რა შემთხვევაში ხდება ის, რაც ყოველთვის გვინდოდა მომხდარიყო?

როცა მოცემულ რეალობას გულწრფელად იღებ ისეთად როგორიცაა. არ წუწუნებ, არ განიკითხავ, არ ეწინააღმდეგები, არ გაქვს მის მიმართ მოლოდინები, არამედ ბოლომდე აღიარებ არსებულ სამყაროს და იღებ საკუთარ თავს ამ რეალობაში, მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ შიშს, მიმღებლობა, სიმშვიდე და სიყვარული ანაცვლებს. გიყვარდება თითოეული წინ გადადგმული შენი ნაბიჯი და ენდობი პროცესს. სამყაროს მიმართ აბსოლუტური ვალდებულებების გარეშე. ამ დროს სიხარულის … Continue reading რა შემთხვევაში ხდება ის, რაც ყოველთვის გვინდოდა მომხდარიყო?

როცა მოქმედებ, უფალი შენი ხელებით მოქმედებს 

ყველაზე ნამდვილი ბედნიერება და სიძლიერეა საკუთარი თავის რწმენა და იმის ცოდნა, რომ რასაც მოინდომებ აუცილებლად მიაღწევ, შენ ამას შეძლებ. გაიხსენეთ რა ბედნიერი და გახარებული ხართ, როცა საკუთარი თავის მთლიანად გწამთ. გაიხსენეთ რამხელა სიხარულია, როცა საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვების ნაცვლად, საოცარ რწმენას და ძალას გრძნობთ. სადაც არ უნდა წახვიდეთ, რა სიტუაციაშიც არ უნდა მოხვდეთ, ვინც არ უნდა … Continue reading როცა მოქმედებ, უფალი შენი ხელებით მოქმედებს 

არასოდეს გადაუხვიოთ თქვენი ცხოვრების გზიდან

ნუ დაივიწყებთ რატომ დაიწყეთ და იცით რატომ? ცხოვრების სტიმული მუდამ ერთია... ხდება ხოლმე, რომ გზადაგზა ‘’ვჭედავთ’’, გზებსაც ვცვლით ხშირად და აღარ გვადარდებს სად, რატომ და რისთვის მივდივართ.... ცდუნებები რომ ყველგან ბევრია, კი, ვიცით ხოლმე მაგრამ... ჯერ ერთხელ, მერე მეორედ, მესამედ კიდევ სწორი გვგონია --- წავიდეთ იქეთ, როცა ოცნებებს იქ არ მივყვართ....  თქვენ გამიღიმებთ....))) - მერე … Continue reading არასოდეს გადაუხვიოთ თქვენი ცხოვრების გზიდან

როცა მარცხი უბრალოდ არ არსებობს…

ადამიანის ზრდასრულობას მისი გონებრივი შესაძლებლობები და აზროვნება განაპირობებს. გააცნობიერო, რომ ყოველ ახალ დღეს, შენ შეგიძლია ახალი ცხოვრება დაიწყო, უკვე გარდატეხაა ნებისმიერი ასაკის დროს აზროვნების. მარცხი ვის არ ჰქონია ცხოვრებაში, მაგრამ!... --- არ მოიხურო ამ დროს დეპრესიის საბურველი, უკვე წინსვლაა, სასწაული კი --- როცა ხვდები, რომ შენ ყველა ‘’მარცხებს’’ არაფერი აქვს საერთო რეალურ მარცხთან და რომ … Continue reading როცა მარცხი უბრალოდ არ არსებობს…

წინ, წარმატებისკენ!

დღეიდან დაიწყეთ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და არ დაგავიწყდეთ, რომ ბედი მხოლოდ გამბედავ ადამიანებს უღიმის....  ალბათ დაკვირვებიხართ, რომ უბრალო ადამიანებს, სჯერათ გამართლების და კიდევ, რატომღაც მუდმივად ვიღაცის, ვინც უნდა მოვიდეს და ''ცხოვრება აუშენოს''.....  და მხოლოდ ძლიერებს -მოქმედების, შრომის და მიზეზ-შედეგის. ასეთი პრინციპი მაქვს ცხოვრებაში და არ ვღალატობ! --- უკან ვიხედები მხოლოდ მაშინ, როცა მჭირდება გავიგო რამდენად … Continue reading წინ, წარმატებისკენ!

”ზოგს” არ მოეწონებით მაგრამ ”ზოგი” არ არის მნიშვნელოვანი!

მოსწონდე სხვებს - ეს ბონუსია. მოგწონდეს საკუთარი თავი - აი, ეს არის რეალური პრიზი.  ჯერ ჩვენ მოვიწონოთ, დავაფასოთ, შევიყვაროთ და ვირწმუნოთ საკუთარი თავის და მხოლოდ ამის შემდეგ სხვა..... და სხვები... ნუ მოვსთხოვთ სხვებს იმას, რაც თავად შეგვიძლია გავაკეთოთ და ან იმას, რაც ჩვენ თავად გვაქვს უკვე. და კიდევ, ერთ ბრძენს უთქვამს - ‘’თქვენ არ ცხოვრობთ … Continue reading ”ზოგს” არ მოეწონებით მაგრამ ”ზოგი” არ არის მნიშვნელოვანი!

ნუ წუწუნებთ და ნუ იყურებით წარსულში, წინ გაიხედეთ!

ადამიანებს წარმატების მიღწევა უჭირთ არა იმიტომ, რომ საკმარისად მონდომებულები ან შრომისმოყვარეები არ არიან, ან საკმარისი ძალა არ შესწევთ ბევრჯელ სცადონ - არა! ადამიანებს უჭირთ მიაღწიონ წარმატებას რადგან ისინი გ ა მ უ დ მ ე ბ ი თ იყურებიან წარსულში და ბევრს წუწუნებენ. ცხოვრების უმეტეს დროს თავს ახსენებენ წარსულ შეცდომიან გამოცდილებას და რატომღაც დიდი სიამაყით … Continue reading ნუ წუწუნებთ და ნუ იყურებით წარსულში, წინ გაიხედეთ!

ერთი პრინციპი, რისგანაც ჩნდება წინააღმდეგობები ჩვენს ცხოვრებაში

არსებობს გარკვეული წონასწორული მდგომარეობა, როგორც ერთი ადამიანის შინაგან სამყაროში, ასევე მის ოჯახში, სამეგობროში, სანათესაოში და ნებისმიერ საერთო ინტერესებით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფში და ამ წონასწორულ მდგომარეობას ფსიქოლოგები წონასწორულ პრინციპს ეძახიან. ამასთან, ყველასათვის ცნობილია რომ ყველა ადამიანს და ადამიანთა ჯგუფებს ახასიათებთ მუდმივი განვითარების, ცვლილებების და წონასწორობისკენ სწარფვა.  ამიტომაც როდესაც ადამიანს უჩნდება ცვლილებების და გავითარების სურვილი და იწყებს გარკვეულ … Continue reading ერთი პრინციპი, რისგანაც ჩნდება წინააღმდეგობები ჩვენს ცხოვრებაში

10 რამ, რაც 25 წლამდე უნდა გააცნობიეროთ

1.აღმოაჩინეთ თავიდან ვინ ხართ - თუ ჯერ კიდევ არ იცით რომ ხართ უნიკალური, თქვენ ხართ ერთადერთი ამ სამყაროში, რომლის ზუსტი ანალოგი არ არსებობს, თუ არ იცით რომ თქვენ უკვე ხართ ბედნიერი და ამ ბედნიერების გასაღები მხოლოდ თქვენ ხელშია, თუ თქვენ კიდევ არ გჯერათ რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ რასაც წარმოიდგენთ, თუ არ გჯერათ რომ თქვენ უკვე … Continue reading 10 რამ, რაც 25 წლამდე უნდა გააცნობიეროთ

რატომ არ უნდა ვუსაყვედუროთ ადამიანებს, თუ ჩვენ წარმატებას არ იზიარებენ

რა საინტერსო ადამიანები ვართ მოკლედ. ალბათ შეგინიშნავთ, რომ ჩვენ ყოველთვის სხვებისგან ვითხოვთ გვერდით დგომას, მხარდაჭერას, გულშემატკივრობას, აღფრთოვანებას, პოზიტივს და აპლოდისმენტებს და გული გვწყდება თუ ერთ დღესაც საკმარისად ვერ მივეღებთ ამ ყველაფერს მათგან. რა ხდება ამ დროს? მაშინვე გადავდივართ იერიშზე და ვადანაშაულებთ მათ შურშიანობაში, დაუფასებლობაში და ზოგჯერ ღალატადაც კი მივიჩვნევთ. და აი ასე მარტივად ვაკეთებთ არასწორ … Continue reading რატომ არ უნდა ვუსაყვედუროთ ადამიანებს, თუ ჩვენ წარმატებას არ იზიარებენ