როგორ დავინახოთ ყველაფერში პოზიტივი და ნათელი მხარე?

წარუმატებლობა არის და ყოველთვის იქნება ცხოვრებაში, თუმცა საინტერესოა ადამიანების ორი სახე, რომელიც სრულიად განსხვავებულად იყურებიან.

პირველი — რომლებიც წარუმატებლობას უყურებენ ძალიან სერიოზულად და პრობლემად.

მეორე — რომლებთათვისაც წარუმატებლობა დიდი გამოწვევა და შესაძლებლობა, რომ რაღაც სწორად გააკეთონ ცხოვრებაში.

რომ შევადაროთ ერთმანეთს ეს ორი კატეგორია, ვნახავთ, რომ როგორც კი ცხოვრებაში ჩნდება  რაღაც პრობლემა, ჩავარდნა და წარუმატებლობა, ერთნი ამბობენ: ‘’ყველაფერი დამთავრდა, მე უიღბლო ვარ, არასოდეს მიმართლებს, ხომ ვამბობდი, აღარაფერს აღარ ვცდი’’ და ა.შ. მსგავს მომწამვლელ სიტყვებს და იწყებენ თავის სიტყვების შესაბამისად ნერვიულობას.

ხოლო, მეორე კატეგორია ადამიანები არიან მათგან სრულიად განსხვავებული ხედვით, საქმით და შედეგებით. როდესაც ისინი აღმოჩნდებიან მსგავს ცხოვრებისეულ პრობლემებში და განიცდიან წარუმატებლობას, უსვამენ საკუთარ თავს პრინციპულ შეკითხვას: მე რა გავაკეთე არასწორად? რა უნდა გამეკეთებინა ან რა არა? და საკუთარ თავზე ჩაღრმავებით და მიღებულ შედეგებზე პასუხიმგებლობის საკუთარ თავზე აღებით, სწრაფადვე პოულობენ გამოსავალს და სხვებისგან განსხვავებით იწყებენ მოქმედებას, ახალი გზებით და ერთით მეტი გამოცდილებით.

მათ იციან, რომ ნებისმიერი წარუმატებლობა არის ახალი ცოდნის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება და ისინიც ამ შანსს ხელიდან არ უშვებენ და აი ასე ვარ სწორედ მეც. ჩემი სტატიები სწორედ ჩემი აზროვნების ასეთი სტილის საფუძველზე იქმნება. ყოველთვის ვცდილობ ყოველ დღე რაღაც ახალი ვისწავლო ჩემი შეცდომებიდან, სხვისი გამოცდილებისგან, წიგნებისგან, სტატიებისგან და უბარალოდ ცხოვრების ყოველდღიურობისგან და მათი გაანალიზების შემდეგ, ვცდილობ უკვე სხვა ჩემი ანალიზი სხვა ადამიანებს გავუზიარო.

ამ სტატიის შთაგონებაც სწორედ რომ ორი განსხვავებული ადამიანის ცხოვრების შედარებამ მომცა. ორივეს ძალიან ახლოს ვიცნობ და ერთმანეთისგან რამდენადაც განსხვავებულნი არიან აზროვნებით, იმდენად განსხვავებულია მათი ცხოვრების ხარისხი და შემოსავლებიც.

მეორე კატეგორია ადამიანების ცხოვრება სავსეა ბედნიერებებით. ისინი ეძებენ მხოლოდ ბედნიერებას და პოულობენ კიდეც, ყოველ დღე და ყოველ საათში. ასეა პრობლემების შემთხვევაშიც. რადგან თუ ვეძებთ მას, ვიპოვით კიდეც. როდესაც ვეძებთ ცხოვრებაში ბედნიერებას, გავოცდებით კიდეც რამდენ საოცარ, საინტერესო და მშვენიერ მომენტებს დავინახავთ, რაც სულ ცოტა უფრო გაგვაბედნიერებს და გაგვახარებს იმ კონკრეტულ მომენტში. მთავარია ჩვენი ფოკუსი რაზე იქნება მიმართული. მომართეთ ფოკუსი ბედნიერ მომენტებზე, სილამაზეზე, მშვენიერებაზე, სიყვარულზე, სიხარულზე, ერთგულებასა და პოზიტივზე და ნახავთ, როგორ გამრავლდება ეს ყველაფერი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გახსოვდეთ, ნებისმიერი პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანში არსებობს ნეგატიური ფიქრები, უბრალოდ მათ შეუძლიათ მართონ საკუთარი თავი და ყოველთვის პოზიტივის ნათელი მხარე აირჩიონ.

მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s