როგორ გავხდეთ ჩვენი ოცნების ცხოვრების ”შესაფერისი”?

ჩვენი ცხოვრების მთავარი ღერძიც, სტიმულიც, მისაღწევი და მიღწეული მიზანიც ვართ ჩვენ! თავად! და  ‘’ოცნების ქალი და  მამაკაცი’’ არ წყვეტს სრულებით აქ არაფერს. დაისახე მიზანი, იშრომე, მიაღწიე. არ უნდა ამას გადაბრალება, მარტო ვერა და ვერც მის გარეშე.  ჩვენ თავად გავხდეთ ისეთი  ადამიანი, რომელიც ბატონ-პატრონია საკუთარი თავის, ცხოვრების და მერე მოვთხოვოთ ჩვენს თავს  ჩვენნაირ ძლიერ და ‘’ოცნების პიროვნებებთან’’ ყოფაც და ცხოვრებაც.

მსგავსი იზდავს მსგავსს’’ და ჩვენ როგორზედაც ვოცნებობთ ან ვნატრობთ, ჯერ თავად ვეცადოთ მივმსგავსოთ იმ საოცნებო ვინმეს, რომელიც წლებია გვინდა რომ ვიყოთ და მერე ხდება, რომ  ჩნდებიან ჩვენთან, ჩვენი მსგავსიც და ჩვენი ოცნების შესაფერისიც.

ყველა ადამიანი ჩვენი სარკეა, გარემოებები ჩვენი არჩევანი, ნურავის წაუყენებთ მაღალ სტანდარტებს და ჯერ თავად სცადეთ გახდეთ თქვენივე დასახული მაღალი სტანდარტის….

ყოველთვის ხდება რისთვისაც მზად  ვართ და რასაც იმ მომენტში ვიმსახურებთ და მეტსაც გეტყვით, რომ აქამდეც ყველა და ყველაფერი, თქვენი ქვეცნობიერის ძალი გაქვთ მოზიდული.

აირჩიეთ პოზიტივი, სიხარული, ოპტიმიზმი, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, სიკეთე, სიყვარული თქვენს ცხოვრებაში და მოიზიდავთ თქვენნაირ პოზიტიურ, ბედნიერ, ოპტიმისტ, შრომისმოყვარე, მიზანდასახულ, კეთილ და სიყვარულით სავსე  ადამიანებს. ზოგი რამ ძალზედ მარტივია, ჩვენ თავად თუ არ ვართულებდეთ ჩვენივე თავში.

გსურთ უკეთესი ადამიანი გვერდით? თვლით რომ იმსახურებთ და გეთახმებით რომ სწორად თვლით?

მაშინ, დავიწყოთ დღეინდან ზრუნვა ჩვენ თავად გავხდეთ უკეთესები და შედეგიც არ დააყოვნებს…. გახსოვდეთ, ჩვენ რაც უფრო ვშრომობთ და ვხდებით კარგები, მით უფრო კარგს და უკეთესს შევხვდებით და დავიმსახურებთ ცხოვრებაში რადგან, ადამიანები თუ არა, სამყაროს კანონზომიერება და ბუმერანგის კანონი, აუცილებლად დაგიბრუნებთ ასმაგად იმას, რასაც თქვენ თქვენი შრომით ჩადებთ და გასცემთ ამ ცხოვრებაში.

მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s