როცა მოქმედებ, უფალი შენი ხელებით მოქმედებს 

ყველაზე ნამდვილი ბედნიერება და სიძლიერეა საკუთარი თავის რწმენა და იმის ცოდნა, რომ რასაც მოინდომებ აუცილებლად მიაღწევ, შენ ამას შეძლებ.

გაიხსენეთ რა ბედნიერი და გახარებული ხართ, როცა საკუთარი თავის მთლიანად გწამთ. გაიხსენეთ რამხელა სიხარულია, როცა საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვების ნაცვლად, საოცარ რწმენას და ძალას გრძნობთ.

სადაც არ უნდა წახვიდეთ, რა სიტუაციაშიც არ უნდა მოხვდეთ, ვინც არ უნდა იყოს თქვენს გვერდით ან საერთოდ, სულ მარტოდ რომ აღმოჩნდეთ უფსკრულის წინ, ყველაზე რთულ სიტუაციებშიც, გამოსავალ ყოველთვის საკუთარი თავის რწმენაშია.

როდესაც სარკეში იყურებით, თქვენ მხოლოდ იმის მეოთხედს ხედავთ, ვიდრე ხართ. ჩვენს შიგნით უსასრულო შესაძლებლობების მთელი გალაქტიკაა და ამ შესაძლებობების აღმოჩენა და ჯერ კიდევ აღმოუჩენელის რწმენა და ნდობა გვაქვს გამოსაცხადებელი.

ის დიდი საყრდენი, რომელსაც ხშირად გარეთ, სხვა ადამიანებში ვეძებთ ხოლმე და ამაოდ, ესეთი საყრდენი მხოლოდ ჩვენშია. ჩვენი საყრდენი ჩვენშია და სანამ ამას არ ვიპოვით და ჩვენში არსებულს საყრდენს არ დავეყრდნობით, ყოველთვის სხვები დაგვჭირდება ამისთვის და თანაც გვექნება შიში, რომ მათ არ მიგვატოვონ, ისინი არ დავკარგოთ და მათი დაკარგვით თითქოს მთელი ცხოვრების აზრი და საყრდენი არ დაგვეკარგოს.
ასეთ ცხოვრებას ცხოვრება არ ჰქვია, ამას არსებობა ჰქვია…. შიშით, სხვებზე მიჯაჭვულობით ცხოვრება, რ აც იწვევს დეპრესიას და მუქი ფერებით ცხოვრებას.

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც რაიმე წარმატებისთვის არ მიეღწიოს, რაიმეში არ გაემარჯვოს, რაიმე დიდი მიზნისთვის არ მიეღწიოს და საკუთარი თავის სიძლიერით რაღაც მომენტში მაინც არ ეამაყოს. გაიხსენეთ, ნებისმიერი ერთი ასეთი მომენტი! გაიხსენეთ? მაშინ იცოდეთ, რომ თუ ეს ერთხელ შეძელით ე.ი. თქვენ ეს შეგიძლიათ კიდევ ბევრჯერ გააკეთოთ, კვლავ კიდევ მეტ წარმატებას მიაღწიოთ, კვლავ გაიმარჯვოთ, თუნდაც საკუთარ სისუსტეებთან და სიზარმაცესთან ბრძოლაში, კიდევ ბევრჯერ შეგიძლიათ საკუთარი თავით და შედეგებით იამაყოთ, რადგან თქვენ ეს ერთხელ უკვე შეძელით.

ირწმუნეთ ამის, დაისახეთ შთამაგონებელი, მწველი, გულიდან ამოსული მიზანი და ყოველ დღე მის გახსენებაზე აივსეთ შინაგანი დიდი რწმენით, რომ თქვენ მისი მიღწევა შეგიძლიათ, შეგიძლიათ, შეგიძლიათ, სხვაგვარ ად ეს სურვილი თქვენში არ გაჩნდებოდა.

რაც არ უნდა რამემ შეგაშინოთ, სხვებს ნუ დაუწყებთ თხოვნას, რომ დაგამშვიდოთ ან ბნელი გზა როგორმე გაგინათოთ. თქვენ თავად გაიხსენეთ საკუთარი თავის და საკუთარი უსაზღვრო შესაძლებელობების ძალა და ნახავთ, რწმენით სავსე გული, როგორი სიმამაცით გაივლის ნებისმიერ სიბნელეში. ნახავთ, როგორ მოგემატებათ ძალა და იგრძნობთ სიხარულს, საკუთარი თავში ჩამარხული შესაძლებლობების აღმოჩენით. ყოველი ახალი აღმოჩენა, ცაში ფეიერვერკის გაშვებას ჰგავს და ყოველ ჯერზე საკუთარი უსასრულო შესაძლებლობების სამყაროში მოგზაურობას მოაქვს ძალა, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე საერთოდ გჭირდებათ და ამ დროს აცნობიერებ, რომ როცა მოქმედებ, უფალი შენი ხელებით მოქმედებს დ ა გამოგდის ყველაფერი…… ყველაფერი რაზეც აქამდე მხოლოდ ოცნებობდი.

სიყვარულით 

მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s