როცა მარცხი უბრალოდ არ არსებობს…

ადამიანის ზრდასრულობას მისი გონებრივი შესაძლებლობები და აზროვნება განაპირობებს. გააცნობიერო, რომ ყოველ ახალ დღეს, შენ შეგიძლია ახალი ცხოვრება დაიწყო, უკვე გარდატეხაა ნებისმიერი ასაკის დროს აზროვნების.

მარცხი ვის არ ჰქონია ცხოვრებაში, მაგრამ!… — არ მოიხურო ამ დროს დეპრესიის საბურველი, უკვე წინსვლაა, სასწაული კი — როცა ხვდები, რომ შენ ყველა ‘’მარცხებს’’ არაფერი აქვს საერთო რეალურ მარცხთან და რომ ყველაფერს ჩვენი განწყობა თავად გვიმუქებს……

სიტყვები: ‘’გვიანაა’’…. ‘’ეს მარცხია’’… ‘’ეს უიღბლობაა’’ და ა.შ. არცერთ ასაკში ჩვენს გონებაში არ უნდა დავამკვიდრდეს და გაგვახსენდეს, რომ სანამ ჩვენ აქ ვართ ცოცხლები, გვიან არაფერი და არასოდეს არის! 

იცით თუ არა, რომ უოლტ დისნეიმ პროექტ ‘’დისნეილენდის’’ დასაფინანსებლად 302 ინვესტორისგან მიიღო პასუხად უარი და პასუხი ‘’დიახ’’ მხოლოდ 303 ცდაზე იყო! და თქვენ………..? თქვენ თუ გითვლიათ ცხოვრებაში როდის, რამდენჯერ და მერამდენე უარისთვის ჩაიქნიეთ ხელი…….?

ფაქტები ცხოვრების მხოლოდ 10%-ია, 90 – ჩვენი განწყობები. 
ჩვენ რას დავარქმევთ მარცხს და როდის გავჩერდებით ამას ჩვენ თავად ვწყვეტთ და არა! არასდროს გარემოებები.

იტყვიან ხოლმე: ‘’მას გაუმართლა – მე კი დავმარცხდი’’ და ასე ასრულებენ ჯერ კიდევ დაუმთავრებელ ისტორიებს – ხალხი, ადამიანები…. 
მაგრამ, მოიცადეთ…..
შესაძლოა, რომ მარცხით დაიწყოს რაღაც ცხოვრებაში, მაგრამ!!!! ჩვენ შეგვწევს უნარი ეს ასე, მაინც არ დამთავრდეს!!!! 

თქვენ თავად ირჩევთ ბედნიერ სასრულსაც და უბედურ უსასრულობასაც და ნუ დარჩებით, მზის ცივ ან მის ბნელ მხარეს. 
აირჩიეთ სინათლე ან თავად სცადეთ და უკუნით თვითონ გაანათეთ.

ჩვენ გვიყვარს ხოლმე, სხვის ცხოვრებაზე აღმატებით ხარისხში საუბარი და ისიც არ ვიცით რა გზებით, რა ფეხსაცმლით და რა ტკივილებით შეძლეს ამ ხალხმა იქ სიარული……
ვერცერთი მკაცრი ზამთარი ვერ შეაჩერებს ჩვენს ცხოვრებაში გაზაფხულის მოსვლას  და ვერც ერთ ღამეს ვერ შესწევს ძალა, ხელი შეუშალოს მშვენიერ დაისს.
ჩემო ძვირფასო, 
რა მნიშვნელობა აქვს ასაკის ციფრებს, ან დროს, რომელიც არსადაც არ გარბის……. )))) ის არის, არის და თქვენს სამსახურშია აი ასე…..

არ გიფიქრათ? რომ იქნებ თქვენ ხარ ის, ჩვენთვის რომ აშენებს ახალ ‘’დისნეილენდს’’ და დღეს, უბრალოდ…..კიდევ ერთი უარის დღე მიიღეთ?
ნუ დათვლით უარს და დაკარგულ შანსებს. დაითვალეთ რამდენჯერ წამოდექით და რამდენჯერ შეაშინეთ თქვენ თქვენზე ძლიერი მხარე!

არ დაგეზაროთ წვრთნა, განვითარება და ფეხზე ადგომა და თუნდაც ‘’ტალახის ორმოში’’ ჩავარდნის შემდეგ….. ნამდვილ ბრილიანტს ტალახი ვერაფერს აკლებს – ბრილიანტი კი თქვენ ხართ, თქვენივე ცხოვრების!.

თქვენ არ დამარცხებულხართ! 
და ჯერ გვიანიც არ არის! 
ყველაფერი ბოლოს კარგად იქნება
და თუ ჯერ კიდევ კარგად არ არის
ე.ი. ვიცით, რომ ჯერ ბოლოც არ არის!
მიყვარხართ 
მეამაყებით და 
გელოდებით, 
აჩუქეთ სამყაროს თქვენი ‘’დისნეილენდი!’’

სიყვარულით,

სამოტივაციო ბლოგერი – მარიამ შარიქაძე

 
 
 
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s