როდესაც ‘’ისინი’’ გეტყვიან რატომ? თქვენ უნდა უთხრათ: ”რატომაც არა” ?!

როდესაც ‘’ისინი’’ გეტყვიან რატომ? თქვენ უნდა უთხრათ: ”რატომაც არა” ?!

ცხოვრებაში როცა მოხდება ფაქტი ჩვენ მას ვეღარ ვცლით, მაგრამ…

დაინახო, განასხვავო და გაარჩიო ფაქტი-შესაძლებლობათ -გამოწვევაა ნომერი 1.

ფაქტებს ვიღებთ და შანსებს ვიყენებთ და მარტივად მთავრდება ‘’ჭიდილი’’ გაუგებარ ცხოვრებასთანაც და გინდ რეალობასთან…

ნუ ეჩხუბებით საკუთარ თავს წარსულის გამო და ერთი გახსოვდეთ — თქვენ მხოლოდ ცდილობდით ბედნიერად და სხვაგვარად ყოფნას……..!  

ასეა ხოლმე, იმისათვის, რომ მომავალისთვის რაღაც ვისწავლოთ ან დავინახოთ, მანამდე რაღაც მსუყე და გემრიელი ‘’გვერთმევა’’ ხოლმე და ვთავისუფლდებით ასე ძველისგან.

არ ღირს იჯდე, ელოდო, ღრმა მოხუცებულობას და მერე მიხვდე, რომ აქამდე ბევრი შეცდომა და რომ რაღაც ისეც ვერ იყო ალბათ… :/ წარსულის გამოცდილებები მხოლოდ ტკბილ სიბერემდე უნდა მოვიტოვოთ? – არა!

ყოველ დღე შეგვიძლია ვისწავლოთ რაღაც, შეგვეშლება და კიდევ ვისწავლოთ. ჩვენ ამ გზით უბრალოდ ვაჩქარებთ გამოცდილების მიღებას.

რა გვიშლის ხელს, რომ ყველა დღეში, ყველა დროში და ყველა ადამიანისგან ავიღოთ რაღაც, გავაანალიზოთ და ყოველი დღის ბოლოს დავფიქრდეთ ამაზე, და ვთქვათ — დღეს რა ვისწავლეთ? ვისგან? და როგორ? დღეს რა ვაკეთეთ სწორად და ან ვერა?

არ არის საჭირო წაიქცე ას ორმოცდაათჯერ, რომ მერე შუბლის სრესით მივხვდეთ თურმე —რომ ასე აღარ…! )))

საოცარია გონების წარმოდგენები, რომელებიც წლობით გვბლოკავს და აფერხებს ჩვენთან იმ დიდის მოსვლას, რასაც აქამდე ჩვენ ვთვლით რომ თითქოსდა მას ჯერ კიდევ ვიმსახურებთ… )))

მას შემდეგ დიდი დრო არაა, მაგრამ რაც ფსიქოლოგიის სამყაროს კარი შევაღე ოდნავ, მივხვდი, რამდენი რამ შეგვძლებია თურმე…ჩვენ და

საკუთარ თავზე, ფიქრებზე და რწმენა-წარმოდგენებზე მუშაობით, საიდან სად შეგვძლებია თურმე გადასვლა…

სანამ არ გამოცდი ამას ვერ ხვდები, მაგრამ… ბაირონ ქეითის ‘’სამუშაოს’’ პროფესიულად შესასწავლმა პროგრამამ ძალიან ბევრი, აქამდე ვერ გარკვეული ამოცანები ამომახსნევინა და მახარებს ფაქტი, რომ გაცნობიერებები ამავე თემებზე ყოველ დღეს იზრდება ჩემში. საოცრებაა როდესაც გრძნობ, რომ გუშინ შენ სხვა იყავი და დღეს უკვე სხვა ხარ…

იყავით ხმა და არა ექო. ნუ მისცემთ ძალას და ნურავის მიზეზს, მათი სიტყვები თქვენ გექცეთ ფაქტად…

….და რადგან ყველა შეძლებს და გეტყვით კიდეც ‘’ამას ვერ შეძლებთ’’ , თქვენზე მხოლოდ ვინ გამოჩნდება მართალი ბოლოს და ვინ – საერთოდ არა…!

წარმატებები!

მე თქვენ მიყვარხართ!

მარიამ შარქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s