თუ ფიქრობთ, რომ დრო არ გაქვთ, ვერ ასწრებთ ან არ შეგიძლიათ – მაშინ ეს უნდა წაიკითხოთ!

ნურასოდეს დაელოდებით უკეთეს მომავალს! მანამ სანამ თავად არ გახდებით ისეთი ადამიანი, რომელიც იმსახურებს და ქმნის კიდეც თავის შრომით სასურველ ცხოვრებას. თუმცა…ყველაფერი ხომ რაღაცით იწყება…

რამდენმა თქვენგანმა იცის ზუსტად რა უნდა, რატომ და როდის? მანამდე გეტყვით, რომ ამაზე პასუხი ადამიანების 80% არ აქვს, 15%-ს კვლავ მხოლოდ ნაფიქრი, ოცნების დონეზე აქვს და მხოლოდ 5%-ია ისინი, ვისაც დროში გაზომვადი მიზნები აქვს, სამოქმედო გეგმაც და ისიც იციან რა დროში რა შედეგი და როგორ უნდა მიიღონ. მათთვის მიზნების ჩამოსაყალიბებლად 30 წამიც კი საკმარისია, დანარჩენი კი თქვენთვის მომინდია…

რატომ ვიღებთ არასწორ გადაწყვეტილებებს? იმიტომ, რომ ჩვენ არასოდეს ვიცით რა გვინდა, რატომ და როდისთვის, თორემ რა უნდა ისწავლოს სხვამ, სად უნდა წავიდეს და როგორ მოიქცეს თითქმის ყოველთვის ვიცით…)))

ჩვენ სწორედ საკუთარი სურვილების, მისწრაფებების და დროში გაზომვადი რეალისტური მიზნების არ ცოდნამ მიგვიყვანა იქ, სადაც ადამიანები ‘’ეჰ, რთულია ცხოვრება’’ ფრაზით ასათაურებენ.

სანამ თქვენ გაქვთ მხოლოდ იმედი, რომ თქვენ არა, მაგრამ ვიღაც მოვა და შეცვლის ყველაფერს აქვე იცოდეთ, რომ დროს აცდენთ ტყუილად… ნუ დაელოდებით უკეთესს მომავალს, რადგან მომავალი ჯერ არ არსებობს, მას თქვენ ქმნით თქვენი დღევანდელი ქმედებებით, ამიტომ თუ დღეს დასხდებით და ეცდებით მაინც გაერკვეთ – რა გსურთ, რატომ და როდის, ხვალ უკვე მოქმედებაზე გადახვალთ და დაიწყებთ მაინც ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულს.

აი, მაშინ კი მიხვდებით, რომ მხოლოდ იმედი, რომ მომავალში უკეთესობა გექნებათ, არის თავის მოტყუება და საკუთარი უმოქმედობის გამართლება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიუხედავად მიზნების ცოდნისა, ყოველდღე თუ არა კვირაში ხუთჯერ მაინც სიზარმაცე, ანუ ”სამთავიანი გველეშაპი” შემოგიტევთ, რომელიც ყოველ მოსვლაზე სხვადასხვა იერსახით და იმიჯით გაჩნდება.

ჯერ იტყვით:

იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება – რაც ნიშნავს, ჩვენ არ ვმოქმედებთ, უბრალოდ სხვას და რაღაც სასწაულს ველოდებით;

შემდეგ: ვეცდებით გავაკეთოთ – ანუ კი არ გააკეთებთ, უბრალოდ ვეცდებით )));

და ბოლოს: ვერ მოვასწარი, ვერ შევძელი, ვერ ვიშოვე და ა.შ. – ესეც ჩვენი სიზარმაცის სამივე იმიჯი….და თქვენ ის უკვე იცით.

ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ისხდეთ და სიზარმაცის სხვადასხვა იმიჯს მოერგოთ, აუწიეთ შინაგან რწმენას და ხშირად თქვით:

”მე იმედი მაქვს, რომ შევძლებ, ან ვეცდები!” კი არა

მე შემიძლია!

მე ამას ვიმსახურებ

მე ეს მინდა და იქნება კიდეც!

თქვენ ან გწამთ საკუთარი თავის, ან იმედი გაქვთ რომ თავად მოხდება ყოველთვის რაღაც.

თქვენ ან აკეთებთ რამეს, ან ცდილობთ რომ გააკეთოთ.

თქვენ ან დგამთ ნაბიჯს წინ – ან დრო არ გაქვთ, ვერ ასწრებთ, არ შეგიძლიათ და ა.შ.

ნუ დაელოდებით ტყუილად და ნუ გაქვთ იმედი უკეთესი მომავლის. მომავალი შენდება დღეს, აი ახლა და ამ ნომენტში.

შეიქმენით განწყობა შრომის და დაიწყეთ წინ სვლა. დღეს გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი უკვე შედეგია… წარმატებები!

მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s