ჯიმ რონის 30 დასამახსოვრებელი ციტატა

ჯიმ რონი – ცნობილი ამერიკელი ანტერპრენერი, ფილოსოფოსი და სამოტივაციო სპიკერი. რომლის დახმარებით მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანმა მიაღწია წარმატებას შეცვალა ცხოვრება უკეთესობისკენ.

1.”თქვენ ხართ საშუალო არითმეტიკული იმ ხუთი ადამიანისა, რომელთანაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ.”

2.’’წარმატებულ ადამიანებს დიდი ბიბლიოთეკა აქვთ, საშუალოებს დიდი ტელევიზორი.’’

3.’’განსხვავება, დღევანდელ თქვენ ცხოვრებას და 5 წლის შემდეგ შორის, დამოკიდებული იქნება იმ წიგნებზე, რომელსაც ამ პერიოდში წაიკითხავთ.’’

4.’’თუ არ გარისკავთ არაჩვეულებრივის მისაღებად, მიიღებთ ჩვეულებრივზე ნაკლებს.’’

5.’’ბედნიერება შემთხვევითობა არაა, ის არჩევანია.’’

6.’’დრო მეტად ღირებულია, ვიდრე ფული. მეტი ფულის გამომუშავებას ყოველთვის შესძლებთ, დამატებით დროს კი ვერასოდეს მიიღებთ.’’

7.’’ ფორმალური განათლება თავის რჩენის საშუალებას მოგცემთ, თვითგანათლება კი წარმატებამდე მიგიყვანთ.’’

8.’’ ჩვენ ყველანი ორი რამით უნდა ვიტანჯებოდეთ: დისციპლინის სიმძიმით ან სინანულით, რომ ყველაფერი არ გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო.’’

9.’’ან თქვენ გაუსწრებთ დროს, ან დრო გაგისწრებთ თქვენ.’’

10.’’რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო ნაკლების თქმა გჭირდება.’’

11.’’იზრუნეთ თქვენს სხეულზე, რადგან ეს ერთადერთი ადგილია სადაც ცხოვრება გიწევთ.’’

12.’’თქვენი ცხოვრება არ გაუმჯობესდება შემთხვევით, ის მხოლოდ ცვლილებებით გახდება უკეთესი.’’  

13.’’დატოვეთ სადილი თუ აღარ გინდათ, მაგრამ ნუ მიატოვებთ დაწყებულ წიგნს.’’

14.’’წიგნი, რომელსაც არ წაიკითხავთ, ვერ დაგეხმარებათ.’’

15.’’საკუთარ თავზე მეტი იმუშავეთ, ვიდრე სამსახურში საქმეზე მუშაობთ.’’

16.’’წარმატება არ არის მიზნისკენ სწრაფვა. თქვენ უნდა გიზიდავდეთ ის ადამიანი, რომელიც გსურს რომ გახდეთ.’’

17.’’ერთ ღამეში ვერ შეძლებთ შეიცვალოთ დანიშნულების ადგილი, თუმცა შეგიძლიათ შეცვალოთ მიმართულება.’’

18.’’თითოეული დისციპლინირებული ძალისხმევისთვის არსებობს მრავალი სასიამოვნო ჯილდო.’’

19.’’წარმატებაა აკეთო ჩვეულებრივი საქმეები არაჩვეულებრივად.’’

20.’’მიეცი სხვებს უფლება იყვნენ ისეთები როგორებიც არიან და იცხოვრონ საშუალო ცხოვრებით, მაგრამ ნუ მისცემ საკუთარ თავს ამის უფლებას. დაე სხვებმა იმსჯელონ პატარა საქმეებზე მაგრამ შენ ნუ გააკეთებ ამას. ნება მიეცი სხვებმა იტინონ ყოველ პატარა პრობლემაზე, მაგრამ შენ ნუ მისცემა საკუთარ თავს ამის უფლებას. მიეცი უფლება ადამიანებს თავიანთი მომავალი სხვის ხელში დატოვონ, მაგრამ შენ ნუ დაუშვებ ამას.’’

21.’’იდეას შეუძლია ცხოვრების შეცვლა. ზოგჯერ ერთადერთი რამ რაც კარების გასაღებად გჭირდება, მხოლოდ ერთი კარგი იდეაა.’’

22.’’ბედნიერება არ არის მომავლისთვის რაღაცის გადადება, ეს არის ის რასაც ამჟამად ქმნით თქვენ.’’

23.’’შეკითხვის დასმა მიღების საუკეთესო საშულებაა. თუმცა დარწმუნდით რომ ოკეანეში ჩაის კოვზით არ მიდიხათ.’’

24.’’ერთადერთი რისი შეცვლაც პირველ რიგში შეგიძლიათ, ეს თქვენ თავად ხართ.’’

25.’’ გადაუდებლობის გრძნობის გარეშე, სურვილი კარგავს თავის ღირებულებას.’’

26.’’არ შეუერთდე საშუალო დონის ადამიანთა გუნდს. თქვენ იქ ვერ გაიზრდებით. წადით იქ სადაც მოთხოვნები და მოლოდინება ძალიან მაღალია.’’

27.’’ ნუ ინატრებთ რომ უფრო ადვილი იყოს, ისურვეთ თქვენ იყოთ უკეთესი. ნუ ინატრებთ ნაკლებ პრობლემებს, ისურვეთ მეტი ჭკუა და უნარები. ნუ ინატრებთ ნაკლებ გამოწვევას, ისურვეთ თქვენ იყოთ ბრძენი.’’

28.’’ ლიდერის გამოწვევაა იყოს ძლიერი და არა უხეში. იყოს კეთილი, მაგრამ არა სუსტი. იყოს დაფიქრებული, მაგრამ არა ზარმაცი. იყოს გაბედული, მაგრამ არა საშიში. იყოს თავმდაბალი, მაგრამ არა მოკრძალებული. იყოს ამაყი, მაგრამ არა ქედმაღალი. ჰქონდეს იუმორი, მაგრამ არა სულელური.

29.’’ დისციპლინა ხიდია მიზანსა და მის მიღწევას შორის.’’

30.’’დრო ყველაზე ძვირაფსია რამაა. ყოველ დღე ერთი დღით ნაკლები გრჩებათ, ასე რომ დარწმუნდით რომ დროს ჭკვიანურად იყენებთ.’’

წყარო: http://www.theinspiringjournal.com

მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s