არასოდეს გადაუხვიოთ თქვენი ცხოვრების გზიდან

ნუ დაივიწყებთ რატომ დაიწყეთ და იცით რატომ? ცხოვრების სტიმული მუდამ ერთია…
ხდება ხოლმე, რომ გზადაგზა ‘’ვჭედავთ’’, გზებსაც ვცვლით ხშირად და აღარ გვადარდებს სად, რატომ და რისთვის მივდივართ….

ცდუნებები რომ ყველგან ბევრია, კი, ვიცით ხოლმე მაგრამ… ჯერ ერთხელ, მერე მეორედ, მესამედ კიდევ სწორი გვგონია — წავიდეთ იქეთ, როცა ოცნებებს იქ არ მივყვართ…. 

თქვენ გამიღიმებთ….))) – მერე რა მოხდა?? იკითხავთ ახლა….

თუ კი ყოველდღეს ჩვენ ვირჩევთ ჩვენს გზას, ჩვენ ვირჩევთ საქმეს და საყვარელ ხალხსაც, დავსვათ შეკითხვა, გულწრფელად ახლა….

ის ერთი რამ, რაც გვაბედნიერებს, ვიქნებით მასთან? ვიქნებით ახლოს, თუ საერთოდ სხვაგან???

ბედნიერებაც, ჰარმონიაც, წარმატებაც და სიყვარულიც კი მოდის თავად, როცა შენ ირჩევ არჩეული გზით ზოგჯერ სიარულს და ბევრჯელ ხოხვასაც…

”გეშინოდეთო წარმატებისო, ბედნიერსაც კი რომ ვერ გაგხდითო” ამბობს სტივ ჯობსი
ჩვენ სად მივდივართ? რა გზებს გავდივართ? საით ‘’ვაწვებით’’? წლები რომ გადის, მერე ვერ ვხდებით…ჩვენ აქ გვიდოდა?? და თურმე — არა! 

მივყავართ ამ გზას ტაძრამდე? დღეს ხომ არ ვკითხოთ საკუთარ თავსაც?
დღეს სად მივდივართ და ოცნებებს სააად??? სააად???

გაუძლოთ ტკივილს, ბევრჯელ ბრძოლასაც და ოღონდ ჩვენივე გულისხმა დავგვრჩეს კომპასად! 
ვიაროთ იქეთ, სადაც ყოველთვის გვინდოდა ყოფნა მთელი ცხოვრება…..

გვჯეროდეს საკუთარი გზის და მივყვეთ ბოლომდე, ჩვენ ხომ არ ვიცით
გზის ბოლოს ხედად რა სასწაული ან სიურპრიზი რა გველოდება? 

ნუ დაივიწყებთ, რატომ დაიწყეთ, 
ჩვენ ჯერ არ ვიცით ის ჯილდო ჩვენი 
გზის ბოლოს 
აუცილებლად რომ გველოდება!
მიყვარხართ!

უერთგულეთ საკუთარ თავს! უერთგულეთ დასახულ მიზნებს! თქვენს წმინდა ოცნებებს! ადამიანებს და არასოდეს გადაუხვიოთ თქვენი ცხოვრების გზიდან!
წარმატებები!

მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s