არჩილ ჭეიშვილის წარმატების გზა

”თუ წარმატება გსურთ, მოუსმინეთ და გაიგეთ იმ ადამიანების შესახებ, ვისაც ეს უკვე გამოუვიდა და როცა თქვენს გონებაში წარმატების ისტორია უფრო მეტი იქნება ვიდრე კრახის, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ დაიწყებს შეცვლას.”  როგორც კი ეს სიტყვები მოვისმინე ერთ-ერთ ტრენინგზე, ძალიან მომეწონა და გამიჩნდა დიდი სურვილი თავად მეპოვა ასეთი ადამიანები, პირადად მეკითხა მათ შესახებ და ისტორიები მათ წარმატებზე უკვე სხვა ადამიანებისთვისაც სიხარულით გამეზიარებინა.

ჩემი დღევანდელი რესპოდენტი, არჩილ ჭეიშვილია. ოკეანის გადაღმა მცხოვრები წარმატებული ქართველი, ჰარვარდის 2016 წლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებული და ამერიკაში ორი კომპანიის დამფუძნებელი.

ჩვენს მკითხველებს კარგად მოეხსენებათ ვინ არის არჩილ ჭეიშვილი მაგრამ, მსურს თავად მოგვითხროთ, როგორ იქეცით იმად, ვინც დღეს ხართ?

ARCHIL 1მოდით დავბრუნდეთ ისტორიის დასაწყისში. ბავშვობაში ჩემს გარშემო უამრავ პრობლემას ვხედავდი. ეკონომიკური კრიზისი, კორუფცია, განათლების ფაქტიურად არ არსებობა და ა.შ.

ამ პრობლემების გადასაჭრელად მთლიანად ქვეყანას უნდა ემუშავა და ამ ქვეყნის ნაწილი ვარ მეც. გავაანალიზე, რომ ამ ყველაფრის მოგვარებისთვის კარგი განათლება იყო საჭირო.

დავიწყე უნივერსიტეტების გამოკვლევა და აღმოვაჩინე, რომ საუკეთესო უნივერსიტეტები ოკეანის გადაღმა იყო. კვლევის და მომზადების პროცესში გავაგზავნე უნივერსიტეტებში აპლიკაცია.

წავედი ჰარვარდის უნივერსიტეტში,  სადაც ბაკალავრიატზე ეკონომიკაზე ვსწავლობდი და ორი წლის უკან დავამთავრე. ვმუშაობდი მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰეჩ-ფონდში ”Bridgewater Associates” ვოლთ სთრითზე, ვაკეთებდი ინვესტირებას მარკეტზე.

ამის შემდგომ,  გამიჩნდა ინტერესი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. აღმოვაჩინე თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი,  თუ როგორ მუშაობს და ძალიან დამაინტერესა. ხელოვნურმა ინტელექტმა თუ  რა მასშტაბზე შეიძლება შეცვალოს კაცობრიობა და მთლიანად სამყარო, არის ერთ-ერთი ყველაზე უზარმაზარი. რეალურად, ეს არის  ახალი ელ-ენერგია ან თუნდაც უფრო მნიშვნელოვანი – ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია სრული ტრანსფორმაციას გაუკეთოს ჩვენს ცხოვრებას. 

ამ სფეროში უკვე რამოდენიმე წელია ვარ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ მე და ჩემმა ჰარვარდელმა კურსელებმა დავიწყეთ პირველი კომპანიით Palatine Analytics  – ით. ახლა ვმუშაობთ, კომპანიაში რომელსაც ჰქვია Genesis AI – ეს არის ხელოვნური ინტელექტების ქსელი. ჩვენ ვქმნით პროტოკოლს, რომელიც არის კომპიუტერული კოდი, რომელიც იძლევა კანონებს,  თუ სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა, როგორ შეიძლება მოახდინონ ერთმანეთთან კომუნიკაცია. როგორ შეიძლება გაცვალონ ინფორმაცია, ივაჭრონ სერვისებით და ისწავლონ ერთმანეთისგან. მაგალითად, ერთი ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს მეორე ხელოვნური ინტელექტის მოდელთან, რომ შექმნას რაღაც კომპლექსური. ჩვენი კომპანიის მუშაობის ფილოსოფიაა, ხალხის მიერ, ხალხისთვის.

დაბრკოლებები, რომლებიც შეგხვდათ გზაზე და მათი გადალახვა…

25507879_1960488647295426_890320065476528907_n

დაბრკოლებები თავიდანვე ძალიან ბევრი იყო. პირველი ბიზნესი  უფასო ამობეჭდვის სერვისი იყო, რომელიც 17 წლის ასაკში დავიწყე.  ამ ბიზნესში საჭირო იყო ის კომპანიები გვეპოვა, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებოდნენ თავიანთი რეკლამა დაედოთ ჩვენს ფურცლებზე. მახსოვს, დაახლოებით 100 კომპანიას ველაპარაკე და მათგან თითქმის 98% მეუბნებოდა უარს და ზოგი საკმაოდ უხეშად.

ბევრჯერ, როდესაც შეხვედრებისთვის 9-დან 17:00 დრო მქონდა დაგეგმილი, ხშირ შემთხვევაში, ხანდახან 14:00 საათზე უკვე იმდენი ნეგატიური შეხვედრები და ჩავარდნები მქოდა, რომ ამ დროს წავსულვარ მაკდონალდსში და იმის მაგივრად, რომ პროექტზე მემუშავა, მილკშეიკს და ბურგერებს  მივირთმევდი. მაგრამ, გამოსავალი აქ იყო ერთი, იმუშაო იმდენი, რომ  დამარცხება, აღიქვა როგორც გამარჯვება. შეიძლება ეს ძალიან არარეალისტურად ჩანდეს, როგორ უნდა გააკეთოს ეს, მაგრამ თუ ადამიანი ნამდვილად შეეცდება ამის გაცნობიერებას, თუნდაც ამას წლები დასჭირდეს,  რომ დამარცხება-გამარჯვებაა, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო შეუპოვარი ხდება ადამიანი დაბრკოლებებისადმი და აზროვნების შეცვლის შემდეგ, დამარცხება უკვე მოტივაციაა წინსვლისთვის  და გზის გაგრძელებისთვის.  ეს არის ყველაზე მთავარი. ამის აღქმა და დაჯერება.

ჩემთვის, როგორ ანტრეპრენუერისთვის მნიშვნელოვანია აზროვნების ფსიქოლოგიის კონტროლი.  სტარტაპ სამყაროში ძალიან ხშირად ხდება, როცა ფაქტიურად გაკოტრების პირას აღმოჩნდები, ფონდები ვერ მოიზიდე და თანხა აღარ გაქვს ან პოტენციური კლიენტი, რომელიც დიდ თანხას გადაგიხდიდა, უარი გითხრა და ა.შ. ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც ხდება. თუ ადამიანი მზად არ არის ამ დაბრკოლებებისადმი, მაშინ ძალიან მარტივად კარგავს დამფუძნებელი მოტივაციას, რაც შემდეგ სხვებზეც გადადის და კომპანია თავისით იხურავს ქუდს.  

ბავშვობის გამოცდილება და აღზრდის პროცესი უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის  ცხოვრებაზე, თქვენ რა განსაკუთრებული პრინციპებით იზრდებოდით, რადგან ადრეული ასაკიდანვე დაიწყეთ წარმატებისკენ სვლა?

ერთ-ერთი მთავარი, რაშიც ჩემი მშობლები დამეხმარნენ იყო, ვყოფილიყავი დისციპლინირებული და ფოკუსი მომეხდინა კარგზე. ბავშვობაში ფეხბურთის თამაშის დროს, ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ნიჭიერი იყო, მე კი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ნიჭიერი ფეხბურთში. თუმცა, ვხედავდი ამ ადამიანებში ეს ნიჭი როგორ ქრებოდა. ზოგი დალევას იწყებდა, ზოგი ნარკოტიკებს იკეთებდა, ეწეოდა და არ იკვებებოდა ისე, როგორც პოტენციურად კარგმა ფეხბურთელმა უნდა იკვებოს და სწორედ ამ უდისციპლინობის გამო, ტალანტი, რაც  მათში არსებობდა დაიკარგა, გაქრა. ხოლო ის ადამიანები, ვინც დისციპლინირებულად მიუდგა საქმეს, ძალიან მალე ბევრად უკეთესი შედეგები მიიღო.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახიდან მოდიოდეს პირველ რიგში, კონტროლი რაც არავის არ მოსწონს, მაგრამ მნიშვნელოვანია, მეორე არის  ბავშვის მოტივაცით აღზრდა და ეს არის  ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა, რაც ყველა მშობელს შეუძლია გააკეთოს. რადგან, მე რომ გითხრათ, რომ  თუ გინდა შენი შვილი წარმატებული იყოს, უნდა შეიყვანო ყველაზე ძლიერ კერძო სკოლაში, სადაც სწავლა 10000$ ამას ყველა ვერ გააკეთებს.  დისციპლინის შთაგონება  და მოტივაცით აღზრდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, რაც ყველა მშობელს შეუძლია გააკეთოს და ის, რაც მე ჩემს თავზე გამოვცადე.

ასევე, მშობელი ყველაფერით  უნდა  დაეხმაროს ბავშვს, რომ აღმოაჩენონოს საკუთრი ინტერესები. იაროს სხვადასხვა აქტივობებზე, მუსიკა, სპორტი და რაც უფრო ადრე აღმოაჩენს ადამიანი თავის ცხოვრებისეულ ინტერესებს, მით უფრო მალე მიაღწევს ის თავის  მიზნებს.

წარმოიდგინეთ, იწყებ მარათონის გარბენას, რომელიც ძალიან დიდხანს გრძელდება. არიან ადამიანები, რომლებიც სირბილს დასაწყისის ხაზიდან იწყებენ და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დაიწყოთ, უკვე შუა ადგილიდან, რადგან თქვენ უკვე იცით სად მიდიხართ, რატომ და რა მიზნით. ასეთი ადამიანები ყოველთვის ბევრად უფრო წინ არიან და ბევრად უფრო კარგად ხედავენ ფინიშამდე გზას, ვიდრე სხვები. შესაბამისად, დისციპლინა, მოტივაცია და ადრეული ასაკიდან საკუთარი ინტერესების აღმოჩენა არის ბავშვის წარმატებულ ადამიანად აღზრდის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები. 

არჩილ, გაგვიზიარეთ თქვენეული წარმატების  გასაღები…

18118637_1331832896900007_4190186654033594392_nის რაც ჩემით და ჩემს გარშემო ძალიან წარმატებულმა ადამიანებმა ჰარვარდის წრიდან აღმოვაჩინეთ, არის შემდეგი –  მთავარი რაც ერთმანეთისგან განასხვავებს წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანს, არის მათი შესაძლებლობა აღიქვან რეალობა და ჩახედონ ამ რეალობას თვალებში.

როდესაც გავაანალიზებთ, რომ რაღაც სუსტი მხარე გვაქვს და როდესაც გვეუბნებიან, რომ რაღაცაში  ვართ ძალიან სუსტი, თავიდან ეს არის  ძალიან მტკივნეული თუმცა ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. თავიდან,  როდესაც მე ვიწყებდი კომპიუტერულ – ტექნოლოგიურ ფირმას, გავაანალიზე, რომ კომპიუტერული კოდის შექმნა არ იყო ჩემი ძლიერი მხარე. ამის გაცნობიერება მტკივნეული იყო, თუმცა როცა რეალობას თვალებში ჩავხედე, იმის მაგივრად რომ მეთქვა, არა, მე გავაგრძელებ მაინც კომპიუტერული კოდის წერას და მერე შემექმნა პროგრამა, რომელიც საშინელება იქნებოდა, ვნახე ადამიანი ჩემს გარშემო, რომელიც ამ საქმეში ძალიან ძლიერი პროფესიონალი იყო და ის გაუძღვა ამ საქმიანობას, მე  კი იმ მიმართულებას, სადაც ბევრად უკეთესი ვიყავი და ჩვენ უკვე ერთად შევქმენით წარმატებული პროდუქტი.

მთავარია რეალობას ჩავხედოთ თვალებში. რადგან ჩვენ ყოველ დღე  ვიღებთ უკუკავშირს ცხოვრებისგან და ადამიანებისგან და ამ ყველაფერის გაანალიზება, ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეების აღქმა და შესაბამისად მოქმედება არის ის, რაც განსაზღვრავს ადამიანის წარმატების მიღწევას ცხოვრებაში.

 

წიგნები, რომლებმაც შეცვალა თქვენი ცხოვრება…

წიგნი, რომელიც ბავშვობაში წავიკითხე და თავიდან ბოლომდე შეცვალა ჩემი ცხოვრება, არის ’’სიბრძნის საუნჯე.’’ მარტივი ენით დაწერილი, სხვადასხვა ანდაზების, აფორიზმების და გამონათქვამების კრებული. თუ ადამიანი გაანალიზებს ამ აფორიზმებს და გამოიყენებს ცხოვრებაში, საკმაოდ დიდ სიბრძნეს წამოიღებს ამ  წიგნიდან.  შემიძლია ვთქვა, რომ ამ წიგნის წაკითხვით მე ვისწავლე ის, რაც 500 წიგნი რომ წამეკითხა ვისწავლიდი.

ხოლო მეორე, რომელიც ბოლო 6 წლის განმავლობაში ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე, ეს არის რეი დალიოს ‘’პრინციპები’’. რეი დალიო არის, იმ კომპანიის დირექტორი, სადაც მე ვმუშაობდი ჰეჯ-ფონდში. ეს პრინციპები არის ცხოვრებისეული. თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს ცხოვრებაში, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანს ჰქონდეს საკუთარი ცხოვრების პრინციპები. მაგალითად, მენეჯერი თუ ხართ, მენეჯმენტის პრინციპები, ინვესტორი თუ ხართ, ინვესტიციების პრინციპები და ა.შ.  მოკლედ, რომ ვთქვა, სწორედ ამის შესახებაა მოთხრობილი ამ წიგნში.  

სწორედ ეს წიგნები აღმოჩნდა ყველაზე ტრანსფორმაციული ჩემს ცხოვრებაში და მე ყველას ვურჩევდი წაიკითხონ.

გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ და თუ უკავშირდება ის საქართველოს…

30725952_2126861783991444_4637320771251732480_n

ჩემი გეგმაა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ზოგადად ეკონომიკის გაუმჯობესება და წვლილის შეტანა ხალხის და სამყაროს კეთილდღეობაში. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ზოგადი ხელოვნური ინტელექტის  შექმნაზე. ეს არის პოტენციურად ყველაზე ღირებული ტექნოლოგია, რომელიც კი შეუქმნია სამყაროს და კაცობრიობას.  მთავარი მიზეზია ის, რომ დღესდღეისობით  სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტები არის სფეციპიკური. გუგლის ხელოვნური ინტელექტი კარგად თამაშობს პოკერს, მაგრამ ვერ თამაშობს დავუშვათ ბლექჯეკს. 

ზოგადი ხელოვნური ინტელექტი ნიშნავს, რომ შესაძლებლობა მიეცემა ბევრი სხვადასხვა რაღაც გააკეთოს. მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტს შეეძლება მართოს მანქანაც, თვითფრინავიც და წყალქვეშა გემიც ანუ, ხელოვნურ ინტელექტს  შეუძლია ავტომატიზირება გაუკეთოს ძალიან რამეს. დაწყებული  ტრანსპორიტირების თავიდან ბოლომდე ავტომატიზირებით, თვითმართვადი მანქანებით, ასევე ჯანდაცვის სფეროს, სადაც ექიმი იქნება უფრო კონსულტანტი და არა ადამიანი, რომელიც დიაგნოზებს დასვამს და თვითონ გააკთებს კვლევებს, გაგრძელებული ფინანსურ სამყაროში, სადაც ყველაფერი ბევრად უფრო დაცული, ბევრად უფრო იაფი,  სწრაფი და ეფექტური იქნება.

 

37308183_2274737892537165_5505626136161288192_n

ჩვენ სწორედ ამის შექმენაზე ვმუშაობთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველო ამ პოტენციურად ყველაზე ღირებულ ტექნილოგიას არ ჩამორჩეს. საქართველოში ხელოვნური ინტელექტი ფაქტიურად არ არსებობს. იმ დროს როდესაც, ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ რათა ჩვენი ქვეყანა წინ წავწიოთ ამ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიის შექმნაში.

ჩემი მიზანია, რომ  საქართველოდან ჩაერთონ ადამიანები. ძალიან მიხარია, რომ  უკვე გვყავს რამოდენიმე ქართველი სტუდენტი და ინჟინერი, რომლებიც გვეხმარებიან და მახარებს ის ფაქტი,  რომ ხელოვნური ინტელექტის ცოდნის გაზიარება ხდება ახალგაზრდა თაობაში.  ასევე გვყავს კომპანიები, რომლებთანაც ვმუშაობთ და მთავარი მიზანია ეს მასშტაბი შეიცვალოს და მეტი ადამიანის ჩართულობა მოხდეს, განსაკუთრებით სამთავრობო დონეზე. ეს არის ერთადერთი საშუალება, იმისთავის, რომ საქართველო არ მოხდეს პოტენციური ხელოვნური ინტელექტის მარწუხებში.

აქამდე, მათ ვისაც გაზი და ნავთობი ჰქონდათ, მათი იყო ძალაუფლება, დღესდღეობით კი იმას, ვისაც აქვს ყველაზე ძლიერი ხელოვნური ინტელექტი, მას აქვს რეალურად ყველაზე დიდი ძალაუფლება.  დაახლოებით ორ წელიწადში ეს უფრო აშკარა ძალაუფლება გახდება.

ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი, ხელოვნური ინტელექტის გიგანტებისგან, ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ ტექნოლოგიების შექმნასა და იმპლემეტირებაში. რადგან ვერ შექმნი ვერაფერს თუ პროცესში  იმპლემეტირება არ ხდება და ამის საშუალებით არ სწავლობ. ასე, რომ საქართველოს ჩართულობა ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი დიდი მიზანია, რომ  საქართველოს ჩართულობით ჩვენ ერთად შევქმნათ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ტექნოლოგია.

დიდი მადლობა არჩილს ინტერვიუსთვის

ვისურვებ წარმატებებს და წინსვლას!

მარიამ შარიქაძე

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s