როგორ დავუბრუნდეთ საკუთარ თავს და ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობას – თავისუფლებას

ნეგატიური შეგრძნებების დროს, იმ ფიქრის იდენტიფიცირება, რომელიც იწვევს ნეგატიურ შეგრძნებას და ამ ფიქრზე მუშაობა ‘’სამუშაო’’-ს დახმარებით არის სულის კათარძისი. თავისუფლება, სიმშვიდე, სიმსუბუქე. ამ დროს აცნობიერებ, რომ ბაირონ ქეითის ”სამუშაო” – ფიქრების დაუფლებს ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია.

საბედნიეროდ, ჩემს ცხოვრებაში, უკვე 9 თვეა რაც ‘’სამუშაო’’ გაჩნდა და მთელი ამ დროის განმავლობაში, საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად დაგროვებული გაცნობიერებებიდან გამომდნარე, მინდა გაგიზიაროთ ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეკითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ დაუბრუნდეთ საკუთარ თავს და დაუბრუნდეთ თქვენს ბუნებრივ მდგომარეობას – ბედნიერებას, სიმშვიდეს, სილაღეს, თავისუფლებას.

თითოეულ შეკითხვას უპასუხეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მედიტაციურ მდგომარეობაში შეხვალთ. მოდუნით, თვალები დახუჭეთ და იპოვეთ ის პასუხი, რომელიც გულის სიღრმიდან იქნება ნაკარახევი.

*რეალობას, რომ ვუსმენდე რას მეტყოდა?

*რა გავუკეთო საკუთარ თავს, რომ გავახარო? ბედნიერება რომ შევიგრძნო? დღეს როგორ ვიყო ბედნიერი? რა გავუკეთო საკუთარ თავს, რომ ვიამაყო ჩემი დღევანდელი ქმედებით? 

*რა მრჩება ყველა ფიქრი წარსულსა და მომავალის შესახებ რომ გავაქრო? რას ვგრძნობ? რას ვამჩნევ განსხვავებულს? რას ვხედავ განსხვავებულად?

*რომელი ფიქრებისგან უნდა გავთავისუფლდე, რომ რეალობა შევიგრძნო და შევიყვარო გულით?

*რა ფიქრებისგან უნდა გავთავისუფლდე, რომ გავაცნობიეროთ რომ ამ წუთას მე ყველაფერი საკმარისად მაქვს რაც მჭირდება?

*რა უნდა დავინახო, რა უნდა  შემოვუშვა გულში, რა უნდა ვიგრძნო საკუთარ თავში, რომ ბედნიერება, სიხარული ვიგრძნო?

*სხვისკენ თითის გაშვერა მარტივია. როდესაც ამბობ: რეალობა სხვანაირი უნდა იყოს. ამ დროს შენი შინაგანი სამყაროს რეალობაზე რას იტყვი?  უფრო მართალი ხომ არაა, რომ თქვა: ჩემი შინაგანი რეალობა სხვანაირი უნდა იყოს? რადგან ყველაფერი რასაც შენს გარშემო ხედავ, გრძნობ თუ ეხები, შენი შინაგანი რეალობის ანარეკლი და გაგრძელებაა. რა უფრო მარტივია, სარკეში არეკლილი რეალობის შეცვლა თუ შენში არსებული რეალობის შეცვლა?

*იმისათვის, რომ საკუთარ თავში ჩაღრმავების პროცესი სასიამოვნო მოულოდნელობებით სავსე თავგადასავლად იქცეს, მუშაობა დაიწყე შემდეგი პრინციპით: არ ვიცი სად მოვხვდები. ენდე, მიჰყევი პროცესს.

გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი თავისი ფიქრების სამყაროში ცხოვრობს.

სხვა ადამიანები და რეალობა ანარეკლია ჩვენი შინაგანი მდგომარეობის.

ცხოვრება შენს მიმართ გახსნილია. უსმინე, მას საოცარ სამოთხეში, სიმშვიდეში, ბედნიერებაში მიჰყავხარ.

მომავალს არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანი დღევანდელი დღეა. ეს წუთი. დარჩი აქ და ამჟამად. ფიქრებითაც და მოქმედებებითაც. ხვალ მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს. რადგან ყველაფერი ხდება ჩვენთვის და ჩვენი უკეთესობისთვის.

 

სიყვარულით – მარიამი

სამოტივაციო ბლოგერი და ბარიონ ქეითის ”სამუშაო”-ს ფასილიტატორი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s