბიჯს ვერ გადგმევინებს….

გამოფხიზლდი და ნუ გგონია სულ დიდებაში იქნები. თუ ასე იაზროვნებ იცოდე, ამ დროს ბედნიერება ამოიწურება და დაიწყება ხილული კოშმარი.
გახსოვდეს, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, გამარჯვება დროებითი. ამიტომაც ღირსეული დამარცხება გერჩიოს უღირს გამარჯვებას.

როცა შენ ჭეშმარიტად გჯერა საკუთარი თავის და საკუთარი ნიჭიერების, როცა შენ ყველა ქმედებას სიყვარული ახლავს და მართალი ხარ ადამიანების წინაშე, მაშინ მშვიდად უნდა იყო და არაფრის არ უნდა გეშინოდეს. უნდა იზრუნო და მოიშორო შიში, თორემ აუცილებლად მოხდება ის, რისიც გეშინია და რასაც ეჭვობდი.

გეთანხმები, ზოგს შეუძლია ურთიერთობა ჰქონდეს მატყუარა, მისთვის საშიშ ადამიანთან, იმის გამო, რომ მისგან რაღაცას მოელის. ადამიანს ანგარება უბრმავებს სულს და იცოდე, სანამ შენში სინდისი, ნამუსი, სითბო და სიყვარული არ აღდგება ვერაფერი გადაგარჩენს.

მერწმუნე, სხვის დასანახად ბედნიერება, წარმატება და სიხარული ნამდვილი სულის დაავადებაა.
იცხოვრე ისე, რომ შენი შვილები გააბედნიეროს შენმა გაკეთებულმა სიკეთემ და ჩადენილმა საქციელმა…!

დიახ, მართალია ადამიანი უცნაური ფენომენია და შეიძლება შენ არ გადაგიხადონ მადლობა, მაგრამ შენ შვილებს აუცილებლად ეტყვიან რა გააკეთე ერთ დღეს….წლების წინ.

გახსოვდეს, სიყვარულშია სამყაროს საიდუმლოება. სიყვარულშია ცხოვრების საიდუმლო, სიყვარულშია საიდუმლოს გასაღები. სიყვარულშია ღმერთი… და ფუჭია ყველაფერი თუ გაგაჩნია სიძულვილის გრძნობა და ასე ცხოვრობ. სისასტიკეა, როცა სიცრუეში აცხოვრებ საკუთარ თავს.

ნებით ჩახედე სიმართლეს თვალებში, თორემ დრო იძულებულს გაგხდის, თვალი გაუსწორო სინამდვილეს. ეს უმძიმესი პროცესია.

და კიდევ, პასუხი – როგორ მოხვედი იცი დღემდე? შენ ვერ შეძელი გაგერჩია სიყვარული თამაშისაგან, ვერ შეძელი გებრძოლა და გადაგედა თუნდაც მთები მისთვის, მაგრამ მიმოიხედე გარშემო და სცადე, დათვალე ერთგული ადამიანები შენს გარშემო და გპირდები, რაც უფრო მეტ ადამიანს აღმოაჩენ შენს ირგვლივ, ვისაც ენდობი და ვინც გენდობა, მით უფრო ძლიერი პიროვნება ხარ და სწორად ცხოვრობ.

განაგრძე დაკვირვებულად ცხოვრება და იცოდე, თითოეული ადამიანი სკოლაა, დააკვირდი, გაიაზრე და ისწავლე. გახსოვს? ის ვინც, შენ ჭკვიანი გეგონა, როგორ იცხოვრა, სად არის და როგორ დაამთავრა ცხოვრება?

ადამიანი დააფასე მისი ცხოვრების წესით. რა წესით ცხოვრობს, რას და როგორ საუბრობს, რას და როგორ აკეთებს, რა წრეში ტრიალებს, რა ან ვინ დგას მის უკან. ეს ყველაფერია პიროვნების სარკე.

და ბოლოს, თუ ადამიანებს ატყუებ და იყენებ, აუცილებლად დაგანახებს ცხოვრება შენს უსამართლო საქციელს… აუცილებლად, ცხოვრება მოგექცევა ისე, როგორც იცხოვრე და ადამიანები მოგექცევიან ისე, როგორც მათ ექცეოდი შენ!

მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s