რა განსხვავებაა სამსახურს და კარიერას შორის?

რა საინტერესოა წარმატებულ და კარიერულად შემდგარ ადამიანებთან ურთიერთობა და კითხვების დასმა თუ როგორ, რა გზებით მივიდნენ დღევანდელ დღემდე და გაცილებით საინტერესო იმ საოცრებების აღმოჩენა-გაზიარება, რომლებიც მხოლოდ ოცნებისკენ მიმავალ გზაზე თუ შეგვხვდება ადამიანებს. ვკითხე, რატომ და რისთვის არჩიეს კოლოსალური შრომა და ძალისხმევის ჩადება საკუთარ გზაზე სიარულისთვის - ძალიან დიდ და მსუყე ხელფასებს... და პასუხი მათგან არც …

Advertisements

როგორ დავინახოთ ყველაფერში პოზიტივი და ნათელი მხარე?

წარუმატებლობა არის და ყოველთვის იქნება ცხოვრებაში, თუმცა საინტერესოა ადამიანების ორი სახე, რომელიც სრულიად განსხვავებულად იყურებიან. პირველი -- რომლებიც წარუმატებლობას უყურებენ ძალიან სერიოზულად და პრობლემად. მეორე -- რომლებთათვისაც წარუმატებლობა დიდი გამოწვევა და შესაძლებლობა, რომ რაღაც სწორად გააკეთონ ცხოვრებაში. რომ შევადაროთ ერთმანეთს ეს ორი კატეგორია, ვნახავთ, რომ როგორც კი ცხოვრებაში ჩნდება  რაღაც პრობლემა, ჩავარდნა და წარუმატებლობა, ერთნი …

30 ფრაზა, რომელსაც თქვენი აზროვნების და ბედისწერის შეცვლა შეუძლია

მაჰათმა განდი ამბობს: ''დაუკვირდით საკუთარ აზრებს, დაე, თქვენი აზრები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი აზრები აყალიბებენ თქვენს სიტყვებს... დაუკვირდით საკუთარ სიტყვებს, დაე, თქვენი სიტყვები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი სიტყვები აყალიბებენ თქვენს მოქმედებებს... დაუკვირდით საკუთარ მოქმედებებს, დაე, თქვენი მოქმედებები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი მოქმედებები აყალიბებენ თქვენს ჩვევებს... დაუკვირდით საკუთარ ჩვევებს, დაე, თქვენი ჩვევები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი ჩვევები …

რატომ არ უნდა დავკარგოთ მოტივაცია?

მოტივაცია არის ადამიანის მამოძრავებელი, სიცოცხლის მთავარი ძალა და ენერგია.ზოგადად ადვილად შესამჩნევია განსხვავება იმ ადამიანებს ვისაც ეს აქვს და ვისაც არ აქვს. ბედნიერებაა, როცა გაქვს მოტივაცია,  რაღაცის სტიმული, რაღაც მამოძარვებელი ძალა, რაც ყოველთვის გიბიძგებს და გაძლიერებს აისრულო ყველა სურვილი, გახდე წარმატებული და ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე განაგრძო გზა მრავალი დამარცხების მიუხედავად. ერთი სიტყვით, ამ ყველაფერს მოტივაცია ჰქვია და  სწორედ ეს მოტივაცია …

ბედნიერი გინდა იყო თუ მართლი?

''მათ ჰქონდათ მილიონი მიზეზი, თუ  რატომ არ უნდა გადაედგათ პირველი ნაბიჯი ერთმანეთისკენ, რატომ არ უნდა გადაედგათ პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ და, საწყენი ის იყო, რომ ისინი გამალებით ამ მიზეზებს ეძებდნენ.'' მიზეზს, თუ რატომ არ უნდა შერიგებოდნენ ერთმანეთს, ნაცლად იმისა, რომ რამე ემოქმედათ სიყვარულის გადასარჩენად. მათი ძველი სიყვარული ძლივსღა სუნთქავდა, მას ნელა-ნელა მონატრება და ბოღმა ანაცვლებდა, დღე …

ახლოს ხართ მიზნებთან და არაფერი არ გამოდის? გადადგით პირველი ნაბიჯი!!!

მე არ ვიცი თქვენ რა ოცნება გაქვთ. მე არ მადარდებს რამდენი იმედგაცრუება შეგხვდათ, სანამ მანამდე მიხვიდოდით. მაგრამ, ოცნება, რომელიც თქვენს თავშია, შესაძლოა რეალობად იქცეს.  რამდენიმე თქვენგანმა უკვე იცით, რომ ეს ძნელია. ეს არ არის ადვილი. ცხოვრების შეცვლა ყოველთვის რთულია. სანამ თქვენს ოცნებამდე მიაღწევთ, თქვენ იმედგაცრუებას გემოს ბევრჯელ გაუგებთ. იქნება ბევრი მარცხი და ბევრი ტკივილი. იქნება მომენტები, …

რწმენა თუ ეჭვები? რას აირჩევ?

დღევანდელ სტატიაში მსურს გაგიზიაროთ ჩემი  გაცნობიერება ერთ საინტერესო საკითხზე და ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო და სასარგებლო იქნება მოცემული საკითხის განხილვა. ცხოვრებაში  როცა რამე ჩვენი სურვილების წინააღმდეგ ხდება, გვიპყრობს იმედგაცრუება და  ადამიანთა უმეტესობა იწყებს ნეგატიურად ფიქრს საერთოდ ყველაფერზე. კარიერა, პირადი ცხოვრება, ფინანსები, ჯანმრთელობა და ა.შ.  ზოგი ადამიანი ამას ''ცივი გონებით'' ფიქრს ან რეალიზმის უწოდებს.  მოდით, შევხედოთ რა …