ბედნიერება, სიყვარული და მადლიერება ყველაზე დიდი გამარჯვებაა!

გამარჯვებაა, როდესაც ყოველი დილის გათენება უბრალოდ გიხარია, უბრალოდ ხარ ბედნიერი, ყოველგვარი დიდი მიზეზების გარეშე. გამარჯვებაა, როდესაც გრძნობ მადლიერებას, არა იმიტომ რომ რაღაც დიდი თხოვნა შეგისრულა უფალმა, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ ცოცხალი ხარ, ჯანმრთელი, სუნთქავ და შეგიძლია შენს ოჯახის წევრებს მოეფერო, ჩაეხუტო, გიყვარდეს მეგობრები და კიდევ ერთხელ შეახსენეო მათ, რომ შენი იმედი ყოველთვის შეუძლიათ ჰქონდეთ. გამარჯვებაა … ვრცლად ბედნიერება, სიყვარული და მადლიერება ყველაზე დიდი გამარჯვებაა!

როდესაც სიყვარულს საკუთარ თავში აღმოაჩენ

როდესაც გიყვარდება იცვლება შენი სულის ფერი, იცვლება შენი სურნელი და გრძნობ, რომ კი არ დადიხარ, არამედ დაფრინავ.. და ყველა ფერი, რაც კი აქამდე შენს გარშემო სამყაროში ყოველთვის არსებულა, იწყებს ბრწყინვას, ბრჭყვიალს. გრძნობ, რომ სხეულში გაზაფხული იღვიძებს. აქამდე გაუშლელი ყვავილები ათას ფერებად იშლებიან და მათი სურნელით, შენში და შენს გარშემო ყველაფერი ტკბება, ნაზდება, ლამაზდება, ჩერდება წამი … ვრცლად როდესაც სიყვარულს საკუთარ თავში აღმოაჩენ

იცით რას ნიშნავს არ დანებდე არასოდეს?

მოვლენ ადამიანები და გეტყვიან: ''კი მაგრამ ამდენი როგორ, ან როდის შეძელი??''  მანამდე კი მოგიწევთ ბრძოლაც, შრომაც და გაუსაძლისი მოთმინების გადატანაც! ასე მიაღწია ყველამ ფინიშს, სადაც ცხოვრება ძველებურად - ცხოვრება ბედნიერად ჩაანაცვლა. გეყოლებათ გულშემატკივარი იმდენი, რამდენჯერაც დაამტკიცებთ, რომ თქვენ არ ნებდებით და თქვენ თავად გჯერათ საკუთარი თავის! მოწინააღმდეგე? ისიც გამოჩნდება მაშინვე, როცა თავადვე დაეჭვდებით, წაბორძიკდებით და … ვრცლად იცით რას ნიშნავს არ დანებდე არასოდეს?

მადლიერებას სასწაულები შეუძლია!

მხოლოდ გულწრფელ მადლიერებასაც კი შეუძლია მოხდინოს სასწაულები და გადაგადგმევინოთ მთები. აგიმაღლოთ ენერგია და აგიტაცოთ ცხოვრების ისეთ დიდებულ მწვერვალებზე, სადაც ასვლას ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდით. ნათქვამია, იყავი მადლიერი იმის რაც გაქვთ, რათა მოგეცეთ ის რაც გინდათ - ო. მე მჯერა ამ გამონათქვამის ჭეშმარიტება და ვფიქრობ, ადამიანში მადლიერების უნარი ეს არის ყველაზე დიდი განძი სიყვარულის შემდეგ და მჯერა, რომ … ვრცლად მადლიერებას სასწაულები შეუძლია!

რატომ და რისთვის ვწერ…

მე ყოველთვის ვწერ ადამიანებზე, რომლებიც ჩემს სულს შეეხნენ და ვისაც რა შეეძლო ის დამიტოვა...მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ არსებობთ და გამოჩნდით ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. სწორედ თქვენ ყოფილხართ და ხართ ჩემი შთაგონების და წერის სტიმულის წყარო და თქვენ რომ არა, არ მეცოდინებოდა არც სიყვარულის და არც მრავალფერადი ღალატის გემო... არც მეგობრობის და არც უამრავი იმედგაცრუების სახე. … ვრცლად რატომ და რისთვის ვწერ…

როგორია ცხოვრება როცა გიყვარს შენი საქმე და მიზნები

წლების წინ, როცა  მკითხეს ყველაზე მეტად რა გიყვარსო? პასუხად ბევრი რამ გავამზადე... მაგრამ კარგად რომ დავფიქრდი, დიდი სიამაყით ვუპასუხე, ''ყველაზე მეტად ჩემი საქმე და ჩემი მიზნებითქო'' და ასეა დღესაც. რადგან, სწორედ ჩემი ცხოვრებისეული მიზნებია რაც ჩემს ცხოვრებას რეალურად მთავარ საზრისს აძლევს და ამ მთავარი მიზნის გარშემოა შემოკრებილი ყველა ჩემი ფასეულობა, მომავლის ხედვა და პერსპექტივებიც, ამ … ვრცლად როგორია ცხოვრება როცა გიყვარს შენი საქმე და მიზნები

ბედნიერი გინდა იყო თუ მართლი?

''მათ ჰქონდათ მილიონი მიზეზი, თუ  რატომ არ უნდა გადაედგათ პირველი ნაბიჯი ერთმანეთისკენ, რატომ არ უნდა გადაედგათ პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ და, საწყენი ის იყო, რომ ისინი გამალებით ამ მიზეზებს ეძებდნენ.'' მიზეზს, თუ რატომ არ უნდა შერიგებოდნენ ერთმანეთს, ნაცლად იმისა, რომ რამე ემოქმედათ სიყვარულის გადასარჩენად. მათი ძველი სიყვარული ძლივსღა სუნთქავდა, მას ნელა-ნელა მონატრება და ბოღმა ანაცვლებდა, დღე … ვრცლად ბედნიერი გინდა იყო თუ მართლი?

უბის წიგნაკიდან…2016

ხშირია, რომ ადამიანები, მხოლოდ საკუთარ პრობლემებს თვლიან ყველაზე რთულად და კატასტროფულად და ვფიქრობთ, რომ ასეთ ტკივილს მხოლოდ ჩვენ განვიცდით, მხოლოდ ჩვენ გვაქვს ესეთი პრობლემა და  სხვა ადამიანებს ამაზე წარმოდგენაც კი არ აქვთ....არადა, რეალურად ჩვენ ყველას ერთი და იგივე პრობლემები და ტკივილები გვაქვს და გვტკივა... ეს ჩანაწერი ძველ უბის წიგნაკში ვიპოვე, რომელიც 12.10.2016 წლით თარიღდება. მიყვარს … ვრცლად უბის წიგნაკიდან…2016

7 რჩევა, როგორ უნდა დაიწყო ბრწყინვალე მომავლის შექმნა დღეიდან

ბრწყინვალე ცხოვრება შემთხვევით არ დადგება. ეს არის თქვენი დროის, ენერგიის, ფიქრების და მძიმე შრომის განაწილება, რათა გახდეთ ის ვინც გსურთ რომ იყოთ. შეწყვიტეთ სინანული წარუმატებლობაზე  და მხარი დაუჭირეთ თქვენს წარმატებულ და ლამაზ ცხოვრებას. ეს არის 24/7 რეჟიმით ჭკვიანური და აზრიანი გზით მუშაობის შედეგი და არა იმის, რომ დაჯდეთ და ელოდოთ რა მოხდება მომავლში. მოარგე დიდებული ცხოვრების … ვრცლად 7 რჩევა, როგორ უნდა დაიწყო ბრწყინვალე მომავლის შექმნა დღეიდან