რა შემთხვევაში ხდება ის, რაც ყოველთვის გვინდოდა მომხდარიყო?

როცა მოცემულ რეალობას გულწრფელად იღებ ისეთად როგორიცაა. არ წუწუნებ, არ განიკითხავ, არ ეწინააღმდეგები, არ გაქვს მის მიმართ მოლოდინები, არამედ ბოლომდე აღიარებ არსებულ სამყაროს და იღებ საკუთარ თავს ამ რეალობაში, მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ შიშს, მიმღებლობა, სიმშვიდე და სიყვარული ანაცვლებს.

გიყვარდება თითოეული წინ გადადგმული შენი ნაბიჯი და ენდობი პროცესს. სამყაროს მიმართ აბსოლუტური ვალდებულებების გარეშე. ამ დროს სიხარულის და ბედნიერების განცდისთვის სრულიად საკმარისია ისიც, რომ დღეს შენ ცოცხალი ხარ. დადიხარ, სუნთქავ და ხედავ.

ამ დროს ხვდები, რომ ყველაფერი ხდება საჭირო დროს. ყველაფერი ჩვენი შინაგანი სამყაროს მზაობას პასუხობს და ეხმიანება. ვიღებთ ზუსტად იმას, რის მისაღებადაც მზად ვართ იმ მომენტში. არც მეტი არც ნაკლები.

როცა ბაირონ ქეითის უძლიერეს ინსტრუმენტს ‘’სამუშაოს’’ ვასრულებთ ყოველგვარი მოტივების და ანგარების გარეშე, როცა ქრება გარედან სასწაულების მიღების მოლოდინები და გარეგანი ცვლილებების სწრაფად მოხდენის სურვილი, გვრჩება ერთადერთი რამ, ჩვენი შინაგანი სამყარო და ჩვენ.

უყურებთ მას და ხვდებით, რომ ნებისმიერი მოლოდინი, მოთხოვნები და ვალდებულებები მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავუწესოთ და არაფრით ცხოვრებას, სამყაროს და სხვა ადამიანებს. ვაცნობიერებთ, რომ ნებისმიერი სასწაულების მოხდენის და ოცნებების ასრულების სივრცე, ჩვენი შინაგანი სამყაროა. ეს სივრცე ჩვენშია და სხვა ყველაფერი ჩვენს გარეთ, ჩვენი პროექციაა. ერთი-ერთში.

როგორც კი ამის გაცნობიერება ხდება, როგორც კი ამ სივრცეს ჩვენში ვპოულობთ, როგორც კი საკუთარ თავს მივენდობით და გავაცნობიერებთ, რომ ჩვენს ყოფიერებას, ჩვენივე ცნობიერება განსაზღვრავს, ხდება შინაგანი გარდატეხა და პარალელურად, გარეგანი ცვლილებებიც. ხდება ის, რაც ყოველთვის გვინდოდა მომხდარიყო.

მარიამ შარიქაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s