შენში საკმარისი ენერგია ყოველთვისაა მოიზიდო ის რაც გსურს, თუმცა მანამდე…

განსაკუთრებით უნდა იზრუნო, რომ გქონდეს ხარისხიანი, პოზიტიური, სადღესასწაულო, საოცარი, სასიამოვნო, ზღაპრული, ჯადოსნური, ოცნებების ახდენის შესახებ ბრჭყვიალა, ბრწყინავი ფიქრები და ეს ყველაფერი გამუდმებით შინაგანად გქონდეს და გრძნობდე, რათა გარეგანი რეალობა შენი შინაგანი რეალობის ანარეკლი იყოს და შესაბამისად მოიზიდო ცხოვრებაში ის, რაც გსურს და ის, რაზეც ხშირად ფიქრობ და რასაც აფიქსირებ წარმოსახვაში. 

მაგრამ, როგორ უნდა შევძლოთ სტრესულმა ფიქრებმა არ გადაწონოს ჩვენი პოზიტიური ფიქრები და სტრესულმა ფიქრებმა არ წაგვართვას ენერგია

საბედნიეროდ პასუხი მარტივია  – ყველა ზედმეტი და სტრესული ფიქრისგან გავთავისუფლება შეგვიძლია! როგორ?

ბაირონ ქეითის ”სამუშაო” სტრესული ფიქრებისგან და შინაგანი ბლოკების გასათავისუფლებლად ერთ-ერთი უძლიერესი და გამოცდილი ინსტრუმენტია.

ბაირონ ქეითს აქვს ერთი ასეთი ფრაზა: ”ან შენ ჭამ შენს სტრესულ ფიქრებს ”სამუშაო”-ს დახმარებით, ან ეს ფიქრები გჭამს შენ.” 

გახსოვდეს, შენში საკმარისი ენერგია ყოველთვისაა მოიზიდო ის რაც გსურს. თუმცა მანამდე ამ ენერგიის გამოთავისუფლებაა საჭირო. 

ეს პირველი ეტაპია, ამის შემდეგ, რაც უკვე შენში აღმოაჩენ ძალიან დიდ ენერგიას, ფიქრდები, რომელ სფეროში გსურს ცვლილებები და ოცნებების ახდენა??? და იწყებ ყველაზე საინტერესო მომენტს.

თითოეული სფეროს მიხედვით გონებაში უნდა შევქმნათ სასურველის ხატი, სურათი. 
ახლავე ვიგრძნოთ ის, რასაც უკვე მივაღწიეთ გონებაში. როდესაც ზუსტ და ცხად ხედვას ქმნი გონებაში, გრძნობ მას და იცი როგორია, რანაირია, რას გაგრძნობინებს, მერე უკვე ვხედავთ გზებს და ვხედავთ რესურსებს, როგორ უნდა მივიღოთ და შევქმნათ ეს ჩვენს ცხოვრებაში.

როდესაც ჰარმონიულად ხარ შენ შენს სურვილებთან, როდესაც უკვე იცი ყოველდღიური გასავლელი გზა და არა მთლიანი მანძილი A-დან B პუქნტამდე. ყოველდღიურად ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდები სასურველს და შენი რეალობაც თვალსა და ხელ-შუა იცვლება. 

წარმატებები! 
სიყვარულით – მარიამი 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s