იცით რას ნიშნავს არ დანებდე არასოდეს?

მოვლენ ადამიანები და გეტყვიან: ”კი მაგრამ ამდენი როგორ, ან როდის შეძელი??”  მანამდე კი მოგიწევთ ბრძოლაც, შრომაც და გაუსაძლისი მოთმინების გადატანაც!

ასე მიაღწია ყველამ ფინიშს, სადაც ცხოვრება ძველებურად – ცხოვრება ბედნიერად ჩაანაცვლა. გეყოლებათ გულშემატკივარი იმდენი, რამდენჯერაც დაამტკიცებთ, რომ თქვენ არ ნებდებით და თქვენ თავად გჯერათ საკუთარი თავის!

მოწინააღმდეგე?

ისიც გამოჩნდება მაშინვე, როცა თავადვე დაეჭვდებით, წაბორძიკდებით და რწმენას დაკარგავთ საკუთარი თავის.

დღეს იჯდე და წერო გეგმები შენი მომავალი ცხოვრების შესახებ ადვილია…რთულია გაცილებით, მიჰყვე მას და გეყოს ჭკუა მოერგო ხან ხალხს, ხან გარემოს და ხან მათ, ვინც შენთვის საჭიროა მაგრამ ხვდები, რომ შენ მათ სრულებით არაფერში სჭირდები…. 🙂

მაგრამ მოვა დრო და იგრძობ რას ნიშნავს არ დანებდე ა რ ა ს ო დ ე ს! რას ნიშნავს, რომ არასოდეს ჩაგიქნევია ხელი: ეჰ, ხომ ვიცოდი, არ გამოვათქო’’- ფრაზით, არასოდეს მიგიღია პასუხად – ”არა”! და მცდელობა მცდელობაზე არ დაგიკლია სასურველი პასუხის მიღებამდე.

მანამდე?

მანამდე ჩვენ ერთად გადავიტანთ უამრავ იმედგაცრუებას, ტკივილის და ერთად მოგვიწევს ბევრი აღამართ-დაღმართის გადაგორება. ისწავლეთ ყველასგან და ნუ მიბაძავთ ნურავის.

არასოდეს შეადაროთ საკუთარი თავი, ცხოვრება და გამოცდილებები სხვებს. ჩვენ ყველას ჩვენი ცხოვრების გზა გვაქვს და აცნობიერებდე, რომ შენნაირი სხვა არავინაა, შენისთანა ცხოვრების გზა არავის აქვს და შანსები, რომელებიც გქონია ან გექნება მხოლოდ შენ გეკუთვნის, დიდი გამარჯვებაა ადამიანის აზროვნების!

და კიდევ………….

არ მისცეთ საკუთარ ეგოს, აღმოჩნდეს თქვენზე ძლიერი და დაგარწმუნოთ, რომ ვიღაც თქვენ მაგარია, ვიღაც თქვენზე წინაა, ვიღაც თქვენზე ლამაზია, ან სულაც, თითქოს თქვენ რამე დიდებულის მიღწევას არ იმსახურებთ…. სისულელეა.

გამოჩნდა ეგო? მოუსმინეთ, გაუღიმეთ და აჯახეთ მტკიცე არა!

თქვენ უფრო მეტი ხართ ვიდრე ის უარყოფითი ფიქრები, რომლებიც ჩვენს გონებაში იყო არის, და იქნება კიდეც… ვისწავლოთ მათთან ერთად ცხოვრება და არა მათ ჭკუაზე სიარული.

🔸არ მოგწონთ რამე? – თქვით!

🔸მოგწონთ რამე? -თქვით!

🔸გიყვართ? – უთხარით!

🔸გძულთ?- ჯერ შეიყვარეთ, მერე გაუშვით…

🔸გეწყინათ?- მიუტევეთ და თავადაც ისწავლეთ ბოდიში!

🔸გენატრებათ და მოიკითხეთ!

🔸გეხარბებათ შოკოლადი და – დატკბით!

ყველაფერი მარტივია, ეს ჩვენ, ადამიანები ვართულებთ და მერე გვიკვირს, რატომ ან როდის….?

რთულია მაგრამ სხვა ვერ გააკეთებს თქვენ ნაცვლად ამას, დატბით!

დატკბით ამ წამით, ჯანმრთელობით, სიცოცხლით, ოჯახით, მეგობრებით, სამსახურით და ყველაფრით რაც დღეს თქვენს გარშემოა………..

რადგან,

მითქვამს ბევრჯელ და კვლავ მრავალჯერ გავიმეორებ:

გუშინდელი დღე უკვე წარსულია, ხვალინდელი ჯერ ამოუცნობი. ერთადერთი რაც გვაბადია აწმყოა – სახელად დღეს!

მიყვარხართ!

მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s