ადამიანს ყველაფერი შეუძლია

ადამიანს ყველაფერი შეუძლია: მიაღწიოს, ააშენოს, შექმნას, გამოიგონოს, აპატიოს, გაახაროს, შეიყაროს, პატივისცეს, იზრუნოს, მოიკითხოს, მოეფეროს, გაუგოს, დაეხმაროს, გაუღიმოს, აკოცოს, მხარი დაუჭიროს, დააფასოს, გააძლიეროს, შთააგონოს, დააიმედოს… მაგრამ არ შუძლია ამ ყველაფრის აღიარება და დამახსოვრება, ხოლო ზოგჯერ დამარცხების შიშის გამო, ერთ მცედელობაზეც კი სამუდამოდ უარს ამბობს.

რისი გვეშინია? დამარცხების? ან იქნებ წარმატების, რომელიც ზოგჯერ მიუღწევლად გვეჩვენება და იქნებ ვფიქრობთ, რომ არც ვიმსახურებთ გარკვეული წარმატების მიღწევას? საინტერესოა მაგრამ მაინც მგონია, რომ ჯობია ვსცადოთ და დავმარცხდეთ, რადგან ამ დროს მაინც იმაზე წინ ვართ, ვინც საერთოდ არ სცადა! და მაშინ, როცა არსებობს სტატისტიკა და გვეუბნებიან, რომ ადამინების საშუალო ასაკი ქალებში დაახლოებით 75 წელია და მამაკაცებში 70 წელი მაშინ რაღა გვრჩება? ძალიან ცოტა და ეს დროს უნდა გვეყოს მივაღწიოთ კარიერულ წარმატებას, ვაკეთოთ საყვარელი საქმე, ვიყოთ ბედნიერები, შევქნათ ოჯახი, გავზარდოთ შვილები და მივცეთ განათლება, დავისვენოთ, ვიმოგზაუროთ, გვიყვარდეს და ვიზრუნოთ ძვირფას ადამიანებზე და ა.შ

და ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ რაღაცეები არ უნდა ვცადოთ? და რას ველოდოთ სასწაულებს ცხოვრებაში? და იქნებ ამ სასწაულებს სწორედ ჩვენ ვახდენთ როცა ვმოქმედებთ?  უნდა ვიმოქმედოთ და გავრისკოთ მიუხედავათ, იმისა რომ შეიძლება 100% ით მზად არ ვიყოთ, რადგან ცხოვრებაში 100% მზად ყოფანა არ არსებობს და ყოველთვის უნდა შევძლოთ გაყინულ წყალში შესვლა…. ესეა ცხოვრება და ასე იქნება სულ… ჩვენ ვქმინით ჩვენს ისტორიებს და მოდით ისინი ამაღელვებელ ამბებად ვაქციოთ, ასე უფრო საამაყოდ გასახსენებლი გვექნება წლების მერე…!

და თუ ახლა გრძნობთ, რომ რაღაც ერთი პატარა მოქმედებაც კი გაგაბედნიერებთ, გარისკეთ რა იცით რახდება….

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s