წინ, წარმატებისკენ!

დღეიდან დაიწყეთ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და არ დაგავიწყდეთ, რომ ბედი მხოლოდ გამბედავ ადამიანებს უღიმის…. 

ალბათ დაკვირვებიხართ, რომ უბრალო ადამიანებს, სჯერათ გამართლების და კიდევ, რატომღაც მუდმივად ვიღაცის, ვინც უნდა მოვიდეს და ”ცხოვრება აუშენოს”…..  და მხოლოდ ძლიერებს -მოქმედების, შრომის და მიზეზ-შედეგის.

ასეთი პრინციპი მაქვს ცხოვრებაში და არ ვღალატობ! — უკან ვიხედები მხოლოდ მაშინ, როცა მჭირდება გავიგო რამდენად შორს წავედი!!! 
და დღეს, როცა წარსულის ყველა იარა, ჩემს სიძლიერედ გადავაქციე, ვუყურებ მათ და მეამაყება, რომ ცხოვრებამ ბრძოლა ვერც ამჯერად ვერ მომიგო…..
*არ დაუჯეროთ არავის, რომ უკვე ყველაფერი დაგვიანებულია;
*რომ თქვენ მაინც აღარაფერი გამოგივათ;
*რომ თქვენ ცხოვრებაში დიდს ვერასდროს ვერაფერს მიაღწევთ და ა.შ.
*იყავით ჯიუტი თქვენი მიზების მიღწევის გზაზე და არა ადამიანების მიმართ…. 
მხოლოდ თქვენ იცით რა შეგიძლიათ და წარმატებისთვის ეს თვითრწმენაა სრულიად საკმარისი.

ვერც მოღალატე, ვერც შურიანი, ვერც მეტოქე და ამ ქვეყნად საერთოდ, საერთოდ ვერავინ ვერ შეგაჩერებთ, თუ თქვენ სინათლის სიჩქარით გაუყვებით გზას, დასახული მიზნებისკენ და დაიპყრობთ ყველა დასაპყრობ მწვერვალს!

და ერთ დღეს, გპირდებით, როცა დაპყრობილი მწვერვალიდან ულამაზესი ხედის ცქერით დატკბებით, იქვე თამამადაც იტყვით: ”მე ეს შევძელი”! 

მე კი წინასწარ გილოცავთ, რომ თქვენ ეს შეძელით!!!

წინ წარმატებისკენ!
მიყვარხართ! 

მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s