რატომ არ უნდა ვუსაყვედუროთ ადამიანებს, თუ ჩვენ წარმატებას არ იზიარებენ

რა საინტერსო ადამიანები ვართ მოკლედ. ალბათ შეგინიშნავთ, რომ ჩვენ ყოველთვის სხვებისგან ვითხოვთ გვერდით დგომას, მხარდაჭერას, გულშემატკივრობას, აღფრთოვანებას, პოზიტივს და აპლოდისმენტებს და გული გვწყდება თუ ერთ დღესაც საკმარისად ვერ მივეღებთ ამ ყველაფერს მათგან.

რა ხდება ამ დროს? მაშინვე გადავდივართ იერიშზე და ვადანაშაულებთ მათ შურშიანობაში, დაუფასებლობაში და ზოგჯერ ღალატადაც კი მივიჩვნევთ. და აი ასე მარტივად ვაკეთებთ არასწორ დასკვნებს ხალხზე, რომელიც შესაძლოა წლებია ჩვენს გვერდითაა მაგრამ უცებ შეიცვალა.

მაგრამ მოდით, სანამ ნაჩქარებ დასკვნებს გამოვიტანთ და  საკუთარ თავს დავარწმუნებთ ჩვენს სიმართლეში, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ თავი მათ ადგილზე. ჩვენ გარშემო არიან ჩვენი მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები, მეზობლები, კოლეგები და უბრალო ადამიანები, რომლებსაც  იქნებ დღეს, მათ უფრო სჭირდებათ ვინმეს გვერდით დგომა, გამხნევება ან უბრალოდ ბედნიერების გაზიარება და ეს ვინმე ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ. იქნებ მათაც აქვთ ცხოვრებაში რთული პერიოდები და თავს გრძნობენ ცხოვრებისგან გარიყულად? იქნებ მათაც აქვთ სამყარო, სადაც უამრავი ტკივილი და ბედნიერება ინახება? ჩვენ ხომ ყველანი ადამიანები ვართ? იქნებ მათი ტკივილია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვერ შეძლეს დღეს ჩვენით აღფრთოვანება?

გავიხსენოთ ჩვენ თვითონ ბოლოს როდის შევთავაზეთ ვინმეს დახმარება, როცა ერთი შეხედვითაც მივხვდით რომ საჭირო ვიყავით. როდის დავურეკეთ და მოვიკითხეთ ბებია და ბაბუა, რომელსაც დიდი ამაგი აქვს ჩვენზე გაწეული, გავიხსენოთ ბოლოს როდის დავუდექით გვედრით ჩვენს ნათესავებს, როგორ გავიზიარეთ მათი სიხარული ან მწუხარება? როდის ვაღიარეთ გულწრფელად ჩვენი მეგობრების წარმატებები და აღიარებები? რამდენჯერ გვითქვამს ოჯახის წევრებისთვის რომ ჩვენ ვამაყობთ მათით, რომ ვამაყობთ ჩვენი მშობლების გარჯით, რომ ვამაყობთ ჩვენი და-ძმების წარმატებებით და გამარჯვევებით?  ბოლოს როდის ჩავიკარით გულში და გაამხნევეთ ვინმე? ბოლოს როდის შევახსენეთ საყვარელ ადამიანს რომ ჩვენ მისი გვჯერა, ძალიან გვიყვარს და ვამაყობთ მისით?

და თუ ჩვენ კარგად დავფიქრდებით, გავაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ჩვენ არ  ვართ ის, ვისაც სჭირდება წარმატების აღიარება, ბედნიერების გაზიარება და სირთულეების დროს ადამიანების გვერდით დგომა.

რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, საკუთარ წარმატებაზე და ბედნიერებაზე, თუცა ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების არსებობა და თუ ერთ დღესაც ვინმე ჩვენს მოლოდინებს საკმარისად ვერ გაამართლებს, ნუ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას  გავბრაზდეთ მათზე და შევინახოთ გულში წყება,  გავებუტოთ ან საერთოდ ამოვშალოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების სიიდან. რადგან ერთ დღესაც შესაძლოა ჩვენც ვერ შეძლოთ საკმარისად გავამართლოთ ვინმეს მოლოდინი და სამწუხარო იქნება თუ სხვებიც ასე მარტივად გადაგვისვამენ წითელ ხაზს.

ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და არავინაა დაზღვეული იმ შეცდომებით, რომელიც დღეს ვიღაცას მოუვიდა და ჩვენ ამას ვერ ვპატიობთ.

ჩვენც უნდა მოვიკითხოთ ადამიანები, გაგვიხარდეს მათი წარმატება, გავიზიაროთ მათი ბედნიერება და საპასუხოდ ნუ შევიქმნით დიდ მოლოდინებს მათგან. ზოგი გამოხატავს ზოგო ვერა, მაგრამ თუ ჩვენ გვაქ ამბიცია ვიყოთ ადამიანი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს სხვებისგან აღიარებას, დაფასებას და გვერდით დგომას, ჯერ თავად გავხდეთ ასეთი.

მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s