იყურე გულის გავლით, უსმინე სამყაროს ნიშნებს და უპირველესად ადამიანებს…

ცხოვრებაში  ყოველთვის იპოვი კარგზე-კარგს, უკეთესზე -უკეთესს, ლამაზზე-ლამაზს, ჭკვიანზე-ჭკვიანს... ყოველთვის გექნება ამბიცია, რომ შენ უკეთესს იმსახურებ... ისე, რა კარგად ჟღერს, უკეთესი... უფრო წარმატებული, უფრო მაგარი, უფრო შემდგარი, კიდევ უფრო კარგი, კიდევ უფრო სხვანაირი.....აი, რაღაცით მეტი...   მაგრამ... მაგრამ.... შენ როგორი ხარ დღეს? აი, ესაა მნიშვნელოვანი. იცი რატომ? იმიტომ, რომ როგორიც ხარ შენ დღეს, სწორედ ისეთი ადამიანები … Continue reading იყურე გულის გავლით, უსმინე სამყაროს ნიშნებს და უპირველესად ადამიანებს…

როცა მოქმედებ, უფალი შენი ხელებით მოქმედებს 

ყველაზე ნამდვილი ბედნიერება და სიძლიერეა საკუთარი თავის რწმენა და იმის ცოდნა, რომ რასაც მოინდომებ აუცილებლად მიაღწევ, შენ ამას შეძლებ. გაიხსენეთ რა ბედნიერი და გახარებული ხართ, როცა საკუთარი თავის მთლიანად გწამთ. გაიხსენეთ რამხელა სიხარულია, როცა საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვების ნაცვლად, საოცარ რწმენას და ძალას გრძნობთ. სადაც არ უნდა წახვიდეთ, რა სიტუაციაშიც არ უნდა მოხვდეთ, ვინც არ უნდა … Continue reading როცა მოქმედებ, უფალი შენი ხელებით მოქმედებს 

თუ ფიქრობთ, რომ დრო არ გაქვთ, ვერ ასწრებთ ან არ შეგიძლიათ – მაშინ ეს უნდა წაიკითხოთ!

ნურასოდეს დაელოდებით უკეთეს მომავალს! მანამ სანამ თავად არ გახდებით ისეთი ადამიანი, რომელიც იმსახურებს და ქმნის კიდეც თავის შრომით სასურველ ცხოვრებას. თუმცა...ყველაფერი ხომ რაღაცით იწყება... რამდენმა თქვენგანმა იცის ზუსტად რა უნდა, რატომ და როდის? მანამდე გეტყვით, რომ ამაზე პასუხი ადამიანების 80% არ აქვს, 15%-ს კვლავ მხოლოდ ნაფიქრი, ოცნების დონეზე აქვს და მხოლოდ 5%-ია ისინი, ვისაც დროში … Continue reading თუ ფიქრობთ, რომ დრო არ გაქვთ, ვერ ასწრებთ ან არ შეგიძლიათ – მაშინ ეს უნდა წაიკითხოთ!

როგორ დავინახოთ ყველაფერში პოზიტივი და ნათელი მხარე?

წარუმატებლობა არის და ყოველთვის იქნება ცხოვრებაში, თუმცა საინტერესოა ადამიანების ორი სახე, რომელიც სრულიად განსხვავებულად იყურებიან. პირველი -- რომლებიც წარუმატებლობას უყურებენ ძალიან სერიოზულად და პრობლემად. მეორე -- რომლებთათვისაც წარუმატებლობა დიდი გამოწვევა და შესაძლებლობა, რომ რაღაც სწორად გააკეთონ ცხოვრებაში. რომ შევადაროთ ერთმანეთს ეს ორი კატეგორია, ვნახავთ, რომ როგორც კი ცხოვრებაში ჩნდება  რაღაც პრობლემა, ჩავარდნა და წარუმატებლობა, ერთნი … Continue reading როგორ დავინახოთ ყველაფერში პოზიტივი და ნათელი მხარე?

ცხოვრებაში გარანტიებს ვერ იპოვით

გეთანხმებით, კარგია ოცნება მშვიდ, ბედნიერ, აწყობილ და წარმატებულ ცხოვრებაზე, სადაც ყველაფერი გარანტირებულად გვაქვს, მაგრამ..... აქ გვაქვს ერთი დიდი მაგრამ! ცხოვრებაში გარანტიები არ არსებობს არაფერში! ის, რაც შეიძლება დღეს გვაქ, ხვალ აღარ გვქონდეს. ნუ ეძებთ სამსახურში, კარიერაში ან თუნდაც ადამიანებში 100%-იან გარანტიებს, გარწმუნებთ, ეს არის არასწორი მოლოდინები, რაც აუცილებლად, აუცილებლად გაგცრუვდებათ და გახდება თქვენი იმედგაცრუების და … Continue reading ცხოვრებაში გარანტიებს ვერ იპოვით

10 რამ, რაც 25 წლამდე უნდა გააცნობიეროთ

1.აღმოაჩინეთ თავიდან ვინ ხართ - თუ ჯერ კიდევ არ იცით რომ ხართ უნიკალური, თქვენ ხართ ერთადერთი ამ სამყაროში, რომლის ზუსტი ანალოგი არ არსებობს, თუ არ იცით რომ თქვენ უკვე ხართ ბედნიერი და ამ ბედნიერების გასაღები მხოლოდ თქვენ ხელშია, თუ თქვენ კიდევ არ გჯერათ რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ რასაც წარმოიდგენთ, თუ არ გჯერათ რომ თქვენ უკვე … Continue reading 10 რამ, რაც 25 წლამდე უნდა გააცნობიეროთ

რატომ არ უნდა ვუსაყვედუროთ ადამიანებს, თუ ჩვენ წარმატებას არ იზიარებენ

რა საინტერსო ადამიანები ვართ მოკლედ. ალბათ შეგინიშნავთ, რომ ჩვენ ყოველთვის სხვებისგან ვითხოვთ გვერდით დგომას, მხარდაჭერას, გულშემატკივრობას, აღფრთოვანებას, პოზიტივს და აპლოდისმენტებს და გული გვწყდება თუ ერთ დღესაც საკმარისად ვერ მივეღებთ ამ ყველაფერს მათგან. რა ხდება ამ დროს? მაშინვე გადავდივართ იერიშზე და ვადანაშაულებთ მათ შურშიანობაში, დაუფასებლობაში და ზოგჯერ ღალატადაც კი მივიჩვნევთ. და აი ასე მარტივად ვაკეთებთ არასწორ … Continue reading რატომ არ უნდა ვუსაყვედუროთ ადამიანებს, თუ ჩვენ წარმატებას არ იზიარებენ

აი, რატომ დგება კრიზისი წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში

შენთვის გართულდა ცხოვრება, რადგან დაგავიწყდა საიდან დაიწყე და დაივიწყე როგორ მოხვედი იქ, სადაც დღეს ხარ. დაივიწყე ყოფილიყავი მადლიერი, იმის რაც ცხოვრებამ კარგი მოგიტანა. გართულდა ცხოვრება, რადგან დაივიწყე ის ადამიანები, ვინც შენს გვერდით იყო მაშინ, როცა შენ გჭირდებოდა და დაივიწყე მაშინ, როცა საჭირო აღარ აღმოჩნდნენ შენს ცხოვრებაში. გართულდა შენი ცხოვრება, რადგან გეგონა მუდმივად გაანათებდა მზე. ვიცი, … Continue reading აი, რატომ დგება კრიზისი წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში

4 გზა, როგორ დავაბალანსოთ სამსახურის და ცხოვრების პრიორიტეტები

ადამიანთა უმეტესობა მუდმივად ვცდილობთ გავაკეთოთ უფრო მეტი და  სწრაფად და ამასთან ერთად შევძლოთ განტვირთვა და ნორმალურად დასვენება. თუმცა ყველას მოგვეხსენება, რომ  დღევანდელ გიჟურ ცხოვრების რიტმში, ეს არც ისე ადვილია. ფაქტია, ყველას სურს იცოდეს როგორ უნდა განსაზღვრონ სწორად პრიორიტეტები და მართონ საკუთარი საქმეები, თუმცა მათ ასევე სურთ, ამის სწავლაშიც დროც მინიმალური დახარჯონ. შესაბამისად, მოცემულ სტატიაში შემოთავაზებული … Continue reading 4 გზა, როგორ დავაბალანსოთ სამსახურის და ცხოვრების პრიორიტეტები

როგორია ცხოვრება როცა გიყვარს შენი საქმე და მიზნები

წლების წინ, როცა  მკითხეს ყველაზე მეტად რა გიყვარსო? პასუხად ბევრი რამ გავამზადე... მაგრამ კარგად რომ დავფიქრდი, დიდი სიამაყით ვუპასუხე, ''ყველაზე მეტად ჩემი საქმე და ჩემი მიზნებითქო'' და ასეა დღესაც. რადგან, სწორედ ჩემი ცხოვრებისეული მიზნებია რაც ჩემს ცხოვრებას რეალურად მთავარ საზრისს აძლევს და ამ მთავარი მიზნის გარშემოა შემოკრებილი ყველა ჩემი ფასეულობა, მომავლის ხედვა და პერსპექტივებიც, ამ … Continue reading როგორია ცხოვრება როცა გიყვარს შენი საქმე და მიზნები